შიდსი
საქართველოში
2003 წლისათვის საქართველოში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ რეგისტრირებულია აივ ინფექციის 361 შემთხვევა, მათ შორის 313 – მამაკაცი, 48 – ქალი. შიდსი განუვითარდა – 74, გარდაიცვალა – 52. აღნიშნული 361 შემთხვევა არ ასახავს საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის გავრცელების რეალურ დონეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 2000 აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. აღსანიშნავია, რომ ინფექცია შემოტანილია 79%-ში, ქვეყნის შიგნით გავრცელებულია 18,5%-ში, ხოლო დაუდგენელია 2,5%-ში.
საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის მიხედვით განაწილება
საქართველოში აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდეა.
აივ ინფიცირებულთა განაწილება
ასაკის მიხედვით
აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ
სამეგრელოში (ძირითადად, ზუგდიდში), აჭარაში, იმერეთში, კახეთში. სხვა რეგიონებში
რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.
აივ
ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის
გზების მისედვით
მკაფიოდ შეინიშნება აივ ინფექცია / შიდსის შემთხვევათა ზრდის
ტენდენცია.
საქართველოში აივ ინფექციის შემთხვევათა
დინამიკა
საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი მიზეზებია:
როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის
ეპიდემიის საფრთხე ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ემუქრება. სოციოლოგიური
გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდებში უკიდურესად დაბალია აივ ინფექცია / შიდსის
შესახებ ცოდნის დონე და მეორეს მხრივ, მაღალია სარისკო ქცევების გავრცელება
(ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი კავშირები).
გააცნობიერეთ პრობლემის
სერიოზულობა, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
და თავიდან აიცილებთ საფრთხეს!
შიდსზე დამატებითი
ინფორმაციისათვის და კონსულტაციისათვის მიმართეთ:
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის ცენტრს –
ალ. ყაზბეგის 16,
ტელ.: 39 80 18
ასოციაცია “საქართველოს პლუს ჯგუფს”:
ტელ.: 53 68 11
ელ-ფოსტა:
group@magicaldesk.com
“შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს”
ტ.ტაბიძის 118
ტელ.: 29 35 03
“თანადგომა” ჭავჭავაძის 44
ტელ.: 25 18 19
“ბემონი” ქავთარაძის 44
ტელ.: 30 60 61