ალერგია


რა არის ალერგია?
ალერგიის ძირითადი სიმპტომები
ალერგენი
ალერგენები და იმუნური პასუხი
როგორ დავიცვათ თავი ალერგენებისაგან?
საკვები პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები
რესპირატორული ალერგია
პოლინოზი
როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისაგან?
არასეზონური ალერგიული რინიტი
ბრონქული ასთმა
როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან?
ალერგიული დერმატოზები
როგორ მოვიქცეთ კონტაქტური დერმატიტის დროს?
მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია
ანაფილაქსიური შოკი
რა არის ფსევდოალერგია?
ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკა
ალერგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპები
ჰიპოსენსიბილიზაცია
ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა



რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება.

ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.

დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.



ალერგიის ძირითადი სიმპტომები



ალერგენი

ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ.

ალერგენი - ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სენსიბილიზაციას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რაც დამახასიათებელია ალერგიული დაავადებებით შეპყრობილი დამიანებისათვის.

ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:

ყოველი ცალკეული ალერგენი შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი: მაგ. მცენარის მტვერი შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი. უმრავლესობა ალერგიული ადამიანებისა ასევე რეაგირებენ ალერგენების მთელ სპექტრზე.

ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი.

 


ალერგენები და იმუნური პასუხი

ალერგიულ დაავადებებს იმუნოლოგიური ბუნება აქვთ - ისინი გამოწვეულია იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევებით. განსხვავებით ნორმალური იმუნური პასუხისაგან, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმის მხრიდან მისთვის უცხო, პოტენციურად საშიშ ნივთიერებასთან კონტაქტის დროს, იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიული რეაქციებს, ყალიბდება უსაფრთხო გარემო სუბსტანციებთან კონტაქტის ფონზე.

რაიმე ალერგიული დაავადების მქონე ავადმყოფის იმუნური უჯრედების მიერ ზოგიერთ სიტუაციებში ხდება Е კლასის ანტისხეულების (IgE) სინთეზი, რომლებიც პასუხისმგებელია უმეტეს ალერგიული რეაქციებზე. ალერგიული ადამიანების სისხლში სხვებთან შედარებით სწორედ ამ კლასის ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. თუმცა, რომელიმე ალერგენის მიმართ სპეციფიკური ამ კლასის ანტისხეულის საკმაოდ მაღალი დონის პირობებში საერთო IgE-ს დონე შეიძლება ნორმალურიც კი იყოს.

ალერგენზე სპეციფიკური IgE შეაღწევს სისხლიდან ქსოვილებში, სადაც შეიბოჭება პოხიერი უჯრედების ზედაპირზე. პოხიერი უჯრედები დიდი რაოდენობით არის ცხვირის, თვალის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანში. ისინი აქტივდებიან, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IgE ანტისხეულებთან, რომელთაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია: პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ასევე ციტოკინები - ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც უჯრედშორისი ურთიერთქმედების მედიატორებს წარმოადგენენ. ამ ნივთიერებებიას გამოთავისუფლებას მოსდევს ადგილობრივად ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ისინი იწვევენ ქრონიკული ალერგიული დაავადებებისათვის დამახასიათებელი შეშუპების, ლორწოს ჰიპერსეკრეციისა და სხვადასხვა გამაღიზიანებელზე ზემგრძნობელობის განვითარებას.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, რატომ არ ვითარდება ალერგენთან კონტაქტის დროს ალერგიული გამოვლინებანი ყველა ადამიანში. ფიქრობენ, რომ გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. მაგ. ალერგიული მშობლების შვილები ხშირად არიან ალერგიულები.

 

როგორ დავიცვათ თავი ალერგენებისაგან?

 

საკვები პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები

მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით, ალერგიის ძირითადად მიზეზს ესა თუ ის საკვები წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დადგენილია, რომ საკვებით გამოწვეული ალერგიები გვხვდება ბავშვების მხოლოდ 6%-სა და მოზრდილების 1%-ში.

რძისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები - ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგიას წარმოადგენს ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობის სახით და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.

როგორ მოვიქცეთ?

ალერგია კვერცხის ცილისადმი – ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით ასაკშიც. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.

ალერგია თევზის პროდუქტებზე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ.

მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზის საკვებად გამოყენება, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მოწამვლა, რასაც შეიძლება ახლდეს ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოწამვლის გარდა, არ უნდა გამორიცხოთ თევზზე ალერგიაც.

ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მკურნალობა გამოიხატება ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმაში.



რესპირატორული ალერგია

რესპირატორული ალერგია, როგორც წესი, გამოწვეულია ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით - აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები, ოთახის მტვერი და ტარაკნების ფრაგმენტები). აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა.

რესპირატორული ალერგიის ძირითად გამოვლინებებს მიეკუთვნება:

გარდა აეროალერგენებისა, სასუნთქი სისტემის მხრივ სიმპტომებს ხშირად იწვევს ე.წ. “ინფექციური ალერგია” - მომატებული რეაქტიულობა არაპათოგენურ ან პირობით-პათოგენურ მიკრობებზე (ნეისერია, კანდიდა და სხვ.), რაც შეიძლება გახდეს ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმის მიზეზი.



პოლინოზი

პოლინოზი ანუ მცენარეული ალერგია – მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა და ცნობილია "თივის ცხელების" სახელწოდებით. თუმცა ეს დასახელება არასწორია, რადგან ეს დაავადება არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. ყვავილის მტვერი შეიცავს ალერგიული ცილების დიდ რაოდენობას. ამინდს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალი, ცხელი ამინდი, ისევე, როგორც ქარი, ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას. წვიმას მტვერი მიწაზე ჩამოაქვს და ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს.

მტვრის პროდუქცია მცენარეების მიერ დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება. მტვრის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა დილით და დღის პირველ ნახევარში, რაც მხედველობაში უნდა იქონიოს ალერგიულმა ადამიანმა.

პოლინოზი კლინიკურად ვლინდება ძირითადად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმის სიმპტოკომპლექსით. ე.ი. იწვევს თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალებიდან გამონადენი დასაწყისში გამჭვირვალეა, შემდეგ შეიძლება გახდეს ჩირქოვანი, მძიმე შემთხვევაში თვალის ლორწოვანზე ვითარდება წყლულები.

პოლინოზით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში. ჩვეულებრივ, ეს ხდება 6-დან 20 წლამდე, იშვიათად 40 წლის შემდეგ. ჩვეულებრივ, იგი ბიჭებში უფრო ადრე იწყება (5-14 წლის ასაკში), ვიდრე გოგონებში (15-24 წელი).
კლინიკა: დამახასიათებელია შეტევითი ხასიათის ცხვირის ცემინება (10-20-50-მდე), ცხვირიდან დიდი რაოდენობით თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც მოყვება ცხვირის სრული დაცობა – ცხვირის "გაჭედვა", თავის ტკივილი.
თუ ავადმყოფს არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა, ალერგიული პროცესი ინაცვლებს ქვემო სასუნთქ გზებში, იწყება ხველისა და სულხუთვის შეტევები, ვითარდება ბრონქული ასთმა.

პოლინოზი შეიძლება გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვა), სინუსიტებით (ცხვირის დანამატი ღრუს ანთება). იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ეოზინოფილური ინფილტრატები ფილტვებში, ეპილეფსიური გულყრა და სხვა.



როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან?

შეუძლებელია სრულად აარიდოთ თავი ყვავილის მტვერთან კონტაქტს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შემცირდეს მისი მავნე ზემოქმედება, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:



არასეზონური ალერგიული რინიტი

განსხვავებით პოლინოზისაგან, იგივე სეზონური რინიტისაგან, რომელიც რეგულარულ ხასიათს ატარებს, არსებობს ალერგიული რინიტის ისეთი სახეებიც, რომელთაც წელიწადის დროსთან კავშირი არა აქვთ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს, როგორც ეს ხდება ოთახის მტვრის ტკიპისადმი ალერგიის შემთხვევაში, სხვები დაკავშირებულია ინდივიდის სამუშაოსთან ან სხვა საქმიანობასთან. მაგალითად, პურის მცხობელებში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფქვილი, მეცხოველეებში – ცხოველის ბეწვი და სხვა.

არასეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე პოლინოზის შემთხვევაში, მაგრამ უყურადღებოდ მიტოვებული არასეზონური რინიტი შეიძლება ალერგიულ ასთმაში გადაიზარდოს. ეს სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება (ცხვირის "გაჭედვა"), ცემინების შეტევები (10-20 დაცემინება ერთ ჯერზე) და წყლისმაგვარი გამონადენი ცხვირიდან.

 


ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა (asthma - ბერძნ. მძიმე სუნთქვა) - ეს არის სასუნთქი გზების ქრონიკული ალერგიული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მგრძნობელობის მომატებით მთელი რიგი გამღიზიანებლების მიმართ და ბრონქული გამავლობის მეტ-ნაკლები შეფერხებით, რაც კლინიკურად გამოვლინდება მოხრჩობის გრძნობით, ხველებისა და ხიხინის განმეორებითი შეტევითი ეპიზოდებით.

ბრონქული ასთმით დაავადებულთა რიცხვი დღეისათვის ძალზედ დიდია: ეს არის მინიმუმ 300 მლნ ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 5-15% შეადგენს. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ბრონქული ასთმით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ბრონქული ასთმა მჭიდროდაა დაკავშირებული ალერგიასთან და იმუნური პასუხის დარღვევასთან. ასთმას საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანის ანთება, რომელიც ალერგიული ბუნებისაა. სწორედ ამიტომ ასთმას მიიჩნევენ ალერგიულ დაავადებად და მას ალერგოლოგები მკურნალობენ. შეტევებისაგან თავისუფალ პერიოდშიც კი ბრონქებში გამოვლინდება ალერგიული ანთების ნიშნები, სწორედ ამიტომ ასთმა ითვლება ქრონიკულ დაავადებად, ხოლო მკურნალობა - ანთების საწინააღმდეგოა. ბრონქების ლორწოვანის ქრონიკული ანთება იწვევს ბრონქულ ჰიპერრეაქტიულობას ანუ ბრონქების ჰიპერმგრძნობელობას უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი. დაავადება მწვავდება რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით (მაგ. მტვრიანი გარემო, თამბაქოს ბოლი, მძაფრი სუნი).

ვითარდება შემდეგი დამახასიათებელი სიმპტომები: მოხრჩობისა და ჰაერის უკმარისობის გრძნობა (განსაკუთრებით ხშირია ღამით ან გამთენიისას), მსტვინავი სუნთქვა, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე, გახანგრძლივებული მშრალი (არაპროდუქტიული) ხველება ან ხველება ნახველის გაძნელებული გამოყოფით, სხვადასხვა ინტენსივობის ქოშინი.

სამწუხაროდ, ასთმას ხშირად მიიჩნევენ ბრონქიტად და შესაბამისად, მკურნალობაც არაეფექტურია. ასთმის დიაგნოსტიკა დაგვიანებით ხდება ყოველი 5 ავადმყოფიდან 3 შემთხვევაში.

ბრონქული ასთმის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში 18 წლამდე და მოზრდილებში 75 წლის ასაკის ზემოთ. მოზრდილებსა და ბავშვებში ბრონქიალური ასთმის გამომწვევი რისკ-ფაქტორები განსხვავებულია.



ბრონქული ასთმის ძირითადი მიზეზები:

ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობას განაპირობებს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრა. ეს მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  1. თანდაყოლილი ფაქტორები:
  1. ალერგენები, რომელთა ჩასუნთქვა ხდება როგორც ოთახში, ასევე ოთახის გარეთ (ცხოველების ბეწვი, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ოთახის მტვერის ტკიპა, ობი, ტარაკანის ანტიგენი);

  2. მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სასუნთქი გზების სენსიბილიზება და იწვევენ რესპირატორული ალერგიის ან ასთმის დაწყებას (თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი, ვირუსული რესპირატორული ინფექცია და სხვ.);

 

გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს:


როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან?

ბავშვებზე სპეციალური ალერგენის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ასთმის განვითარებას. ასთმის განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება, თუ ჩამოთვლილი ალერგენების მიმართ გავატარებით აუცილებელ ღონისძიებებს. არსებობს სახლში ასთმის გამომწვევი ალერგენების შემცირების შემდეგი მეთოდები, კერძოდ:

ასთმის პროგრესირების შეჩერება ძნელია, აგრეთვე ძნელია მისგან საბოლოოდ განკურნება, მაგრამ დაავადებულთა მედიკამენტოზური მკურნალობა საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მძიმე და ფატალური შემთხვევები.

 


ალერგიული დერმატოზები

ალერგიული დერმატოზები - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, მეტალების, საკვები პროდუქტების, აერო- და სხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანზე უშუალო ზემოქმედების გზით, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ინექციის საშუალებით.

ალერგიული დერმატოზებისათვის დამახასიათებელია კანის ქავილი და შეწითლება, კანზე გამონაყარი ჭინჭრის ციების (შეშუპება, ბუშტუკები) ან ეგზემის (აქერცვლა, სიმშრალე, კანის სურათის შეცვლა) ტიპით. კანის მხრივ გამოვლინებების გარდა, საკვებ ნივთიერებებზე და მედიკამენტებზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ასევე სიმპტომებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ - ენისა და ტუჩების შეშუპებით, გულისრევით, პირღებინებით, მუცელში სპასტიური ტკივილებით, დიარეით.

ყველაზე გავრცელებული ალერგოდემატოზებია - ატოპიური დერმატიტი (ექსუდაციური დიათეზი, ნეიროდერმიტი), ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი.

კონტაქტური დერმატიტი ეს არის კანის რეაქცია ზოგიერთი განსაზღვრული გამაღიზიანებლის (დაახლოებით 3000-მდე ქიმიური აგენტი - შხამიანი მცენარეები, შხამ-ქიმიკატები, ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკა, საღებავები, მეტალები, მედიკამენტები, და სხვ.) უშუალოდ კანზე ზემოქმედებაზე. ამ რეაქციების 80% გაღიზიანების შედეგია (მაგ. “მრეცხავის ხელი”), ხოლო 20% - ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ კანის ალერგიული რეაქცია ყალიბდება 1-3 დღეში, და რჩება 1 კვირა და უფო ხანგრძლივადაც. რეაქცია უფრო გამოხატულია კონტაქტის ადგილას, თუმცა შეიძლება სხვა ადგილზეც განვითარდეს.


 

როგორ მოვიქცეთ კონტაქტური დერმატიტის დროს?



მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია

მწერები, რომელთა ნაკბენებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, უმეტესად ეკუთვნიან სიფრიფანაფრთიანთა რიგს (Hymenoptera). ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. ფუტკრები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ მათ ბუდეს რაიმე დაემუქრა. ამდენად, ისინი "ბუნებით აგრესიულნი" არ არიან. ფუტკრის ნესტარი დაკბილულია და კანში ჩასობის შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია. როცა კბენის შემდეგ ფუტკარი ცდილობს ნესტარის ამოღებას, მისი ნესტარი, შხამის ჯირკვალი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი წყდება სხეულს და ფუტკარი კვდება. მათგან გასხვავებით, კრაზანები ბუნებით აგრესიულნი არიან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა საკვები შემოაკლდებათ. თანაც, ერთ კრაზანას მრავალჯერ შეუძლია დანესტვრა, რადგან კრაზანის ნესტარი გლუვია და კბენის შემდეგ მისი ამოღება ადვილია.

 

როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისაგან?

ფუტკრის ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილის შემდეგ ზომებს უნდა მიმართონ:

 

 


ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის ყველაზე სახიფათო და არასასურველი ვარიანტია. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს მწვავე სისტემურ ალერგიულ რეაქციას (მოიცავს მთელს ორგანიზმს) და ვითარდება იმ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ადამიანი წინასწარ იყო სენსიბილიზებული. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს სივდილობა გვხვდება 0,4 შემთხვევაში 1მლნ მოსახლეზე წელიწადში.

ანაფილაქსიის დროს ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა ორგანოებში - კანში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, გულ-სისხლძარღვათა სისტემის ორგანოებში, თვალში, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტში. შესაბამისად, ანაფილაქსიის სიმპტომებია: შფოთვა, კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცემინება, ხველება, გამონაყარი კანზე, ტუჩებისა და სახსრების მიდამოს შეშუპება, თვალების შესივება და ქავილი, ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ტკივილი გულმკერდში, მოხრჩობის გრძნობა, სიმხურვალისა და ალების შეგრძნება, ნაწლავური კოლიკა, საშვილოსნოს სპაზმი და მოშარდვის სურვილი, შესუსტებული სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია ბევრ ნივთიერებას. ანაფილაქსიური შოკის ხშირ მიზეზს წარმოადგენს ინსექტური ალერგია, ანუ ალერგია მწერის ნაკბენზე (კოღო, ფუტკარი, კრაზანა) და მედიკამენტოზური ალერგია (ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანალგეზიური საშუალებები, სულფამიდური საშუალებები, ჰორმონები, შრატის პრეპარატები, ადგილობრივი გამაუტკივარებელი საშუალებები, სულფიტები). შეიძლება იგი განვითარდეს ფიზიკურ დატვირთვაზეც, რაც დამოკიდებულია დატვირთვის ინტენსივობაზე და გარემოს ტემპერატურაზე. ამ დროს აღინიშნება ინტენსიური ქავილი გამონაყრით ან მის გარეშე, წნევის დაქვეითება და ზემო სასუნთქი გზების შევიწროება.

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიის შემთხვევაში?

გახსოვდეთ!



რა არის ფსევდოალერგია?

ფსევდოალერგიულ რეაქციებს, განსხვავებით "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიისაგან, საფუძვლად უდევს არაიმუნოლოგიური მექანიზმები. ეს ფსევდოალერგიული რეაქციები გამოწვეულია ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმის ქიმიური რეაქციების შედეგად ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

მათი სიმპტომები შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიის დროს. მაგ., ზოგიერთი თევზის კონსერვი შეიძლება დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავდეს და გამოიწვიოს მოწამვლა ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თევზის მიმართ "ალერგიული" ხართ.

ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ სხვა პროდუქტსაც: მაგ. საკვების ქიმიურ დანამატებს (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები), რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება. ესენია:

კონსერვანტები:

ანტოქსიდანტები:

საღებავები:

არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები:

თუ თქვენ საკვების მიმართ ზემგრძნობელობა გაქვთ, მოერიდეთ ზემოთჩამოთვლილ ნივთიერებებს.



ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკა

თუ თქვენ გაქვთ ალერგიული დაავადებების ნიშნები, თქვენ უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად. თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.

კანის ტესტირება და IgE-ზე სისხლის გამოკვლევა მიუთითებს იმ ალერგენებზე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თუმცა დადებითი სინჯი ამა თუ იმ ალერგენზე ჯერ არ ნიშნავს დაავადების არსებობას, ასეევე უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს შესაძლო დიაგნოზს... ამრიგად, საჭიროა ჩატარებული კვლევების შედეგებისა და კლინიკური სურათის შეჯერება, რაც შედის სპეციალისტ-ალერგოლოგის კომპეტენციაში.

ალერგიული დაავადების სადიაგნოსტიკო სქემა შეიძლება ასევე მოიცავდეს ნახველის ბაქტერიოლოგიურ ანალიზსა და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის გამოკვლევას, გულმკერდისა და ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფიას, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციას, სისხლის ანალიზს კორტიზოლის შემცველობაზე, სისხლის შრატში IgA, IgM, IgG განსაზღვრას, იმუნური და ინტერფერონული სტატუსის განსაზღვრას, ალერგენებით პროვოკაციულ (კონიუქტივალურ, ნაზალურ, ინჰალაციურ) ტესტებს, სპეციფიკური IgG-ის განსაზღვრას, ლეიკოციტების ბუნებრივი ემიგრაციის ტესტს და სხვ.



ალერგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას. არსებობს ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის სამი ძირითადი მიმართულება:



ჰიპოსენსიბილიზაცია

ჰიპოსენსიბილიზაცია ანუ ზემგრძნობელობის დაქვეითება ალერგენისადმი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას. შესაყვანი ნარევის შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ალერგენის მიმართ ხართ მგრძნობიარე, თუმცა ზღვარიც არსებობს: 2-3 ალერგენი ერთ ნარევში.
სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია არ არის 100%-ით ეფექტური. საუკეთესო შედეგებს იძლევა მკურნალობა ტკიპისა და ყვავილის მტვრის (ეფექტურია საშუალოდ 80%-ში), აგრეთვე ფუტკრისა და კრაზანის შხამის ალერგენებით (წარმატებულია შემთხვევათა 90%-ზე მეტში). ცხოველის ბეწვის ალერგენებით სპეციფიური მკურნალობა შედარებით ნაკლებეფექტურია და მოთმინებას მოითხოვს, სოკოს ალერგენების შემთხვევაში კი – საერთოდ უშედეგოა.

ჰიპოსენსიბილიზაცია ხანგრძლივი მკურნალობაა – ის საშუალოდ 3 წელს გრძელდება (ფუტკრისა და კრაზანას შხამის ალერგენების შემთხვევაში კი შეიძლება 5 წელს და კიდევ მეტხანს გასტანოს). წარმატება დამოკიდებულია ალერგენის სწორ შერჩევაზე, მის დოზირებაზე და პაციენტზე.

ბავშვებში ჰიპოსენსიბილიზაციის ჩატარება შეიძლება 2 წლიდან.



ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა

ალერგიის მკუნალობისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

გახსოვდეთ!

ექიმის გარდა წამლის გამოწერის ნება არავის არ აქვს. არასოდეს მიიღოთ წამალი თქვენს ექიმთან შეუთანხმებლად!