ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჰეპატიზაცია
გაღვიძლება - ფილტვის გამკვრივება მისი კრუპოზული ანთების დროს.
ჰეპატიტი
ღვიძლის ანთებითი ხასიათის დაავადებათა საერთო სახელწოდება. მწვავე ფორმების შემთხვევაში ღვიძლის პარენქიმა ზიანდება, ქრონიკულის დროს კი აღინიშნება ინტერსტიციული მეზენქიმური ქსოვილის პირველადი ანთება, მისი ჩაზრდა ღვიძლის ქსოვილის ტრაბეკულების მეორადი დაზიანებით.
ჰეპატიტი ინფექციური, ეპიდემიური ჰეპატიტი, ბოტკინის დაავადება, შრატისმიერი ჰეპატიტი, პარენქიმული ჰეპატიტი, ვირუსული ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
ჰეპატომა
ღვიძლის უჯრედებისგან განვითარებული პირველადი კიბო.
ჰეპატომეგალია
ღვიძლის გადიდება.
ჰეპატოპტოზი
ღვიძლის დაწევა.
ჰერმაფროდიტიზმი, ინტერსექსუალობა
მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ნიშნები.
ჰერნია, თიაქარი
მუცლის ღრუს ორგანოების გამოსვლა მუცლის ღრუს გარეთ, კანქვეშ ან სხვა ქსოვილებსა და ღრუებში.
ჰერნიოტომია
თიაქარკვეთა, თიაქრის ოპერაცია.
ჰერპესი, ბუშტუკოვანი ლიქენი
მწვავე, ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზი ბუშტუკოვანი გამონაყარით განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კანი გადადის ლორწოვან გარსში, უმეტესად ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე და სხვ. ხშირად თან სდევს ცხელებით მიმდინარე დაავადებებს (კრუპოზულ პნევმონიას, ეპიდემიურ ცერებრო-სპინურ მენინგიტს, გრიპს, ანგინას და სხვ.).
ჰეტეროპლაზია
ერთი სახის ქსოვილის განვითარება ახალწარმონაქმნი სხვა ქსოვილის ნიადაგზე; ნორმალურისგან განსხვავებული განვითარება; ნორმალური ქსოვილის ჩანაცვლება არანორმალური ქსოვილით.
ჰეტჩინსონის ტრიადა
ზედა საჭრელი კბილების დაზიანება, პარენქიმული კერატიტი და შუა ყურის ანთება სმენის დაქვეითებით. ნიშანდობლივია თანდაყოლილი სიფილისისთვის. ერთსა და იმავე ავადმყოფში აღინიშნება უმთავრესად ერთი ან ორი სიმპტომი, სამი კი - იშვიათად.
ჰიალინოზი
ცილოვანი ცვლის მოშლა, როდესაც ქსოვილში გროვდება მკვრივი კონსისტენციის ნახევრად გამჭვირვალე ცილოვანი ნივთიერება - ჰიალინი.
ჰიგიენური ნორმები
სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები
ჰიგრომა
სასახსრე პარკის ქრონიკული ანთების შედეგად განვითარებული სიმსივნისებრი წარმონაქმნი.
ჰიდრადენიტი
აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება. განპირობებულია ლიმფური და ჰემატოგენური გზით მათში სტაფილოკოკების შეღწევით.
ჰიდრადენომა
ოფლის ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ჰიდრემია
სისხლის გათხევადება (ანემიის, გულისა და ღვიძლის დაავადებების და სხვ.) დროს.
ჰიდროთორაქსი
არაანთებითი ტრანსუდატის დაგროვება პლევრის ღრუში.
ჰიდრომენინგოცელე
ტვინის თიაქრის ერთ-ერთი სახე, როდესაც თიაქრის პარკი შედგება კანისა და ტვინის გარსებისგან, ამოვსებულია თავ-ზურგტვინის სითხით. განვითარების მანკია.
ჰიდრონეფროზი
თირკმლის მენჯისა და ფიალების გაფართოება პარენქიმის ატროფიით; ვითარდება თირკმელში შარდის დაგუბების შედეგად, რაც განპირობებულია საშარდე გზებში დაბრკოლებით.
ჰიდროპერიკარდიუმი
გულის პერანგის - პერიკარდიუმის წყალმანკი.
ჰიდროსალპინქსი
კვერცხსავალში სითხის დაგროვება, განპირობებულია კვერცხსავლის აბდომინური ბოლოების გაუვალობით.
ჰიდროფობია
წყლის შიში, ცოფის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი. დაავადებულს არ შეუძლია წყლის გადაყლაპვა, ვინაიდან ეწყება კრუნჩხვები, მას წყლის ხმაურისაც კი ეშინია.
ჰიდროფსი, წყალმანკი
სეროზული სითხის (ტრანსუდატის) დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის ღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში.
ჰიდროცელე
სათესლე ჯირკვლის გაფართოებულ საკუთარ გარსში სეროზული სითხის დაგროვება.
ჰიდროცეფალია
თავის ტვინის წყალმანკი. თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება ქალას ღრუში. გვხვდება თავის ტვინის განვითარების მანკის, ტრავმის (არცთუ იშვიათად მშობიარობის დროს), ინფექციის, ინტოქსიკაციის შემთხვევაში. კლინიკურად გამოხატულია ქალასშიგა წნევის სხვადასხვა ინტენსივობით მომატების ნიშნები.
ჰიდროცისტომა
საოფლე ჯირკვლის ცისტა.
ჰიმენე, საქალწულე აპკი
ლორწოვანი გარსის ნაოჭი,ხურავს საშოში შესავალ ხვრელს. არჩევენ რგოლისებრ, ნახევარმთვარისებრ, უხვრელო, დაკბილულ და სხვა ფორმის საქალწულე აპკს.
ჰიპაკუზია
სმენის სიმახვილის დაქვეითება სმენის ნერვის აგზნებადობის შემცირების შედეგად.
ჰიპალგეზია
ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება.
ჰიპერაკუზია
სმენის გამახვილება (ისტერიის, ნევრასთენიის დროს).
ჰიპერალგეზია
ტკივილის მგრძნობელობის გამძაფრება.
ჰიპერაციდიტასი
კუჭის შიგთავსის ჭარბი მჟავიანობა.
ჰიპერგენიტალიზმი
პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების ჭარბი ან ნაადრევი განვითარება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერების შედეგად.
ჰიპერდაქტილია, თითმეტობა
სიმახინჯე, რომლის დროსაც ხელზე ან ფეხზე ხუთზე მეტი თითია.
ჰიპერემია
ადგილობრივი სისხლმეტობა.
ჰიპერერგია
ზოგიერთი მავნე ტოქსინისა და აგენტის მიმართ ორგანიზმის რეაქციულობის მკვეთრი გაძლიერება, რეაქციულობის პათოლოგიური მომატება.
ჰიპერესთეზია
გაძლიერებული მგრძნობელობა, მგრძნობელობის ისეთი შეცვლა, როდესაც ავადმყოფი ამა თუ იმ გაღიზიანებას აღიქვამს მეტად, ვიდრე ნორმაში. გაღიზიანების ზღურბლის დაქვეითების შედეგია. გვხვდება ხშირად მენინგიტის, ზოგჯერ პერიფერიული ნერვების დაზიანებისა და სხვ. დროს.
ჰიპერვენტილაცია
სუნთქვის გაძლიერებასთან დაკავშირებით ფილტვის გაძლიერებული ვენტილაცია.
ჰიპერთიმია
ძლიერი ემოციურობა, ახასიათებს მუდმივ აწეული გუნებ-განწყობილება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი.
ჰიპერთირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება.
ჰიპერინსულინიზმი
ინსულინის გაძლიერებული წარმოქმნა და ამის შედეგად ჰიპოგლიკემიის განვითარება.
ჰიპერკაპნია
არტერიულ სისხლში ნახშირორჟანგის ძაბვის გადიდება (ნორმის ზევით).
ჰიპერკერატოზი
კანის ეპიდერმისის გაძლიერებული გარქოვანება.
ჰიპეროსმია
ყნოსვის გაძლიერება. ხშირად თან სდევს ვისცერული მოშლილობა, ვესტიბულური და ემოციური რეაქციები. უფრო ხშირია ყნოსვის რეცეპტორული აპარატის დაზიანებისას.
ჰიპეროსტოზი
ანთებითი პროცესით ან ახალწარმონაქმნის ჩაზრდის გამო ძვლის დიფუზური დაავადება, ძვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია.
ჰიპერპირექსია
სხეულის ტემპერატურის ძლიერი მომატება (40 გრადუსზე მეტად).
ჰიპერპლაზია
ცალკეულ ქსოვილთა შემადგენელი ელემენტების რაოდენობრივი მატება მათი უჯრედების გამრავლების გზით, უჯრედოვანი ელემენტების ჭარბი წარმოქმნა.
ჰიპერრეფლექსია
მდგომარეობა, როდესაც რეფლექსები გაძლიერებულია.
<< Previous  13 Next >>