ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ქორიოიდოციკლიტი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსისა და წამწამოვანი სხეულის ანთება.
ქორიონეპითელიომა
ნაყოფის ქორიონისგან განვითარებული ძლიერ ავთვისებიანი სიმსივნე.
ქორიონი
ძუძუმწოვართა ჩანასახის გარე ბუსუსოვანი გარსი.
ქორიორეტინიტი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსისა და ბადურას ერთდროული ანთება.
ქრომატოზი
კანის არანორმალური შეფერვა. ახასიათებს პიგმენტის დაგროვება ისეთ არეში, სადაც იგი ჩვეულებრივ არ არის, ან მისი სიჭარბე იქ, სადაც იგი ჩვეულებრივ მცირეა.
ქრომატოფობია
1. გარკვეული (ღია) ფერების შიში; 2. ჰისტოლოგიაში - გარკვეული უჯრედების მიერ ამა თუ იმ საღებავის სრული ან ნაწილობრივი აუთვისებლობა.
ქრომატურია
შარდის არანორმალური შეფერვა.
ქრომოსომა
უჯრედის ბირთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც შეიცავს მემკვიდრულობის ფაქტორებს - მემკვიდრეობით გადასცემს ორგანიზმის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას.
ქრონიკული ატროფიული მყრალი სურდო
ცუდსუნიანი სურდო, ცხვირის ქრონიკული დაავადება. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანას და ნიჟარების მკვეთრი ატროფია. მთელი ცხვირის ღრუ დაფარულია მომწვანო ფერის ქერქებით, რომლებიც იხრწნება და გამოსცემს ცუდ სუნს. ყნოსვის დაკარგვის გამო ავადმყოფები ხშირად ცუდ სუნს ვერ გრძნობენ.
ქრონიოსეფსისი
ქრონიკული დაავადება, რომელსაც იწვევს მიკროორგანიზმების მოხვედრა სისხლში და გამრავლება.
ქსანთოდერმია
კანში ყვითელი პიგმენტის დაგორება.
ქსანთომა
ყვითელი ან წაბლისფერი პატარა კვანძოვანი სიმსივნე, რომლის პარენქიმა შედგება ლიპოიდების შემცველი თავისებური შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისგან, ვითარდება უფრო ხშირად კანში, განსაკუთრებით თვალის ქუთუთოში.
ქსანთომატოზი
ზოგადი დაავადება, დაკავშირებულია ლიპოიდური ცვლის დარღვევასთან, რომელიც ვლინდება ქოლესტერინის დაგროვებით და სხვადასხვა ორგანოში ქსანთომური უჯრედების წარმოქმნით.
ქსანთოპსია
საგნების დანახვა ყვითელ ფერად, გვხვდება პიკრინის მჟავით და სანტონინით მოწამვლის დროს.
ქსანთოქრომია
კანისა და ზურგის ტვინის სითხის მომწვანო-ყვითლად შეფერვა.
ქსეროდერმა
1. კანის არანორმალური სიმშრალე ქატოსებრი აქერცვლით; 2. იქთიოზი.
ქსეროდერმა პიგმენტური
კანის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ვლინდება ბავშვობის ასაკში და მეტწილად რამდენიმე წელიწადში თავდება სიკვდილით. ახასიათებს გაფანტული პიგმენტური ლაქები, კანის შეჭმუხნა და დაწყლულება, უმთავრესად მზით დასხივებულ არეებში, მეჭეჭოვანი და კერატოზული პროცესების საკმაოდ სწრაფი გარდაქმნა ავთვისებიან სიმსივნედ.
ქსეროზი
კანის სიმშრალე, განპირობებულია ქონის სეკრეციის დაქვეითებით.
ქსეროსტომია
პირის სიმშრალე.
ქსეროფთალმია
თვალების სიმშრალე; კონიუნქტივისა და რქოვანა გარსის თავისებური ცვლილება A ვიტამინის ნაკლებობის შედეგად.
ქუ-ცხელება
რიკეტსიოზული ეტიოლოგიის მწვავე ცხელებითი დაავადება. ახასიათებს ტემპერატურის მომატება 39-40,5 გრადუსამდე, ძლიერი ოფლდენა, თავის ტკივილი, ატიპურად მიმდინარე ინფილტრატი ფილტვებში. ინფექციის პირველადი მატარებელია ტკიპები და მღრღნელები, რომელთაგან დაავადება გადაედებათ შინაურ ცხოველებს და ადამიანებს.
ქუნთრუშა
მწვავე ინფექციური დაავადება, უპირატესად ემართებათ ბავშვებს 3-6 წლის ასაკში. შემთხვევები მეტია შემოდგომა-ზამთრის თვეებში. იწყება მაღალი ტემპერატურით, ღებინებით, ანგინით და წინწკლოვანი წითელი გამონაყარით, რომელიც წარმოიქმნება დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 12-14 საათის შემდეგ ჯერ კისერსა და გულმკერდის ზედა ნაწილზე. დამახასიათებელია "ჟოლოს ენა" (მე-3, მე-5 დღეს), ლოყების მკაფიო ჰიპერემია, მეორე კვირიდან - კანის აქერცვლა; გართულებები: ლიმფადენიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, გლომერულონეფრიტი, რევმატული სინდრომი და სხვ.
<< Previous  1 2