ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ტრანსუდაცია
შეშუპების შედეგად სითხეების გაჟონვა აპკებში, განსაკუთრებით კი სისხლის პლაზმის გავლა სისხლძარღვის კედელში.
ტრანსფუზია
1. ჰემოტრანსფუზია - სისხლის გადასხმა - სამკურნალო მიზნით ავადმყოფის (რეციპიენტი) სისხლძარღვებში სხვა ადამიანის (დონორის) სისხლის შეყვანა; 2. სისხლის შემცვლელის ან წამლეულის შეყვანა ვენაში.
ტრაქეიტი
სასულის ლორწოვანი გარსის ანთება.
ტრაქელოტომია
საშვილოსნოს ყელის ოპერაციული გაკვეთა.
ტრაქეობრონქოსკოპია
სასულისა და ბრონქების შიგნითა ზედაპირის დათვალიერება ბრონქოსკოპით.
ტრაქეოტომია
სასუნთქი მილის - სასულის გაკვეთა და მასში სპეციალური მილის ჩადგმა სუნთქვის აღსადგენად. მიმართავენ ზედა სასუნთქი გზების შევიწროების ან დახშობის დროს.
ტრაქომა
თვალის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ინფექციური დაავადება, ახასიათებს მისი ქსოვილის საერთო ჰიპერტროფია, მასში ფოლიკულების წარმოქმნა და მთლიანი დანაწიბურება.
ტრემა
კბილებშორისი სივრცე (ცენტრალური საჭრელი კბილების გამოკლებით). არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ტრემას.
ტრემატოდები, მწოველები
ბრტყელ პარაზიტ ჭიათა კლასი.
ტრემორი
კანკალი, უნებლიედ წარმოქმნილი რხევითი მოძრაობა, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს. უმთავრესად გამოხატულია კიდურების დისტალურ ნაწილებში. აღინიშნება თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების, განსაკუთრებით ალკოჰოლიზმის, ბაზედოვის ავადმყოფობის, ნათხემის დაზიანების, გაფანტული სკლეროზის და სხვ. დროს.
ტრეპანაცია
ქვემდებარე ღრუს გასახსნელად ძვალში ხვრელის შექმნის ოპერაცია (მაგ. თავის ქალას ტრეპანაცია).
ტრიზმი
სამწვერა ნერვის მამოძრავებელი ბოჭკოების გაღიზიანების შედეგად საღეჭი კუნთების სპაზმი. გვხვდება ტეტანუსის, ცოფის, მენინგიტის, სამწვერა ნერვის ნევრალგიის, მწვავე პერიოდონტიტისა და არცთუ იშვიათად ფსევდობულბური დამბლის დროსაც.
ტრიპსინი
პანკრეასის წვენში შემავალი ცილის დამშლელი ფერმენტი.
ტრიქალგია
თავის თმიანი ნაწილის მომატებული მგრძნობელობა, თმაზე ხელის შეხებისას ტკივილის შეგრძნება. გვხვდება ისტერიის შემთხვევაში.
ტრიქინელოზი, ტრიქინოზი
ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ტრიქინელა (მრგვალი ჭიების კლასის მოპარაზიტე ჭია). ტრიქინელას ჭუპრიანი უმი ან არასაკმაოდ შემწვარი და მოხარშული ხორცის მიღების მესამე, მეოთხე დღიდან ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, ღებინება, მუცლის ჭრა, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, პერიფერიულ სისხლში მკვეთრად გამოხატული ეოზინოფილია.
ტრიქინოზი, ტრიქინელოზი
ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ტრიქინელა (მრგვალი ჭიების კლასის მოპარაზიტე ჭია). ტრიქინელას ჭუპრიანი უმი ან არასაკმაოდ შემწვარი და მოხარშული ხორცის მიღების მესამე, მეოთხე დღიდან ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, ღებინება, მუცლის ჭრა, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, პერიფერიულ სისხლში მკვეთრად გამოხატული ეოზინოფილია.
ტრიქომიკოზი
თმის სოკოვანი დაავადება.
ტრიქომონა, ტრიქომონადა
კოლპიტის, ვულვოვაგინიტისა და ურეთრიტის გამომწვევი პათოგენური უმარტივესი შოლტოსანთა კლასიდან.
ტრიქომონიაზი
ადამიანის შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა ნაწილში ტრიქომონადების შეჭრით გამოწვეული დაავადება.
ტრიქოტილომანია
სხეულის სხვადასხვა ნაწილზე თმის ამოგლეჯის დაუძლეველი სურვილი. აღენიშნებათ ნევროპათ ბავშვებს, ფსიქოპათიითა და შიზოფრენიით დაავადებულებს.
ტრიქოფიტია
კანის, თმისა და ფრჩხილების ყველაზე უფრო გავრცელებული სოკოვანი დაავადება.
ტრიქოცეფალოზი
დაავადება, რომელსაც იწვევს ნემატოდების კლასის პარაზიტული ჭია, ბინადრობს ბრმა ნაწლავში, უფრო იშვიათად მსხვილ და სწორ ნაწლავებში, იკვებება ადამიანის სისხლით. დაავადების ძირითადი სიმპტომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.
ტრიცეფსი
სამთავა კუნთი.
ტუბერკულინი
ტუბერკულოზის მიკობაქტერიის პროტეინების შემცველი მასალა ან ამ პროტეინების პროდუქტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან ცხოველის ქსოვილში ანთებითი რეაქცია. ტუბერკულინი ტოქსიკურად მოქმედებს მხოლოდ ტუბერკულოზით დაავადებულის ორგანიზმზე, ჯანმრთელ ორგანიზმზე კი არ მოქმედებს, ამიტომ მას იყენებენ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის (პირკეს კანზედა სინჯი ან მანტუს კანშიგა სინჯი), ვინაიდან ტუბერკულინზე დადებითი რეაქცია ორგანიზმში ტუბერკულოზის მიკობაქტერიის არსებობას მოწმობს.
ტუბერკულოზი
ინფექციური დაავადება, გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით. აღმოაჩინა გერმანელმა ბაქტერიოლოგმა რ. კოხმა 1882 წელს. ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი. ტუბერკულოზით შეიძლება დაზიანებული იყოს კანი, ლიმფური კვანძები, ძვლები, შარდ-სასქესო ორგანოები და ყველა ის ორგანო, სადაც შეიჭრება დაავადების აღმძვრელი. ფილტვის ტუბერკულოზის სიმპტომებია: საერთო მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მომატება, ხველა (ზოგჯერ სისხლიანი ნახველი), პროგრესირებადი სიგამხდრე, ნახველში ტუბერკულოზის მიკობაქტერიების არსებობა.
ტუბერკულომა
ტუბერკულოზური ხორკლი, უჯრედების გროვა, რომელთა შორის არის განსაკუთრებული, გიგანტური უჯრედები. ამ უჯრედების ცენტრში განლაგებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ვინაიდან ხორკლში არ არის სისხლძარღვები, მასში იწყება კვდომითი პროცესი, ხორკლი განიცდის ხაჭოსებურ (კაზეოზურ) დაშლას, ხოლო გათავისუფლებულ მიკრობებს შეუძლიათ შეაღწიონ სისხლში. ხშირ შემთხვევაში ხორკლი შეიძლება ჩაიკიროს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დახურული კერა.
ტულარემია
ციების მსგავსი მწვავე დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა დასნებოვნებული მღრღნელების, მწერებისა და ტკიპებისაგან. გამომწვევია Bacterium tularense. დაავადებას ახასიათებს განსაკუთრებული მიმდინარეობა, ცხელებითი პერიოდი, ავადმყოფური პროცესის სხვადასხვა ლოკალიზაცია. ამ დროს აუცილებლად ზიანდება რეგიონული ლიმფური კვანძები. დიაგნოზის დასადგენად მნიშვნელოვანია ბაქტერიების აღმოჩენა და აგლუტინაციის რეაქცია.
ტუმორი
სიმსივნე.
ტურგორი
1. სავსეობის მდგომარეობა; 2. სისხლის მიმოქცევის, ინერვაციის, ნივთიერებათა ცვლის და სხვ. მდგომარეობით განპირობებული ქსოვილთა ნორმალური ტონუსი.
<< Previous  1 2