ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
სამკურნალო საშუალების ხარისხი
სამკურნალო საშუალების მახასიათებელი, რომელიც მოიცავს მისი იდენტურობის, ინგრედიენტების რაოდენობრივი შემადგენლობის, სიწმინდის, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ფარმაკოპეის სტანდარტთან შესაბამისობას
სამკურნალო საშუალების ხარისხის სერტიფიკატი
სამკურნალო საშუალების ფარმაკოპეის სტანდარტისადმი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
სანაცია
განკურნება, გაჯანსაღება.
სანგვინიკი
მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე; ადამიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს.
სანიტარია
სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.
სანიტარიული ნორმები
სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები
საოჯახო მედიცინა
პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით
საპროფიტები
მცენარეული ორგანიზმები (მრავალი სოკო და ბაქტერია), რომლებიც ორგანიზმში ბინადრობენ, იკვებებიან მკვდარი ორგანული ნივთიერებებით, მაგრამ პათოგენური თვისებები არ გააჩნიათ.
სარკომა
შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე. ხშირად ვითარდება კეთილთვისებიანი შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნისგან (ფიბრომა, ლიპომა, ქონდრომა და სხვ.).
სარკომატოზი
სარკომის გავრცელება, მრავალ ადგილზე გაჩენა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა
საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი
სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები
ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის,ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი)
სატურნიზმი
ტყვიით ან ტყვიის მარილებით მწვავე ან ქრონიკული მოწამვლა. ახასიათებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მძიმე მოშლა, ანემია, ბაზოფილური მარცვლოვნების მქონე ერითროციტების წარმოქმნა. ნერვული სისტემის მოქმედების დარღვევა. ქრონიკული სატურნიზმი ხშირად სიკვდილით მთავრება.
საუნივერსიტეტო კლინიკა
შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში მონაწილე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე ორიენტირებული უმაღლესი დონის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს კლინიკური დისციპლინების სწავლება, მეცნიერული კვლევა და უმცროსი ექიმისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ- ჩვევების ათვისება და რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვის შესახებ
საქალწულე აპკი, ჰიმენე
ლორწოვანი გარსის ნაოჭი,ხურავს საშოში შესავალ ხვრელს. არჩევენ რგოლისებრ, ნახევარმთვარისებრ, უხვრელო, დაკბილულ და სხვა ფორმის საქალწულე აპკს.
საქართველოს სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრი
ცნობარი, რომელიც მოიცავს საქართველოში წარმოებისათვის და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებისათვის ნებადართული სამკურნალო საშუალებების ნუსხას
საქართველოს სახელმწიფო ფარმაკოპეა
საქართველოში წარმოებული სამკურნალო საშუალებების სტანდარტებისა და დებულებების კრებული
საყმაწვილო, სკროფულოზი
კისრის ლიმფური კვანძების ტუბერკულოზური ანთება ბავშვთა ასაკში (კისერი სქელდება და უძრავი ხდება).
საშო, ვაგინა
ქალის სასქესო აპარატის ნაწილი, კუნთოვანი მილი, მდებარეობს სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის.
საწერელი, პანარიციუმი
თითის ჩირქოვანი ანთება.
სებორეა
კანის დაავადება - კანის ცხიმის გამოყოფის ავადმყოფური გაძლიერება.
სედატიური საშუალებანი
ნერვული აგზნებისა და ფუნქციური აქტივობის დამაქვეითებელი საშუალებანი.
სეკრეცია
ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (სეკრეტების) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების მიერ.
სემინომა
სათესლე ჯირკვლის კიბო.
სემინურია
შარდთან ერთად სპერმატოზოიდების გამოყოფა.
სემიოლოგია
მოძღვრება დიაგნოსტიკური მეთოდებით მიღებული დაავადებების ნიშნების წარმოშობის მექანიზმისა და დაავადებათა ამოსაცნობად მათი მნიშვნელობის შესახებ.
სენილიზმი
ახალგაზრდა პირთა სიბერისეული ცვლილებები, ნაადრევი გონებრივი სისუსტე.
სენილური
მოხუცებულობითი, სიბერის დამახასიათებელი.
სენსიბილიზაცია
რაიმე გამზიღიანებლის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა, მაგ. ორგანიზმში უცხო ცილის შეყვანისას ორგანიზმი მისდამი ერთობ მგრძნობიარე ხდება. ასეთი მგრძნობელობა ერთბაშად კი არ ვითარდება, არამედ 10-12 დღის შემდეგ და თვეობით, ზოგჯერ წლობითაც რჩება.
სენსორული
შეგრძნებითი, მგრძნობელობითი, გრძნობის ორგანოსთან დაკავშირებული, შეგრძნებაზე დამყარებული.
სეპტიკოპიემია
სეფსისის შერეული ფორმა, როდესაც აღინიშნება მეტასტაზური ჩირქგროვები.
სეპტიცემია
სეფსისის სახე, განპირობებული ტოქსინების ზემოქმედებით.
სეროდიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა სისხლის შრატის თვისებათა გამოკვლევის საფუძველზე, მაგ. ვასერმანის რეაქცია.
სერტიფიცირება
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება
სიალორეა, სალივაცია
ხანგრძლივი, ჭარბი ნერწყვის დენა.
სიბეცე
რეფრაქციის ანომალია, რომლის დროსაც პარალელურ სხივთა ფოკუსი მდებარეობს ბადურას წინ. ამ დროს გაძნელებულია შორს არსებული საგნების დანახვა შესაბამისი ჩაზნექილი შუშების გარეშე, რომლებიც ბროლის შუქმტეხ ძალას შეამცირებენ და ამით ფოკუსს გადასწევენ ბადურაზე.
სიგმოიდიტი
სიგმოიდური კოლინჯის ანთება.
სიგნატურა
რეცეპტის ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია წამლის მიღების წესი.
სიდეროზი ფილტვების
ფილტვების ქრონიკული პროფესიული დაავადება, რომელსაც იწვევს რკინის ჟანგეულები.
სიდეროპრივული ანემია
იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დეფიციტი წარმოიქმნება ხშირი სისხლის დენის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება, როცა ქრონიკულ სისხლდენასთან ერთად აღინიშნება კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, რამაც შეიძლება შეამციროს საკვები პროდუქტებიდან რკინის შეწოვა. ხშირად უვითარდებათ ერთ წლამდე ბავშვებს, გოგონებს სქესობრივი მომწიფების ხანაში.
სიელმე, სტრაბიზმი
თვალის ანომალია, როდესაც შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის წერტილზე. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
სიკოზი
ქრონიკული ზედაპირული ფოლიკულური სტაფილოდერმიტი; აღენიშნებათ მამაკაცებს,უმთავრესად სახის თმიან ნაწილში.
სილიკოზი
ფილტვების პროფესიული დაავადება, ვითარდება თავისუფალი სილიციუმის ორჟანგის შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად.
სიმბიოზი
სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისთვის.
სიმპათექტომია
სიმპათიკური წველის ნაწილის ამოკვეთის ოპერაცია.
სიმპათიკოტონია, სიმპათოზი
ნერვული სისტემის განსაკუთრებული მგრძნობიარობა, რაც ვლინდება ტაქიკარდიითა და არტერიული წნევის მომატებით, კანის სიმშრალით, გუგების გაფართოებით, ადრენალინისადმი მგრძნობელობის გაძლიერებით და სხვ.
სიმპათოზი
ნერვული სისტემის განსაკუთრებული მგრძნობიარობა, რაც ვლინდება ტაქიკარდიითა და არტერიული წნევის მომატებით, კანის სიმშრალით, გუგების გაფართოებით, ადრენალინისადმი მგრძნობელობის გაძლიერებით და სხვ.
სიმპათოლიტიკური ნივთიერებები
ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას, სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული ეფექტის აღმოფხვრას (მაგ. ერგოტამინი).
სიმპათომიმეტიკური ნივთიერებები
ნივთიერებანი, რომლებიც მოქმედებენ სიმპათიკური ნერვული სისტემის ანალოგიურად (მაგ. ადრენალინი).
სიმპტომატოლოგია
მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ.
<< Previous  13  4  5 Next >>