ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
რეციპიენტი
ადამიანი, რომლისათვისაც განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები გადანერგვის მიზნით
რეციპიენტი
ადამიანი, რომელსაც სისხლს გადაუსხამენ ან რაიმე ქსოვილს, ორგანოს გადაუნერგავენ.
რიგიდულობა
მძიმედ მოძრაობა, გაშეშება, გახევება, სიტლანქე.
რიკეტსიები
ბაქტერიებზე უფრო პატარა და ფილტრში გამავალ ვირუსებზე უფრო დიდ მიკროორგანიზმთა ჯგუფის სახელწოდება.
რინიტი, სურდო
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ახასიათებს ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა და ცხვირით სუნთქვის მოშლა.
რინობლენორეა
ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩირქოვანი კატარი.
რინოპლასტიკა
ცხვირის გასწორების ან აღდგენის ოპერაცია.
რინოფარინგიტი, ნაზოფარინგიტი
ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
რკინადეფიციტური ანემია
იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დეფიციტი წარმოიქმნება ხშირი სისხლის დენის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება, როცა ქრონიკულ სისხლდენასთან ერთად აღინიშნება კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, რამაც შეიძლება შეამციროს საკვები პროდუქტებიდან რკინის შეწოვა. ხშირად უვითარდებათ ერთ წლამდე ბავშვებს, გოგონებს სქესობრივი მომწიფების ხანაში.
რუბეოლა, წითურა
გადამდები ინფექციური დაავადება. დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. გამონაყარი პირველად წარმოიქმნება ყურებთან, შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე. გამომწვევია დერმოტროპული ვირუსი; იძლევა მყარ იმუნიტეტს.
რუდიმენტი
ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და სრულიად არ ვითარდება.
რუპტურა
გახევა, გაწყვეტა, გაგლეჯა (მაგ. საშვილოსნოს, გულის); ქსოვილის მთლიანობის დარღვევა დაზიანების ძალის ზემოქმედების შედეგად, როდესაც ქსოვილის დაჭიმულობა სცილდება ელასტიურობის საზღვარს.
რქოვანის რეფლექსი
თვალის დახუჭვა რქოვანაზე შეხების გამო.
რძიანა, სოორი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადება ოდნავ ამობურცული, მომრგვალო ფორმის, მდოგვის ან მუხუდოს მარცვლისოდენა თეთრი ან მოყვითალო ფერის ლაქების, ანდა ფოლაქების სახით, რომლებიც ძლიერ წააგავს აჭრილ რძეს. უპირატესად ემართებათ ბავშვებს ძუძუს წოვების პერიოდში და კახექსიურ მოზრდილებს - ტუბერკულოზის, დიაბეტისა და სხვ. დროს.
<< Previous  1 2