ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ორქიეპიდიდიმიტი
მამაკაცის სასქესო ჯირკვლისა და მისი დანამატის ანთება.
ორქიტი
სათესლე ჯირკვლის ანთება.
ორქოპტოზი
სათესლე ჯირკვლის დაწევა.
ოსიფიკაცია, გაძვალება
1. ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა; 2. გაძვალება, ძვლოვან ქსოვილად გარდაქმნა.
ოსპისებრი ლაქა
ბრტყელი ან ოდნავ შემაღლებული, მუქი მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომლის სიდიდე არ აღემატება ოსპის მარცვალს. უფრო ხშირად აღინიშნება სახეზე, კისერსა და ზედა კიდურებზე.
ოსტალგია
ძვლების ტკივილი.
ოსტეოართრიტი
სახსრის ანთება ძვლის სასახსრე ბოლოების ჩართვით.
ოსტეოართროპათია
სახსრის დაზიანება შესაბამისი ძვლის სასახსრე ბოლოებში დისტროფიული ან ნეკროზული პროცესების განვითარებით.
ოსტეობლასტი
ძვლის წარმომქმნელი უჯრედი.
ოსტეოდისტროფია
ძვლოვანი სისტემის დაავადება. დამახასიათებელია ძვლების სტრუქტურის ცვლილება, განპირობებულია ძვლისშიგა მეტაბოლიზმის მოშლით.
ოსტეოკლაზია
თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციების გასწორების მიზნით ძვლების ხელოვნური გადატეხა.
ოსტეოლოგია
ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძვლების ფორმასა და სტრუქტურას.
ოსტეომა
ძვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ვითარდება ხრტილის ან ძვლისაზრდელასგან.
ოსტეომალაცია
ძვლის გარბილება კირის მარილების დაკარგვის გამო, მაგ. ორსულობისას.
ოსტეომიელიტი
ძვლის ტვინის ანთება, რომელიც ვრცელდება ძვალსა და ძვლისაზრდელაზე. უფრო ხშირად ზიანდება ლულოვანი ძვლები, მეტწილად მეტაფიზი.
ოსტეოპათია
ძვლოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადების საერთო სახელწოდება.
ოსტეოპლასტიკა
ძვლის დეფექტის ოპერაციული აღდგენის ზოგადი სახელწოდება.
ოსტეოპოროზი
ძვლის გამეჩხერება. მიზეზებია: მოხუცებულობითი ინვოლუცია, ანთებითი პროცესები, სიფილისი და სხვ.
ოსტეოსინთეზი
გატეხილი ძვლის ნაწილების შეერთება ოპერაციული გზით.
ოსტეოსკლეროზი
ძვლის გამყარება ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებული წარმოქმნის შედეგად (ოსტეომიელიტის, სიფილისის, კიბოს მეტასტაზებისა და სხვ. დროს).
ოსტეოფიტი
ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდა, განპირობებულია ძვლისაზრდელას ანთებით.
ოსტეოქონდრიტი
ძვლისა და მისი ხრტილის ერთდროული ანთება.
ოსტეოქონდრომა
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილისგან განვითარებული სიმსივნე ან გაძვალებული ქონდრომა.
ოტალგია
ყურის ნევრალგიური ხასიათის ტკივილი.
ოტიტი
ყურის ანთება.
ოტოლითიაზი
გარეთა სასმენ მილში, ჩვეულებრივ უცხო სხეულის ირგვლივ, კალციუმის მკვრივი კონკრემენტის წარმოქმნა.
ოტოლოგია
მოძღვრება ყურის ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და მკურნალობის შესახებ.
ოტორეა
ყურიდან სეროზული, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი სეკრეტის დენა ოტიტის სხვადასხვა ფორმის (უმეტესად შუა ყურის ანთების) დროს.
ოტორინოლარინგოლოგია
მოძღვრება ყურის, ცხვირის, ხორხისა და მისი მომიჯნავე არეების დაავადებათა შესახებ.
ოტოსკლეროზი
ჩვეულებრივ, ორივე ყურის არაანთებითი დაავადება. უფრო ხშირია ქალებში. ახასიათებს ლაბირინთის აპკისებრი ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთის გაძვალება, მეტწილად ოვალური ხვრელის მიდამოში, თან სდევს უზანგის ანკილოზი. დაავადება მიმდინარეობს სმენის პროგრესირებადი დაქვეითებით, რასაც მოხუცებულობაში შეიძლება მოჰყვეს სრული სიყრუე.
ოფთალმოლოგია
მეცნიერება თვალის დაავადებათა და მათი მკურნალობის შესახებ.
ოფთალმომალაცია
თვალის კაკლის დარბილება.
ოფთალმოპლეგია
თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვის ერთდროული დამბლა.
ოფთალმორაგია
სისხლის დენა თვალის კაკლიდან.
ოფიცინალური რეცეპტით მომზადებული წამალი
ფარმაკოპეის შესაბამისად აფთიაქში მომზადებული წამალი
ოქსიცეფალია, კოშკისებრი ქალა
ქალას დეფორმაცია, გაწვეტიანებული თავის ქალა.
ოქსიჰემოგლობინი
ჰემოგლობინის ჟანგბადთან არამდგრადი, ადვილად მადისოცირებელი ნაერთი.
ოჯახის ექიმი
ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს
<< Previous  1 2