ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ნეფროპექსია
ცდომილი თირკმლის ოპერაციული მიმაგრება.
ნეფროპტოზი
თირკმლის დაშვება, დაწევა.
ნეფრორაგია
თირკმლიდან სისხლის დენა.
ნეფროსკლეროზი
თირკმლის გამკვრივება, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად თირკმლის შეჭმუხნა.
ნიკოლი-ფავრას დაავადება
ფილტრში გამავალი ვირუსით გამოწვეული მლიმფადენიტი. ხშირად ვრცელდება სქესობრივი გზით. დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება და დარბილება საზარდულის არეში ერთ ან ორივე მხარეზე.
ნიკრისის ქარი, პოდაგრა
გამოწვეულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ახასიათებს შარდმჟავა მარილების დალექვა სახსრებსა და ქსოვილებში, რაც იწვევს სამოძრაო აპარატის ფუნქციის პერიოდულ ან მყარ დარღვევას.
ნიმფომანია
ქალის ავადმყოფური სქესობრივი მოთხოვნილება.
ნისტაგმი
თვალის კაკლის უნებლიე, რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით-ქვვით მიმართულების ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
ნიქტალგია
ტკივილი, რომელიც ღამით - ძილში ვითარდება.
ნიქტოფობია
სიბნელის შიში. ხშირია ნევროზულ ბავშვებში.
ნიქტურია
შარდის გამოყოფა უმთავრესად ღამის საათებში - პათოლოგიური სიმპტომი. გვხვდება გულის უკმარისობის, თირკმლის დაავადებების (დიფუზიური ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ნეფროსკლეროზის, თირკმლის ტუბერკულოზის, ღვიძლის ციროზის, პიელიტის, დიაბეტის დროს.
ნოზენცეფალია
ნაყოფის ქალასა და ტვინის არასაკმარისი განვითარება.
ნოზოკომიური ინფექცია
სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია
ნოზოლოგია
მოძღვრება დაავადებათა შესახებ.
ნორმობლასტი
ბირთვიანი ერითროციტი, რომელიც ნორმალური ერითროციტის სიდიდისაა.
ნორმოციტი
ნორმალური სიდიდის უბირთვო ერითროციტი, ნორმალური ერითროციტი.
ნუბეკულა
რქოვანა გარსის მსუბუქი შემღვრევა.
ნუტრიენტები და/ან საკვები დანამატები
საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, შეუცვლელი ამინომჟავები და/ან აბების, კაფსულების, დრაჟეების, ფხვნილების ან სითხეების სახით დამზადებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მაკრო, მიკრო ელემენტებს ან საკვებ ნივთიერებებს, რომელთა განსაზღვრული რაოდენობა გამოიყენება დამატებითი სახით ჩვეულებრივ საკვებ რაციონთან ერთად
<< Previous  1 2