ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
მიოკარდიუმის ინფარქტი
გვირგვინოვანი არტერიის სისხლის მიმოქცევის მოშლისას (კორონარული თრომბოზის, ათეროსკლეროზისა და სპაზმის შედეგად) გულის კუნთში განვითარებული ნეკროზის კერა.
მიოკლონია
სხეულის ან კიდურების ამა თუ იმ კუნთის ან კუნთთა ჯგუფის უნებლიე, არარიტმული, ხანმოკლე კლონური შეკუმშვა. აღინიშნება როგორც მოძრაობის, ისე სიმშვიდის დროს, ძილში ქრება. გვხვდება ენცეფალიტისა და ეპილეფსიის დროს.
მიომა
კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
მიომალაცია
კუნთების, ჩვეულებრივ გულის კუნთის დარბილება.
მიომეტრიუმი
საშვილოსნოს კედლის კუნთოვანი შრე.
მიოპათია
კუნთების დაავადება.
მიოპია, სიბეცე, ახლომხედველობა
რეფრაქციის ანომალია, რომლის დროსაც პარალელურ სხივთა ფოკუსი მდებარეობს ბადურას წინ. ამ დროს გაძნელებულია შორს არსებული საგნების დანახვა შესაბამისი ჩაზნექილი შუშების გარეშე, რომლებიც ბროლის შუქმტეხ ძალას შეამცირებენ და ამით ფოკუსს გადასწევენ ბადურაზე.
მიოსპაზმი
კუნთების სპაზმური შეკუმშვა
მიოტონია
კუნთების ტონური კრუნჩხვა ან დროებითი რიგიდულობა.
მიტოზი
უჯრედის ბირთვის არაპირდაპირი დაყოფა, ცხოველთა და მცენარეთა უჯრედების გამრავლების ერთ-ერთი ხერხი.
მიქსედემა
მოზრდილი ადამიანის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანებით განპირობებული დაავადება. დამახასიათებელია ძირითადი ცვლის დაქვეითება, სხეულის წონის მომატება, კანქვეშა ქსოვილში წყლის შეკავების გამო, აგრეთვე მეტყველებისა და აზროვნების მოდუნება, სქესობრივი ფუნქციის მოშლა.
მიქსომა
კეთილთვისებიანი სიმსივნე, ახასიათებს ლორწოვანი ქსოვილისგან აგებული პარენქიმა და სისხლძარღვების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი სტრომა.
მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება
საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო- დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით
მკერდუკანა ჯირკვალი, თიმუსი
იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფოიდური ორგანო, რომელიც აკონტროლებს Т-ლიმფოციტების განვითარებას
მკერდუკანა ჯირკვალი, თიმუსი
იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფოიდური ორგანო, რომელიც აკონტროლებს Т-ლიმფოციტების განვითარებას
მოდული
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები
მომიჯნავე სპეციალობები
მედიცინის ერთ დარგში შემავალი საექიმო სპეციალობები, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული საქმიანობის ხასიათი გარკვეულწილად ესადაგება ერთმანეთს
მონორქიზმი
ცალმხრივი კრიპტორქიზმი.
მონოფობია
მარტო დარჩენის ავადმყოფური შიში. გვხვდება აკვიატებული მდგომარეობის შემთხვევაში.
მონოციტი
დიდი ერთბირთვიანი ლეიკოციტი; პროტოპლაზმა ბაზოფილურია, ნაცრისფერი გადაკრავს ანდა კვამლისფერია, ბირთვი სხვადასხვა ფორმისაა.
მოსკიტი
პატარა, წყვილფრთიანი სისხლმწოველი მწერი, რომლის კბენა მტკივნეულია. გადააქვს ლეიშმანიოზი.
მოსკიტური ციებ-ცხელება
ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მწვავე ვირუსული დაავადება. ადამიანზე გადადის მოსკიტის კბენით. კლინიკურად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (39,5-41,0) ძლიერი თავის ტკივილი, თვალების წვა, თვალის კაკლების ტკივილი, წელის, ქვედა კიდურების კუნთების ტკივილი და სხვ.
მოყინვა
დაბალი ტემპერატურის მოქმედებით ქსოვილთა დაზიანება.
მოციმციმე არიტმია
წინაგულთა და პარკუჭთა შორის რიტმის დარღვევა. სინუსური აგზნების საპასუხოდ წინაგულის ერთიანი შეკუმშვის ნაცვლად მისი კუნთის ცაკლეული ბოჭკოს ფიბრილაციის შედეგია. მეტწილად აღინიშნება მიტრალური სტენოზის, კორონაროსკლეროზის, კარდიოსკლეროზისა და თირეოტოქსიკოზის შემთხვევაში.
მუკოცელე
ჭიანაწლავის ლორწოვანი ცისტა.
მუნი, სკაბიესი
კანის პარაზიტული დაავადება, ახასიათებს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ნაკაწრები და სხვ.
მუტაგენური ნივთიერებები და პრეპარატები
საშიში ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ გენეტიკური სისტემის მოშლას
მუტაცია
ორგანიზმის რაიმე ნიშან-თვისების მკვეთრი, უეცარი ცვალებადობა, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა თაობებს.
მუტიზმი
მეტყველების სრული შეკავება. ავადმყოფი არ ლაპარაკობს, შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა. გვხვდება შიზოფრენიის კატატონიური ფორმის შემთხვევაში.
მუცინი
ლორწოს მთავარი შემადგენელი ნაწილი; გლუკოპროტეიდი, რომელსაც შეიცავს ნერწყვი, ლორწო, ლორწოვანი ქსოვილები და სხვ.
მუცლის ჭრა, კოლიკა, ჭვალი
მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ თან სდევს ღებინება, ოფლიანობა და სხვ. იგი სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია, განპირობებულია მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების კრუნჩხვით.
მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა
"სოციალური სიკვდილი", ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა
მყრალი სურდო
ცუდსუნიანი სურდო, ცხვირის ქრონიკული დაავადება. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანას და ნიჟარების მკვეთრი ატროფია. მთელი ცხვირის ღრუ დაფარულია მომწვანო ფერის ქერქებით, რომლებიც იხრწნება და გამოსცემს ცუდ სუნს. ყნოსვის დაკარგვის გამო ავადმყოფები ხშირად ცუდ სუნს ვერ გრძნობენ.
მშრალი პლევრიტი
პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება.
მცდარი სამედიცინო ქმედება
ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა
მწვავე ატროფიული სპინური ბავშვთა დამბლა, პოლიომიელიტი
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება, ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება. უფრო ხშირად ავადდებიან მცირეწლოვანი ბავშვები. გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. გამავრცელებელია ინფიცირებული ადამიანი. ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით ზურგის ტვინის წინა რქებსა და თავის ტვინის მამოძრავებელი ნერვების ბირთვებში. პროფილაქტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულად ჩატარებულ იმუნიზაციას.
<< Previous  1 2