ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ლიმფანგიექტაზია
ლიმფური ძარღვების გაგანიერება.
ლიმფანგიომა
კეთილთვისებიანი სიმსივნე, შედგება არასწორად განლაგებული და დახლართული ლიმფური ძარღვებისა და კაპილარებისაგან. იგი ლიმფური ძარღვების განვითარების მანკია.
ლიმფანგოიტი
ლიმფური ძარღვის ანთება.
ლიმფოგრანულომატოზი საზარდულის, ნიკოლი-ფავრას დაავადება
ფილტრში გამავალი ვირუსით გამოწვეული მლიმფადენიტი. ხშირად ვრცელდება სქესობრივი გზით. დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება და დარბილება საზარდულის არეში ერთ ან ორივე მხარეზე.
ლიმფოგრანულომატოზი, ჰოჯკინის დაავადება, ავთვისებიანი გრანულომა
ლიმფური სისტემის დაავადება, ავთვისებიანი გრანულომა. კლინიკურად დამახასიათებელია ლიმფური კვანძების სიმსივნური ზრდა, დასაწყისში ტალღისებრი ტემპერატურა, შემდგომ მუდმივი მაღალი ტემპერატურა, ქავილი და სხვ. კვანძების ჰისტომორფოლოგიურ სურათს, ლიმფოციტების, პლაზმოციტებისა და ეოზინოფილების გარდა, ახასიათებს ბერეზოვსკი-შტერნბერგის გიგანტური უჯრედების არსებობა.
ლიმფომა
ლიმფური ქსოვილის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე. იყოფა ორ ჯგუფად: გრანულომატოზურ (ლიმფოგრანულომატოზი) და არაგრანულომატოზურ (ლიმფორეტიკულოსარკომა) სიმსივნეებად.
ლიმფოსაკრომა
ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. აზიანებს ლიმფურ კვანძებს, ელენთას, ღვიძლს, ძვლის ტვინსა და ვისცერულ ორგანოებს.
ლიმფოციტები
ლიმფოიდური ქსოვილის ძირითადი უჯრედები, რომელთაც აქვთ ანტიგენების შეცნობის უნარი და მონაწილეობენ იმუნობიოლოგიური რეაქციების განხორციელებაში.
ლიოფილიზაცია
წინასწარ გაყინული ქსოვილის გამოშრობის მეთოდი.
ლიპაზა
ლიპოლიზური ფერმენტი, შლის ცხიმს გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად.
ლიპობლასტომა
ცხიმოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლიპომა, ლიპობლასტომა
ცხიმოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლისტერელოზი, ლისტერიოზი
ზოონოზური ბუნების ინფექციური დაავადება. ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიები აღწევს დაზიანებული ლორწოვანი გარსებიდან, კანიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ (2 კვირიდან 1 თვემდე) ვითარდება დაავადება, რომელსაც თან სდევს მაღალი ტემპერატურა, კონიუნქტივიტი, არცთუ იშვიათად ანგინა, მონოციტოზი, ხანდახან გამონაყარი.
ლისტერიოზი
ზოონოზური ბუნების ინფექციური დაავადება. ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიები აღწევს დაზიანებული ლორწოვანი გარსებიდან, კანიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ (2 კვირიდან 1 თვემდე) ვითარდება დაავადება, რომელსაც თან სდევს მაღალი ტემპერატურა, კონიუნქტივიტი, არცთუ იშვიათად ანგინა, მონოციტოზი, ხანდახან გამონაყარი.
ლიქენი, სირსველი
ქრონიკული ანთებითი დერმატოზი.
ლობექტომია
წილებისგან შედგენილი რომელიმე ორგანოს (ღვიძლის, ფილტვისა და სხვ.) წილის ამოკვეთა.
ლოგოპათია
მეტყველების სხვადასხვა სახის დარღვევა, ენაბლუობა.
ლოგოპედია
მეცნიერება მეტყველების სხვადასხვა ნაკლისა და მათი მკურნალობის შესახებ.
ლოგოპლეგია
დანაწევრებული მეტყველების უნარის სრული დაკარგვა.
ლოგორეა
გადაჭარბებული ლაპარაკი.
ლორდოზი
ხერხემლის მკვეთრი გაღუნულობა წინისკენ. გამოწვეულია მალების დაავადებით.
ლოქიები
საშვილოსნოს ღრუდან მშობიარობისშემდგომი გამონადენი.
ლუესი, ათაშანგი, სიფილისი
ქრონიკული ინფექციური, საშიში ვენერიული დაავადება. მისი გამომწვევია Treponema pallidum. შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილი ეწოდება სიფილისს, როცა ჯანმრთელ ადამიანს იგი ავადმყოფისგან გადაედება უშუალო კონტაქტით - უმეტესად სქესობრივი კავშირით და ნაწილობრივ სხვა გზებითაც (კოცნით, ძუძუს წოვებით, ავადმყოფის ნახმარი ნივთების გამოყენებით). ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 21-24 დღე - ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი ხილული სიმპტომის - მაგარი შანკრის განვითარებამდე.
ლუმბაგო, წელკავი
შეტევითი მწვავე ტკივილი წელის არეში.
ლუმბალგია
ხანგრძლივი, არაძლიერი ტკივილი წელის არეში.
ლუმბალური პუნქცია
სპინური ანესთეზიისათვის, თავისა და ზურგის ტვინის სითხის გამოსაკვლევად ან სამკურნალო მიზნით ხერხემლის არხში ნემსის შეყვანა.
ლუნატიზმი
ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს მექანიკურად (მაგ. დადის); ამ დროს ცნობიერება დაბინდულია. გამოღვიძებისას ადამიანს ან არაფერი ახსოვს, ან რჩება მოგონება ცუდად გატარებული ღამის შესახებ. უფრო ხშირად ასაკთან დაკავშირებით ქრება. წინათ ეგონათ, რომ მთვარის შუქი იწვევდა ასეთ მდგომარეობას.
<< Previous  1 2