ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
კვერცხსავალი, ფალოპის მილი (ლულა)
14-20სმ სიგრძის ცილინდრული ფორმის კუნთოვანი მილი, ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით, ატარებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს საკვერცხიდან საშვილოსნოსკენ.
კვინკეს შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანგიონევროზული, შემოფარგლული შეშუპება (ვაზომოტორული ინერვაციის მოშლის საფუძველზე).
კისერმრუდა, ტორტიკოლისი
კისრის დეფორმაცია, ახასიათებს თავის არასწორი მდებარეობა ერთ მხარეზე მოკლე მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გამო. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კისერმრუდობა კისრის მალების განვითარების მანკით არის გამოწვეული. კისერმრუდობის დროს ხშირია ასიმეტრიაც.
კიფოზი
ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილის გამრუდება უკან, კუზი.
კიფოსკოლიოზი
კიფოსთან შეთავსებული სკოლიოზი.
კლაუსტროფილია
ღია კარის შიში, აკვიატებული სურვილი კარების, ფანჯრების ჩაკეტვისა.
კლაუსტროფობია
დაკეტილი კარის აკვიატებული შიში.
კლეპტომანია
დაძლეველი, ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი, რაც გამოწვეულია ფსიქიკური დაავადებით.
კლიმაქსი
გარდამავალი პერიოდი მოწიფულობის ასაკიდან ხანდაზმულობისაკენ, როდესაც ქრება სასქესო ჯირკვლების მოქმედება (ჩვეულებრივ 40-50 წლის ასაკში). ვლინდება საკვერცხისა და საშვილოსნოს ფუნქციის მოშლისა და მენსტრუაციის შეწყვეტის სახით.
კლიმაქტერიუმი, კლიმაქსი
გარდამავალი პერიოდი მოწიფულობის ასაკიდან ხანდაზმულობისაკენ, როდესაც ქრება სასქესო ჯირკვლების მოქმედება (ჩვეულებრივ 40-50 წლის ასაკში). ვლინდება საკვერცხისა და საშვილოსნოს ფუნქციის მოშლისა და მენსტრუაციის შეწყვეტის სახით.
კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი)
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)
მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია
კონკრეტული კლინიკური მდგომარეობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან რეაბილიტაციის სქემა, რომელიც შემუშავებულია ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მონაცემების გამოყენებით
კლიტორი, სავნებო
ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ნაწილი: შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისაგან.
კლონი
უჯრედების ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა ერთი უჯრედის გამრავლების შედეგად, კლონში შემავალი ყველა უჯრედი გენეტიკურად იდენტურია.
კოაგულაცია, შედედება
კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი.
კოაგულოგრამა
სისხლის შედედებისა და შედედების საწინააღმდეგო სისტემების ლაბორატორიული კვლევის შედეგების ერთობლიობა.
კოიტუსი
შეუღლება - სქესობრივი აქტი.
კოლაგენოზები
დაავადებათა ჯგუფი (დიფუზიური სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი).
კოლატერალური
გვერდითი, არაძირითადი, იმავე მხარეზე მდებარე, თანამგზავრი, დამატებითი (მაგ. სისხლძარღვი, ნერვი).
კოლაფსი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე ნაკლოვანების შედეგად არტერიული წნევის სწრაფი დაცემა. კოლაფსის ნიშნებია ფერმკრთალობა, სუსტი და აჩქარებული პულსი, დაბალი წნევა, ზერელე და გაიშვიათებული სუნთქვა, ციანოზური ელფერი, ცივი ოფლი, კიდურების გაცივება, ტემპერატურის დაქვეითება, ზოგჯერ ცნობიერების დაბინდვა; ვითარდება ინტოქსიკაციის, მწვავე ინფექციური დაავადების, ჭარბი სისხლის დენისა და სხვ. დროს.
კოლიბაცილოზი
ნაწლავის ჩხირებით გამოწვეული დაავადება.
კოლიკა, მუცლის ჭრა, ჭვალი
მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ თან სდევს ღებინება, ოფლიანობა და სხვ. იგი სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია, განპირობებულია მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების კრუნჩხვით.
კოლიტი
მსხვილი ნაწლავის ანთება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული დაავადება.
კოლოსტომია
მსხვილი ნაწლავის რომელიმე მონაკვეთზე გარეგანი ფისტულის გაკეთება.
კოლპიტი
საშოს ანთება. იგივეა, რაც ვაგინიტი.
კოლპოპტოზი
საშოს დაწევა.
კომა, კომური მდგომარეობა
უგონო მდგომარეობა; იგი ღრმა ძილს მოგვაგონებს, დაერთვის გულის მუშაობის, სუნთქვის რიტმის, მგრძნობელობისა და რეფლექსების სხვადასხვა ინტენსივობისა და ხარისხის მოშლა, გარეგან გაღიზიანებაზე რეაქციის დაქვეითება ან მოსპობა. ვითარდება უეცრად ან თანდათანობით, წინ უძღვის პრეკომური მდგომარეობა.
კომბუსტია, დამწვრობა
ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაავადება, რომელსაც ადგილობრივი და ზოგადი გამოვლენა ახასიათებს.
კომისუროტომია
ნაწიბურების, შეხორცებების გაკვეთა.
კომოცია
ტვინის ტრავმული დაზიანება. ახასიათებს ცნობიერების დარღვევა, გულის რევა, ღებინება, თავის ტკივილი, მაჯისა და სუნთქვის შეცვლა.
კომპლემენტარული (ჰომეოპათიური, ანთროპოსოფიული, ჰომოტოქსიკოლოგიური)
ბუნებრივი (მინერალური, მცენარეული, ცხოველური)წარმოშობის ნივთიერებისგან ან ნივთიერებათა ჯამისგან დამზადებული საშუალება, რომლის მოქმედება და სტანდარტულობა არ არის დადასტურებული ობიექტური მტკიცებულებებით
კონგელაცია, მოყინვა
დაბალი ტემპერატურის მოქმედებით ქსოვილთა დაზიანება.
კონდილომა
კანის ეპითელური საფარის უჯრედებისა და მის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდის პროდუქტი.
კონვულსია
კიდურის ან მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვა.
კონიუნქტივა
თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა ზედაპირს და თვალის კაკლის წინა ნაწილს თეთრი გარსის მიდამოში.
კონიუნქტივიტი
თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება.
კონსტიპაცია, ყაბზობა
შეკრულობა
კონტაგიოზური
გადამდები
კონტრაქტურა
სახსრის მოძრაობის მეტ-ნაკლები შეზღუდვა უმთავრესად სახსარში ან მის ახლოს ნაწიბურის განვითარების შედეგად.
კონტრაცეფცია
ჩასახვის (ორსულობის) აცილება ხელოვნური საშუალებებით (პრეზერვატივით, ქიმიური ნივთიერებებით და სხვ.).
კონტუზია
1. ორგანიზმის საერთო დაშავება, შერყევა მისი გარეგანი საფარველის დაუზიანებლად; 2. რბილი ქსოვილების ადგილობრივი დახურული დაზიანება.
კონფაბულაცია
მეხსიერების თავისებური პათოლოგია, ცრუ მოგონება. არარსებული ამბის, როგორც განცდილის მოგონება, გვხვდება კორსაკოვის ფსიქოზისა და ორგანული ფსიქოზის დროს.
კოპროლითი
განავლისეული კონკრემენტი.
კოპროსტაზი
ძლიერი ყაბზობა; განავლის შეგუბება, რომელიც იწვევს ნაწლავთა გაუვალობის კლინიკურ სურათს.
კოჟრიანობა
უმთავრესად კანის რქოვანა შრის შემოფარგლული არის გამკვრივება.
კორონარიტი
სხვადასხვა დაავადების გართულების ან არტერიების სისტემური დაავადების შედეგად გვირგვინოვანი არტერიების ანთება.
კორონაროსკლეროზი
ათეროსკლეროზის შედეგად გულის გვირგვინოვანი არტერიების სკლეროზი.
კორტიზონი
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონი.
კორტიკოსტეროიდები
ჰორმონების ჯგუფი, რომელთაც გამოყოფს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრე. კორტიკოსტეროიდები იყოფა გლუკოკორტიკოიდებად და მინერალოკორტიკოიდებად.
<< Previous  13 Next >>