ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ირიდოციკლიტი
თვალის ფერადი გარსისა და წამწამოვანი სხეულის ანთება.
ირისი, ფერადი გარსი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა დისკოსებრი ნაწილი; მრგვალი ფირფიტა, რომლის ცენტრში გუგა მდებარეობს.
ირიტი
თვალის ფერადი გარსის ანთება.
ისტერია
ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური დაავადება; ახასიათებს მომატებული ემოციურობა (ტირილი, სიცილი), კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკისა და მგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლილობა. ისტერია ნევროზის ერთ-ერთი სახეა.
იქთიოზი
კანის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც კანი დაფარულია მაგარი ხორკლიანი ქერცლით.
იქტერუსი, სიყვითლე, ყვიცი
კანისა და ხილული ლორწოვანის ყვითლად შეფერვა სისხლის პლაზმაში ნაღვლის პიგმენტის - ბილირუბინის სიჭარბის შედეგად.
იშემია
სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის ადგილობრივი სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო (თრომბოზის, ემბოლიის, ენდარტერიიტის და სხვ. შედეგად).
იშურია
შარდის შეკავება, მოშარდვის შეუძლებლობა.
<< Previous  1 2