ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ექიმი სპეციალისტი
პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი
ექსკრეცია
ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული მავნე ან გამოუყენებელი პროდუქტების გამოყოფის პროცესი.
ექსპირაცია
ამოსუნთქვა
ექსპლანტაცია
ორგანიზმიდან განცალკევებით განსაკუთრებულ ნიადაგზე ქსოვილის გამოზრდის, განვითარების მეთოდი.
ექსუდაციური პლევრიტი
პლევრის ფურცლების ანთება, რომელსაც მოჰყვება პლევრის ღრუში ანთებითი სითხის (ექსუდატის) გამოჟონვა.
ექტოდერმა
მრავალუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელი, რომლისგანაც შემდეგ წარმოიქმნება კანის ეპითელიუმი, ნერვული სისტემა, გრძნობის ორგანოები და სხვ.
ექტოპია
განვითარების თანდაყოლილი ანომალიის შედეგად ორგანოების გადაადგილება.
<< Previous  1 2