ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
გინგივიტი
ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთება
გინეკოლოგია
მეცნიერება ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და მათი დარღვევების შესახებ
გინეკომასტია
მამაკაცის ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლის გადიდება, ჩვეულებრივ, ვითარდება სიჭაბუკის პერიოდში.
გლაუკომა
თვალის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნებია თვალშიგა წნევის მომატება და მხედველობის დაზიანება.
გლიკემია
ზოგიერთი დაავადების ან ავადმყოფური მდგომარეობის დროს შაქრის რაოდენობის კლება (ჰიპოგლიკემია) ან მომატება (ჰიპერგლიკემია).
გლიკოგენელიზი
გლიკოგენის დაშლა და გლუკოზად გარდაქმნა
გლიკოგენი
ცხოველური სახამებელი, ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი ადამიანსა და ცხოველებში; წარმოიქმნება სისხლის შაქრისაგან და მარაგის სახით გროვდება ღვიძლსა (3-5%) და კუნთებში (0,4-2%). საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმში ხდება მისი გარდაქმნა გლუკოზად და ამ სახით მოხმარება.
გლიკოზურია
შარდში შაქრის გამოყოფა. ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტის ნიშანია და დაკავშირებულია ჰიპერგლიკემიასთან (სისხლში შაქრის მომატება). ზოგჯერ ვითარდება შაქრისადმი თირკმლის ზღურბლის დაქვეითების შედეგად (თირკმლისმიერი გლიკოზურია). შეიძლოება აღმოაჩნდეს ჯანმრთელ ადამიანსაც ტკბილის ჭარბად მიღების ან ნერვული და ემოციური დაძაბვის დროს, მაგრამ მალე თავისით ქრება.
გლიკოლიზი
ნახშირწყლების (უმთავრესად გლუკოზის) ანაერობული ფერმენტული დაშლის პროცესი ცხოველურ ქსოვილებში, რომლის დროსაც ხდება ადენოზინტრიფოსფორმჟავას სინთეზი და წარმოიქმნება საბოლოო პროდუქტი - რძემჟავა.
გლიომა
ნევროგლიისგან წარმოქმნილი სიმსივნე
გლიცინი
უმრავლესი მცენარეული და ცხოველური ცილის შემადგენელი უმარტივესი ამინომჟავა, მონაწილეობს ცილების შენებასა და ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერების სინთეზში.
გლობულინი
მცენარეული და ცხოველური ცილების (პროტეინების) ზოგადი სახელწოდება. უმაღლესი ცხოველებისა და ადამიანის ციტოპლაზმის, სისხლის პლაზმისა და ლიმფის შემადგენელი ნაწილია და განსაზღვრავს მათ ბუფერულ ტევადობასა და ორგანიზმის იმუნურ თვისებებს.
გლობულინურია
გლობულინიანი შარდი, ალბუმინურიის დროს შარდში გლობულინური ფრაქციის არსებობა.
გლომერულონეფრიტი
თირკმლის გლომერულების (გორგლების) ანთება
გლოსიტი
ენის ანთება. შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგად. უმეტესად კი თან სდევს სხვადასხვა დაავადებას. მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად.
გლუკაგონი
ჰიპერგლიკემიური ფაქტორი, რომელსაც გამოჰყოფს სხვადასხვა ცხოველისა და ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულების უჯრედები. ააქტივებს ფერმენტ ფოსფორილაზას, რითაც ხელს უწყობს გლიკოგენის დაშლას და სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატებას.
გლუკოზა
ტკბილი გემოს მონოსაქარიდთა ჯგუფის ნახშირწყალი. მოიპოვება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში. ის ადვილად ასათვისებელი საკვები ნივთიერებაა. იზოტონური ხსნარი შეჰყავთ ვენასა ან სწორ ნაწლავში ორგანიზმის სითხით შესავსებად. ჰიპერტონული ხსნარი შეჰყავთ ვენაში, იგი მაღლა სწევს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, გულის მოქმედებას და სხვ.
გონიტი
მუხლის სახსრის ანთება. ვითარდება ტრავმის ან უფრო ხშირად სახსარში ინფექციის შეჭრის შედეგად.
გონოკოკემია
გონოკოკები სისხლში, ორგანიზმის ზოგადი გონოკოკური დაავადება, გონოკოკური სეფსისი. ვითარდება როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გონორეის შედეგად.
გონოკოკი
ცერცვის ფორმის უძრავი, უსპორო ჩირქმბადი ბაქტერია. ადამიანის სპეციფიკური პარაზიტი. იწვევს შარდ-სასქესო ორგანოებისა და თვალების ჩირქოვან ანთებას. ზოგჯერ აზიანებს სახსრებს, ჯირკვლებსა და ენდოკარდიუმს.
გონორეა, სუსუნატი
ინფექციური ვენერული დაავადება. გამომწვევია გონოკოკი, დაავადების წყაროა გონორეით დაავადებული ადამიანი. თითქმის მუდამ სქესობრივი გზით ვრცელდება. არასქესობრივი გზით იშვიათად ავადდებიან. ზოგჯერ დაავადება ავადმყოფი დედისგან მშობიარობისას გადაედება ნაყოფს. გონოკოკი შეიძლება მოხვდეს ნაყოფის თვალის ლორწოვან გარსზე და ბლენორეა გამოიწვიოს. შარდ-სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე მოხვედრილი გონოკოკები სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ ანთებას.
გრანულომა
ლოკალურად მაკროფაგების დაგროვება. დამახასიათებელია გიგანტური უჯრედების დაგროვებაც. აღინიშნება ქრონიკული ინფექციების, მაგალითად, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბრუცელოზის და სხვა დროს.
გრანულომა აშოფ-ტალალაევის
რევმატიზმის სპეციფიკური მორფოლოგიური გამოვლენა. მიოკარდიუმში პერივაზალურად განლაგებული, მომცრო ოდენობის, დანეკროზებული, ლიმფოციტებით გარშემოვლებული უბნები.
გრანულომატოზი
სხვადასხვა ეტიოლოგიისა და პათოგენეზის დაავადებანი, რომელთა მორფოლოგიური გამოვლენაა გრანულომების განვითარება სხვადასხვა ორგანოში.
გრანულოციტები
მარცვლოვანი ლეიკოციტები, სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა სპეციფიკურ მარცვლებს - გრანულებს შეიცავს. მარცვლების შეფერვის მიხედვით გრანულოციტებს ყოფენ ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. გრანულოციტებს ფაგოციტოზის უნარი აქვთ. შეუძლიათ ამებისებურად გადავიდნენ შემაერთებელ ქსოვილში და ანთებით პროცესში მიიღონ მონაწილეობა. წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში.
გრიპი
მეტად გავრცელებული, ძლიერი გადამდები ვირუსული დაავადება. ახასიათებს 12-48 საათიანი ინკუბაციური პერიოდი, 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა (39-40°C), მძიმე ზოგადი ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთება. იწყება მწვავედ, შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილით, კუნთებსა და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით, რასაც მოსდევს (1-2 დღის შემდეგ)სურდო და მშრალი ხველა. ვითარდება თვალის, ცხვირ-ხახის, სასულისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება.
გუგის რეფლექსი
გუგის შევიწროება სინათლის მოქმედებით.
გუგის უძრაობა
გუგის შემვიწროებელი კუნთის დამბლა.
გულის კუნთის ინფარქტი
გვირგვინოვანი არტერიის სისხლის მიმოქცევის მოშლისას (კორონარული თრომბოზის, ათეროსკლეროზისა და სპაზმის შედეგად) გულის კუნთში განვითარებული ნეკროზის კერა.
გულის პერანგი
დახშული პარკისებრი წარმონაქმნი გულის გარშემო, შემდება გარეთა ფიბროზული და შიგნითა სეროზული შრისაგან.
გუმა
ინფექციური გრანულომა, გვხვდება სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში სიფილისით დაავადების მესამე პერიოდში.
<< Previous  1 2