ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ბლეფაროტომია
თვალის ნაპრალის ოპერაციული გადიდება ქუთუთოს გარეთა შესართავის გაკვეთის გზით
ბლეფაროქალაზისი
ზედა ქუთუთოს გათხელებული და დანაოჭებული კანის პარკივით ჩამოკიდება ქუთუთოს კიდეზე.
ბოთრიოცეფალუსი
ადამიანისა და ზოგიერთი ხერხემლიანის ნაწლავის პარაზიტი ბრტყელი ჭია, რომლის სიგრძეა 10 მეტრი.
ბოტკინის დაავადება
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
ბოტულიზმი
მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება. იწვევს სპორებიანი ბაცილა - ანაერობული მიკროორგანიზმი და მისი ტოქსინი. აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. კარგად მრავლდება უჰაერო გარემოში. საინკუბაციო პერიოდი 2 საათიდან 10 დღემდეა. მოწამვლის ნიშნები 18-24 საათში ვლინდება. სიკვდილს იწვევს გულის ან სასუნთქი ცენტრის დამბლა.
ბრადიართრია
დაყოვნებული, ნელი მეტყველება ნათხემის დაავადებისას.
ბრადიკარდია
გულისცემის შენელება (წუთში 60-ზე ნაკლები). უმეტესად აღინიშნება გულის გამტარი სისტემის დაზიანების (გულის ბლოკადა), მოიკარდიუმის ინფარქტისა და გულის კუნთის ანთებითი (ინფექციური ან ტოქსიკური) დაავადების დროს.
ბრადიკინეზია
ნებელობითი მოძრაობების საერთო შენელება. თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვების დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია.
ბრადიპნოე
ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა.
ბრადიპრაქსია
მოქმედების შენელება - დაგვიანებული ან შენელებული ფსიქიკური მოქმედება.
ბრადიფრაზია
შენელებული ლაპარაკი. კორდინირებული, მაგრამ გაუმართავი მეტყველება.
ბრაქიალგია
შეტევითი, უფრო ხშირად მუდმივი, ყრუ ან მწვავე ნევრალგიური ტკივილი მხრის სახსრის, მხრის სარტყლის ან მხრის არეში.
ბრაქიგნათია
ქვედა ყბის განუვითარებლობა
ბრაქისკელია
ფეხმოკლეობა, სხეულის აგებულების ტიპი. ახასიათებს ძვლების არასაკმარისი განვითარება სიგრძეში.
ბრაქიტომია
ხელის მოკვეთა
ბრაქიცეფალია, თავმოკლეობა
თავის გასწვრივი დიამეტრის სუსტი განვითარება და შედარებით დიდი განივი ზომა
ბრინჯაოს დიაბეტი, პიგმენტური ციროზი, ჰემოქრომატოზი,
ორგანიზმში რკინის ცვლის მოშლით განპირობებული დაავადება. ახასიათებს კანის ინტენსიური შეფერვა რკინის შემცველი პიგმენტის ჰემოსიდერინის გაძლიერებული დაგროვების შედეგად. ხშირად გვხვდება ღვიძლის ჰიპერტროფიულ ციროზთან და გლუკოზურიასთან ერთად.
ბრონოსპაზმი
ბრონქის კუნთების სპაზმური შეკუმშვა
ბრონქიექტაზები
ბრონქების პათოლოგიური გაფართოება. მიმდინარეობს სხვადასხვა გართულებით, უმეტესად დაჩირქებით.
ბრონქიოლიტი
ბრონქიოლების ანთება
ბრონქიტი
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება
ბრონქოადენიტი
მსხვილი ბრონქების, სასულისა და შუასაყარის ლიმფური კვანძების (უმეტესად ტუბერკულიოზური წარმოშობის) ანთება.
ბრონქორეა
ხველა თხევადი ლორწოვანი მასის ამოხველებით
ბრონქოსკოპია
სასუნთქი გზების ღრმად მდებარე ნაწილების ბრონქოსკოპით დათვალიერება. იყენებენ ტრაქეიდან და ბრონქებიდან უცხო სხეულის ამოსაღებად.
ბრონქოსტენოზი
ბრონქის კუნთების ტონური კრუნჩხვა
ბრონქული ასთმა
ალერგიული ხასიათის დაავადება; წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული შეტევითი ქოშინი და ხუთვა. ძირითადი მიზეზია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა, ჩვეულებრივ უვნებელი ნივთიერებების - ალერგენების მიმართ.
ბრუქსიზმი
კბილების კრაჭუნი ძილში
ბრუცელოზი
ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადება. მიმდინარეობს ტალღისებური ციებ-ცხელებით. დამახასიათებელია ღვიძლისა და ელენთის გადიდება.
ბუასილი
სწორი ნაწლავისა და უკანა ტანის ქვედა ნაწილის ვენების გაგანიერება
ბულბიტი
სათესლე სადინარის ამპულური ნაწილის ანთება
ბულბური
მოგრძო ტვინთან დაკავშირებული
ბულიმია
ჭამისადმი ჭარბი მიდრეკილება, გაუმაძღრობა. შაქრიანი დიაბეტისა და ტვინის ზოგიერთი დაავადების ნიშანია.
ბურსიტი
სახსრის სინოვიური აბგის ანთება, რომელსაც იწვევს ტრავმა, ხშირი მექანიკური გაღიზიანება, ინფექცია და დიათეზი.
ბუშტუკოვანი ლიქენი, ჰერპესი
მწვავე, ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზი ბუშტუკოვანი გამონაყარით განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კანი გადადის ლორწოვან გარსში, უმეტესად ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე და სხვ. ხშირად თან სდევს ცხელებით მიმდინარე დაავადებებს (კრუპოზულ პნევმონიას, ეპიდემიურ ცერებრო-სპინურ მენინგიტს, გრიპს, ანგინას და სხვ.).
<< Previous  1 2