ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ადჰეზიური პლევრიტი
მშრალი პლევრიტის, უმეტესად კი ექსუდაციური პლევრიტის შემდგომი პლევრის ფურცლების შეხორცება.
ადჰესიური
შეხორცებითი - ორი შემხები სეროზული ზედაპირის შეხორცება, უმთავრესად ექსუდაციის დროს.
აერობები
მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობისთვის აუცილებელია ჰაერის თავისუფალი ჟანგბადი. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა მცენარე, ცხოველი და მიკროორგანიზმების უმრავლესობა.
აეროზოლი
ჰაერში შეწონილი უწვრილესი ნაწილაკები. აეროზოლს იყენებენ მედიცინაში ინჰალაციის საშუალებით ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების შესაყვანად, აგრეთვე სადეზინფექციოდ.
აეროფაგია
ჰაერის ყლაპვა, იწვევს აირების დაგროვებას კუჭში
აეროფობია
ჰაერის, გამჭოლი ქარისა და სხვ. აკვიატებული შიში.
ავთვისებიანი ანემია
იწვევს ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ ანემიის მიზეზია კუჭში გასტრომუკოპროტეინის გამომუშავების დარღვევა, რის გამოც B12 ვიტამინი არ იწოვება ნაწლავებში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინი
ავთვისებიანი გრანულომა
ლიმფური სისტემის დაავადება, ავთვისებიანი გრანულომა. კლინიკურად დამახასიათებელია ლიმფური კვანძების სიმსივნური ზრდა, დასაწყისში ტალღისებრი ტემპერატურა, შემდგომ მუდმივი მაღალი ტემპერატურა, ქავილი და სხვ. კვანძების ჰისტომორფოლოგიურ სურათს, ლიმფოციტების, პლაზმოციტებისა და ეოზინოფილების გარდა, ახასიათებს ბერეზოვსკი-შტერნბერგის გიგანტური უჯრედების არსებობა.
ავთვისებიანი კარბუნკული, ჯილეხი, ციმბირის წყლული
შინაურ ცხოველთა მწვავე ინფექციური დაავადება. ადამიანი ავადდება კანის ფორმით, ავთვისებიანი შეშუპებით, უფრო იშვიათად კი - ფილტვების ან ნაწლავის ფორმით.
ავირულენტური
არაშხამიანი, ავადმყოფობის არაგამომწვევი.
ავიტამინოზი
ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია საკვებში სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების (ვიტამინების) უკმარისობით. ვითარდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღების შედეგად. შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნაწლავებში მონელება-შეწოვის პროცესების დარღვევამ ან ნივთიერებათა ცვლის მოშლამ.
ავტოალერგია
საკუთარი ქსოვილოვანი კომპონენტების - ავტოალერგენებისადმი განვითარებული ალერგია.
ავტოვაქცინა
ავადმყოფის მიერ გამოყოფილ პათოგენურ მიკრობთაგან მომზადებული ვაქცინა მისივე სამკურნალოდ.
ავტოიმუნიზაცია
ორგანიზმის სენშეუვალობა მასში არსებული ან მისგანვე გამოყოფილი პროდუქტების გავლენით
ავტოინოკულაცია
დაავადების გადატანა ორგანიზმის ერთი ადგილიდან მეორეზე კონტაქტით ან მეტასტაზით
ავტოინტოქსიკაცია
ორგანიზმის მოწამვლა მასშივე დაგროვილი შხამებით
ავტოინფექცია
ორგანიზმის დაავადება თავისივე მიკრობებით, რომლებიც ასენიანებენ ორგანიზმს მისი რეზისტენტობის დაქვეითებისას.
ავტოკლავი
ჰერმეტულად დახურული ლითონის ჭურჭელი, რომელშიც წყლის ორთქლს აცხელებენ მაღალი წნევის პირობებში
ავტოლიზი
ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ამ ქსოვილებში არსებული ფერმენტების ზემოქმედებით
ავტომატიზმი
ქსოვილის ან უჯრედის გაღიზიანებისგან დამოუკიდებელი, არანებისმიერი მოქმედება. განპირობებულია თვით ქსოვილში ან უჯრედში მიმდინარე პროცესებით.
ავტომონოსექსუალიზმი
გაუკუღმართებული სქესობრივი სწრაფვა მხოლოდ საკუთარი სხეულისადმი
ავტონომია პაციენტის
პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი
ავტოპლასტიკა
დეფექტის აღდგენა გადანერგილი ქსოვილით, რომელიც აღებულია პაციენტის სხეულის სხვა არიდან.
ავტოსეროთერაპია
საკუთარი სისხლის შრატის ან პლევრის ექსუდატის კანქვეშ შეშხაპუნებით მკურნალობა.
ავტოსუგესტია
თვითშთაგონება
ავტოტრანსფუზია
საკუთარი სისხლის გადასხმა
ავტოფაგია, თვითკვება
სხეულის მიერ საკუთარი ცხიმებისა და ქსოვილების შთანთქმა ორგანიზმის ხანგრძლივი შიმშილობის დროს.
ავტოფაგიზმი
მაკროფაგების მიერ სიმსივნის ცალკეული უჯრედის შიგაუჯრედული მონელება.
ავტოფილია
თვითშეყვარებული
ავტოფსია
გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის გამოსარკვევად
ავტოჰემოთერაპია
საკუთარი სისხლის გადასხმით მკურნალობა
ავტოჰიპნოზი
სხვის დაუხმარებლად საკუთარი თავის ჰიპნოზი
აზბესტოზი
აზბესტის მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით გამოწვეული პნევმოკონიოზი
აზოოსპერმია
სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების უქონლობა
აზოტემია
სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობის მომატება
აზოტურია
აზოტოვან ნივთიერებათა გაძლიერებული გამოყოფა შარდში
ათაშანგი, სიფილისი, ლუესი
ქრონიკული ინფექციური, საშიში ვენერიული დაავადება. მისი გამომწვევია Treponema pallidum. შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილი ეწოდება სიფილისს, როცა ჯანმრთელ ადამიანს იგი ავადმყოფისგან გადაედება უშუალო კონტაქტით - უმეტესად სქესობრივი კავშირით და ნაწილობრივ სხვა გზებითაც (კოცნით, ძუძუს წოვებით, ავადმყოფის ნახმარი ნივთების გამოყენებით). ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 21-24 დღე - ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი ხილული სიმპტომის - მაგარი შანკრის განვითარებამდე.
ათერომა
კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი. ვითარდება კანისა ან კანქვეშა ქსოვილში ქონის ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად.
ათერომატოზი
ქოლესტერინის კრისტალებისა და კირის მარილების შემცველი ცხიმოვანი მასის დაგროვება.
ათეტიოზი
უნებლიე მოძრაობის თავისებური ფორმა: ნელი, ერთი კუნთიდან მეორეზე გარდამავალი კრუნჩხვა.
ათირეოზისი
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება ან სრული უქონლობა
ათრეფსია
ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა კვების მოშლის მძიმე ფორმა
აივ
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
აივ ინფექცია
ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ტერმინით "შიდსი" აღინიშნება აივ ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების კლინიკური ნიშნები. აივ ინფექცია /შიდსი თავისი გავრცელების ხასიათით, მიმდინარეობით და შედეგებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვს განეკუთვნება.
აიქმოფობია
წვეტიანი და მჭრელი საგნების აკვიატებული შიში
აკანთოზი
ეპიდერმისის დაავადება, წვეტიან უჯრედთა შრის ზრდის ანომალია.
აკინეზია
მოძრაობის შეუძლებლობა
აკმე
ავადმყოფობის განვითარების, ტემპერატურული მრუდის და სხვ. კულმინაციური, უმაღლესი მწვერვალი
აკნე
ქონის ჯირკვლის ანთებით გამოწვეული კანის კვანძოვანი გამონაყარი
აკომოდაცია
შეგუება - 1. თვალის შეგუება სხვადასხვა მანძილისადმი; 2. ქსოვილის ან ორგანოს შეგუება ახალ პირობებთან.
<< Previous  13  4  5  6 Next >>