ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
აუდიფონი
ხმის გამაძლიერებელი სასმენი აპარატი სმენადაქვეითებულებისათვის. შედგება მემბრანისაგან, ელექტრული ბატარეისა და მიკროფონისაგან.
აურა
ცნობიერების მოულოდნელი, წუთიერი დახშობა შემდგომი ამნეზიით. ხშირად წინ უძღვის ეპილეფსიურ გულყრას. გრძელდება რამდენიმე წამს. ახასიათებს უსიამოვნო შეგრძნება, თავბრუ, გულისრევა, ოფლიანობა, სწრაფი უნებლიე მოძრაობები, ზოგჯერ მსუბუქი ქროლის შეგრძნება, რომელიც ტანიდან თავისკენაა მიმართული.
აურიპუნქტურა
დაფის აპკის გახვრეტა
აუსკულტაცია
შინაგანი ორგანოების გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოქმნილი ხმიანობის მოსმენით. ორგანოს მოსმენა შეიძლება უშუალოდ ყურით ან სპეციალური ხელსაწყოების - სტეთოსკოპისა და ფონენდოსკოპის საშუალებით.
აუტიზმი
აზრის ავადმყოფური კონცენტრაცია საკუთარ თავზე; ავადმყოფი მოწყვეტილია გარემოს, ცხოვრობს მის მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში.
აფაგია
ყლაპვის უნარის მოშლა
აფაზია
მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლა, რაც თავის ტვინის ორგანული დაზიანების მაჩვენებელია. ავადმყოფს დაკარგული აქვს სიტყვებისა და ფრაზების საშუალებით თავისი აზრის გამოთქმის უნარი.
აფერენტული
ცენტრისკენული, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიმართული.
აფექტი
ხანმოკლე და ძლიერი სულიერი მღელვარება, რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო საქციელი. აფექტს ყოველთვის თან სდევს გარკვეული ვეგეტატიური მოვლენები: სისხლის წნევის მომატება, გულისცემის აჩქარება, სახის გაწითლება ან გაფითრება, კანკალი, ოფლიანობა და სხვ.
აფთები
მტკივნეული, ზედაპირული, წვრილი პატარა მოყვითალო წყლულები პირის ღრუს, იშვიათად საშოს ლორწოვან გარსზე. ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქულის, გრიპის, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადებების) გართულებაა.
აფთონგია
სიტყვების წარმოთქმის შეუძლებლობა.
აფიბრინოგენემია
ფიბრინოგენის სრული უქონლობა სისხლში.
აფონია
მეტყველების უნარის დაკარგვა ან ჩურჩულით ლაპარაკი (უხმობა) ხორხის დაავადების ან ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად.
აფროდიზია
სქესობრივი გრძნობის ავადმყოფური გამძაფრება.
აქალაზია
ბუნებრივი ვისცერული ხვრელების (საყლაპავ-კუჭის, გასავლის, პილორუსის და სხვ.) მოდუნების შეუძლებლობა ან გაძნელება; განპირობებულია ნერვულ-კუნთური მექანიზმის ფუნქციის დარღვევით.
აქილევსის რეფლექსი
აქილევსის მყესზე ჩაქუჩის დარტყმის საპასუხოდ წვივის სამთავა კუნთის შეკუმშვა და ტერფის ტერფისძირისმხრივი მოხრა.
აქილია
კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტ პეფსინის უქონლობა. შეიძლება განვითარდეს ყველა იმ დაავადების შედეგად (ანთებითი პროცესი კუჭში, კუჭის სიმსივნე და ა.შ.), რომელიც კუჭის ჯირკვლების ატროფიას იწვევს, ან იყოს სხვა რაიმე დაავადების (ტუბერკულოზის, სიფილისის, მალარიის, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებისა და სხვ.) ერთ-ერთი ნიშანი.
აქილოტომია
აქილევსის მყესის გადაჭრა.
აქირია, უხელობა
ხელების თანდაყოლილი უქონლობა.
აქოლია
თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გადასვლის შეწყვეტა; უმეტესად სანაღვლე გზების დაავადების (ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა) სიმპტომია. ღვიძლში შეგუბებული ნაღველი ხვდება სისხლში და წამლავს ორგანიზმს. აქოლიას ახასიათებს სიყვითლე, უფერული, თიხისებრი განავალი, მუქი შარდი, ქავილი.
აქრესტიული ანემია
ჰიპერქრომული ანემია; ძვლის ტვინს დაკარგული აქვს სისხლწარმომქმნელი ფაქტორების, B12 ვიტამინის, ფოლიუმმჟავას გამოყენების უნარი. მიმდინარეობს რემისიების გარეშე
აქრომატოზი, აქრომია
საფარველ ქსოვილებში პიგმენტის ყოველგვარი ნაკლებობა.
აქრომატოფსია
ფერების მიმართ სრული სიბრმავე.
აქრომია
საფარველ ქსოვილებში პიგმენტის ყოველგვარი ნაკლებობა.
აქსელერაცია
1. განვითარების პროცესთა თანმიმდევრობის ონტოგენეზური დაჩქარება; 2. ბავშვის უფრო სწრაფი სომატური ზრდა, გონებრივი განვითარება და ფიზიოლოგიური მომწიფება.
აქტინოთერაპია
მკურნალობა სხივური ენერგიით: რენტგენის, მზის, რადიუმის სხივებით.
აქტინომეტრი
ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მზის რადიაციას, სხივურ ენერგიას.
აქტინომიკოზი
სხივისებრი სოკო - აქტინომიცეტით გამოწვეული დაავადება. დასენიანება უმთავრესად ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გზით. აქტინომიცეტი პირის ღრუდან ხვდება კუჭ-ნაწლავში, ფილტვებში, ღვიძლში, კანში, ძვალსა და სხვა ნებისმიერ ორგანოში, სადაც წარმოიქმნება კვანძები - გრანულომები. დაზიანებული ორგანო ჯერ მკვრივდება, შემდეგ კი ჩირქდება. ჩირქი სოკოსთან ერთად გადადის სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში უშუალო კონტაქტით ან ლიმფისა და სისხლის ნაკადით.
აშნერის ფენომენი
თვალის კაკალზე ხელის დაჭერას 2-5 წამის შემდეგ მოსდევს მაჯის გაიშვიათება და არტერიული წნევის დაქვეითება. ნორმაში მაჯა იშვიათდება 4-6 დარტყმით წუთში. რეფლექსი დადებითია, თუ მაჯა გაიშვიათდა 12 და მეტი დარტყმით წუთში. დადებითი რეფლექსი მიუთითებს ცდომილი ნერვის ტონუსის მომატებაზე. ბავშვებისთვის ეს რეფლექსი ფიზიოლოგიურია.
აშოფ-ტალალაევის გრანულომა
რევმატიზმის სპეციფიკური მორფოლოგიური გამოვლენა. მიოკარდიუმში პერივაზალურად განლაგებული, მომცრო ოდენობის, დანეკროზებული, ლიმფოციტებით გარშემოვლებული უბნები.
აცეტონურია
აცეტონის შარდში გამოყოფა.
აცეფალოპოდია
უთავო და უკიდურებო ნაყოფი
აცეფალუსი
უთავო ნაყოფი
აციდოზი
ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისკენ.
აციდოფილია
მჟავა საღებავებით შეღებვისადმი მიდრეკილება.
ახლომხედველობა
რეფრაქციის ანომალია, რომლის დროსაც პარალელურ სხივთა ფოკუსი მდებარეობს ბადურას წინ. ამ დროს გაძნელებულია შორს არსებული საგნების დანახვა შესაბამისი ჩაზნექილი შუშების გარეშე, რომლებიც ბროლის შუქმტეხ ძალას შეამცირებენ და ამით ფოკუსს გადასწევენ ბადურაზე.
<< Previous  1  2  3  4  5 6