ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
სუბკორტიკული
ქერქქვეშა, თავის ტვინის ქერქის ქვეშ მდებარე.
სუბოქციპიტური
კეფქვეშა, კეფის ქვეშ მდებარე.
სუბფებრილური
მცირედ მომატებული ტემპერატურა, სუბფებრილური ტემპერატურა, როცა იღლიის ფოსოში ტემპერატურა 37,1-38 გრადუსია.
სუგესტია, შთაგონება
მკურნალობის მეთოდი, ექიმის გარკვეული ფსიქიკური ზემოქმედება ავადმყოფსა ან ავადმყოფთა ჯგუფზე.
სუიციდური
თვითმომაკვდინებელი.
სუპერინფექცია
განმეორებითი ინფექცია - ახალი, განმეორებითი დასენიანება იმავე მიკროორგანიზმებით, როცა პირველადი ინფექცია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
სუპინაცია
ზევით აღმართვა, ხელის ზევით მოქცევა, მაგ. მტევნის ზემოთკენ ტრიალი.
სუპოზიტორიუმი, სანთელი
სხეულის ღრუში, უკანა ტანსა ან ქალის სასქესო ორგანოში შესაყვანი სამკურნალო სანთელი.
სუპრავაგინური
საშოსზედა, მაგ. amputatio uteri supravaginalis (საშვილოსნოს საშოსზედა ამოკვეთა).
სუპურაცია
1. ჩირქოვანი ანთება, დაჩირქება; 2. ჩირქის დენა.
სურავანდი, სკორბუტი
საკვებში C ვიტამინის ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადება. ვნილდება სისხლის დენის, ღრძილების გაფაშრების, კბილების მორყევისა და ჩამოცვენის სახით. ვითარდება სისხლის ჩაქცევები კანში, სახსრებში.
სურდიტასი, სიყრუე
სიყრუე - სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა.
სუსპენზორიუმი
ჩამოკიდებული ნახვევი ტომრის სახით, მაგ. სათესლე პარკისთვის ან ბანდის ნახვევი სარძევე ჯირკვლისთვის (მასში ანთებითი პროცესის დროს).
სუსუნატი, გონორეა
ინფექციური ვენერული დაავადება. გამომწვევია გონოკოკი, დაავადების წყაროა გონორეით დაავადებული ადამიანი. თითქმის მუდამ სქესობრივი გზით ვრცელდება. არასქესობრივი გზით იშვიათად ავადდებიან. ზოგჯერ დაავადება ავადმყოფი დედისგან მშობიარობისას გადაედება ნაყოფს. გონოკოკი შეიძლება მოხვდეს ნაყოფის თვალის ლორწოვან გარსზე და ბლენორეა გამოიწვიოს. შარდ-სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე მოხვედრილი გონოკოკები სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ ანთებას.
სფიგმოგრაფია
პულსის გრაფიკული ჩაწერა.
სფინქტერი
რგოლისებრი კუნთი, რომელიც იკუმშება და ამით ახშობს ან ავიწროებს რომელიმე გარეთა ნახვრეტს ან მილისებრი ღრუ ორგანოს გასასვლელს (მაგ. სწორი ნაწლავის სფინქტერი).
<< Previous  1  2  3  4 5