ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ართრორიზი
სახსრის მოძრაობის ხელოვნური შეზღუდვა სახსარგარე ძვლოვანი ტრანსპლანტატით.
ართროტომია
სახსრის ოპერაციული გაკვეთა.
არითმომანია
საგანთა დათვლის აკვიატებული სურვილი.
არიტმია
გულის მოქმედების ნორმალური რიტმის დარღვევა.
არიტმია მოციმციმე
წინაგულთა და პარკუჭთა შორის რიტმის დარღვევა. სინუსური აგზნების საპასუხოდ წინაგულის ერთიანი შეკუმშვის ნაცვლად მისი კუნთის ცაკლეული ბოჭკოს ფიბრილაციის შედეგია. მეტწილად აღინიშნება მიტრალური სტენოზის, კორონაროსკლეროზის, კარდიოსკლეროზისა და თირეოტოქსიკოზის შემთხვევაში.
არტერია
სისხლძარღვი, რომელიც გულიდან სისხლს აწვდის ყველა ორგანოსა და ქსოვილს. არტერიებს განეკუთვნება ფილტვის ღერო (ფილტვის არტერია), აორტა და ყველა მათი განშტოება.
არტერიექტაზია
არტერიის გაგანიერება
არტერიიტი
არტერიის ანთება. მწვავე არტერიიტი ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების (ტიფის, სეფსისის, გრიპის, ხუნაგის, ქუნთრუშისა და სხვ.) შედეგად.
არტერიოლა
უმცირესი არტერია, არტერიის ბოლო დანატოტი, რომელიც გადადის კაპილარში. არტერიოლის კედელი, კაპილარისგან განსხვავებით, შედგება გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისაგან.
არტერიოლონეკროზი
არტერიოლების ნეკროზი
არტერიოლოსკლეროზი
უმცირესი არტერიების კედლების გამკვრივება და გასქელება.
არტერიომა
არტერიული სიმსივნე
არტერიოსკლეროზი
არტერიის კედლის გამკვრივება-გასქელება. ვითარდება სხვადასხვა ქრონიკული პროცესის (ათეროსკლეროზის, ანთების, ინფექციის, ინტოქსიკაციის და სხვ.) შედეგად. სისხლძარღვის კედელი კარგავს ელასტიურობას, მისი სანათური ვიწროვდება ან ფართოვდება, რასაც ქსოვილის სისხლით მომარაგების მოშლა მოსდევს.
არტერიოტომია
არტერიის გაკვეთა
არტიკულაცია
1. სახსარი - ჩონჩხის ძვლების შესახსრება; 2. სამეტყველო ორგანოების მოქმედება ან მდგომარეობა ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისას; 3. მეტყველების დანაწევრებულობა.
ასეპტიკა
ჭრილობის ინფექციებთან ბრძოლა. ჭრილობაში მიკრობების მოხვედრის ასაცილებელ საშუალებათა ერთობლიობა, გულისხმობს უშუალოდ ოპერაციისთვის საჭირო იარაღებისა და საგნების სტერილიზაციას.
ასექსუალურობა
სქესობრივი გრძნობის უქონლობა.
ასთენია
ავადმყოფური მდგომარეობა, ახასიათებს საერთო სისუსტე, მოდუნება, მოქანცულობა, თავშეუკავებლობა, მოუთმენლობა, უძილობა, გუნება-განწყობილების, მეხსიერებისა და ფსიქოლოგიური აქტივობის დაქვეითება.
ასთენოპია
მხედველობის სისუსტე - თვალის კუნთების სწრაფი დაღლა საგნების ახლო ყურების დროს.
ასთენოსპერმია
სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის შესუსტება-შენელება.
ასთმა
შეტევითი ქოშინი, სულის ხუთვა.
ასთმა ბრონქული
ალერგიული ხასიათის დაავადება; წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული შეტევითი ქოშინი და ხუთვა. ძირითადი მიზეზია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა, ჩვეულებრივ უვნებელი ნივთიერებების - ალერგენების მიმართ.
ასთმა კარდიული, ასთმა გულის
გულის ასთმა, მკვეთრად გამოხატული ქოშინის შეტევა (ხუთვა), რაც დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობასთან. შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის მანკის, ქრონიკული ნეფრიტის და სხვ. დროს.
ასიმილაცია
ყველა ცოცხალის დამახასიათებელი პროცესი - გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისგან ორგანიზმის შემადგენელ რთულ ნივთიერებათა შექმნა.
ასინერგია
რთული მოძრაობითი აქტის მოშლა მარტივი მოძრაობების რთულ მოძრაობაში გაერთიანების უნარის დაკარგვის გამო.
ასისტოლია
გულის ყველა ნაწილის ან ერთ-ერთი მათგანის მოქმედების სრული შეწყვეტა და ბიოელექტრული აქტივობის ნიშნების გაქრობა.
ასკარიდოზი
მრგვალი ჭიით - ასკარიდით გამოწვეული დაავადება. ასკარიდოზით დაავადებული ადამიანი განავალთან ერთად გამოყოფს ასკარიდის კვერცხებს. დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ნერწყვის გაძლიერებული დენა, შეკრულობა ან ფაღარათი, ანემია და სხვ.
ასპერგილოზი
ადამიანისა და ფრინველის დაავადება, რომელსაც იწვევს ობის სოკო. აზიანებს კანს, ლორწოვან გარსს, უმეტესად ბრონქებსა და ფილტვებს.
ასპირატორი
ხელსაწყო, რომლითაც სხეულის ღრუებიდან ამოსრუტავენ სითხეს, მაგ. ჩირქს.
ასპირაცია
1. ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში სითხის, საჭმლის ნაწილაკის და სხვ. მოხვედრა; 2. სხეულის ღრუდან ან ორგანოდან შპრიცით ან სხვა სპეციალური ხელსაწყოთი ექსუდატის, ჩირქის, ჰაერის ამოქაჩვა.
ასტაზია
დგომის შეუძლებლობა, თუმცა კიდურებში მოძრაობის უნარი შენარჩუნებულია.
ასტიგმატიზმი
თვალის შუქმტეხი აპარატის ნაკლოვანება. გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით. საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც თვალის ბადურაზე არ მიიღება წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება და ავადმყოფი გარკვევით ვერ ხედავს საგანს.
ასტროციტომა
ნევროგლიისგან წარმოქმნილი სიმსივნე, რომლის შემადგენელი სიმსივნური ელემენტებია ასტროციტები.
ასფიქსია
სუნთქვის შეჩერება, გაგუდვა, რომელსაც იწვევს სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ნახშირორჟანგის დაგროვება.
ასციტი
მუცლის წყალმანკი, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. ვითარდება გულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებათა, ტუბერკულოზური პერიტონიტის, ნაწლავთა გაუვალობის, შიმშილით გამოწვეული შეშუპების, კარის ან ღვიძლის ვენებზე სიმსივნის დაწოლის, თრომბოზისა და სხვ. შედეგად.
ატავიზმი
ორგანიზმში შორეულ წინაპართათვის დამახასიათებელი ნიშნების გამოჩენა, მაგ. ადამიანისთვის კუდისებრი დანამატი.
ატარაქსია
სულის აღუშფოთველობა, სულიერი სიმშვიდე.
ატაქსია
ნებისმიერ მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა. ვლინდება როგორც მოძრაობის, ისე დგომის დროს, განარჩევენ სენსიტიურ, ნათხემისეულ და ლაბირინთულ ატაქსიას.
ატელექტაზი
ფილტვის ქსოვილის დაჩუტვა. ვითარდება ბრონქების დახშობის, მათზე სიმსივნის ან პლევრის ღრუში გამონაჟონი ექსუდატის ზეწოლის, ფილტვების ანთების და. სხვ. შედეგად.
ატელომიელია
ზურგის ტვინის ნაწილობრივი ან სრული განუვითარებლობა.
ატონია, მოდუნებულობა
ჩონჩხის კუნთებსა და შინაგან ორგანოებში (კუჭში, ნაწლავებში, საშვილოსნოში) ბუნებრივი დაჭიმულობის, ელასტიურობისა და შეკუმშვის უნარის შესუსტება.
ატრეზია
ორგანიზმის ბუნებრივი ხვრელის (უკანა ტანის, საშოს) უქონლობა ან შეზრდა.
ატრიოვენტრიკულური ხვრელი
წინაგულ-პარკუჭის ხვრელი
ატრიქია
უთმობა, თმის თანდაყოლილი ან შეძენილი უქონლობა.
ატრიქოზი, ატრიქია
უთმობა, თმის თანდაყოლილი ან შეძენილი უქონლობა.
ატროფია
რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის დაპატარავება (ზოგჯერ განლევა) კვების დარღვევის გამო. პატარავდება და რიცხობრივად კლებულობს ის უჯრედები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანოს ფუნქციას, ხოლო უჯრედებს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილი ხშირად, პირიქით, მრავლდება.
ატროფოდერმია
კანის ელემენტების შემცირება კანის ატროფიის გამო.
აუდიოგრამა
სმენის სიმახვილის ინდივიდუალური ვარიაციების გრაფიკული ჩანაწერი.
აუდიოლოგია
მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სმენას, სმენის დაქვეითებისა და სიყრუის გამომწვევ მიზეზებს, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რაციონალურ მეთოდებს (ყურის ქირურგია, პროთეზირება და სხვ.).
აუდიომეტრია
სმენის სიმახვილის გაზომვა. საფუძვლად უდევს იმ უმცირესი ძალის ბგერის განსაზღვრა, რომელსაც აღიქვამს ადამიანი.
<< Previous  1  2  3  46 Next >>