ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ანოქსემია
ჟანგბადის უქონლობა სისხლში. ჭეშმარიტი ანოქსემია ძალიან იშვიათია და სიკვდილს იწვევს.
ანოქსია
უჟანგბადობა ქსოვილებში.
ანტიბიოტიკები
ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებსაც მიკროორგანიზმები წარმოქმნიან. აფერხებენ ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების, აგრეთვე ვირუსებისა და უჯრედების ზრდას; მათ უმრავლესობას მიკრობების მოსპობაც შეუძლია.
ანტიგენი
მაღალმოლეკულური კოლოიდური ნაერთები, უმთავრესად მცენარეული, ბაქტერიული ან ცხოველური ცილები. კანქვეშ, კუნთებში ან სისხლში მათი შეყვანის შემდეგ ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები. ანტიგენს აქვს წარმოქმნილ ანტისხეულებთან სპეციფიკურ რეაქციაში შესვლის უნარი. ანტიგენური თვისებები ახასიათებს აგრეთვე გველის, მორიელის, ფუტკრის, ზოგიერთი ობობის შხამს.
ანტიდოტები
შხამსაწინააღმდეგო ნივთიერებები, რომლებსაც ხმარობენ შხამით მოწამვლის დროს.
ანტიკოაგულანტები
სისხლის შედედების შემფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებები.
ანტიპერისტალტიკა
შებრუნებული პერისტალტიკა; კუჭისა და ნაწლავების კედლების შეკუმშვა ჩვეულებრივის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ანტირაბიული
ცოფსაწინააღმდეგო საშუალებები.
ანტისეპტიკა
ჭრილობაში შეღწეულ ან მის გარე ინფექციასთან ბრძოლა სხვადასხვა ქიმიური საშუალებით.
ანტისხეულები
იმუნოგლობულინური ბუნების პროტეინები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის პასუხად და რომელთაც ამ ანტიგენთან შეერთების სპეციფიკური უნარი გააჩნიათ. ანტისხეულების პროდუქციას ახდენენ B ლიმფოციტები და პლაზმური უჯრედები.
ანტიტოქსინები
ორგანიზმის იმუნური ანტისხეულები, რომლებიც უვნებელყოფენ მხოლოდ შესატყვის ტოქსინებს (შხამებს). ანტიტოქსინი ორგანიზმში გამომუშავდება ტოქსიკური ინფექციის (დიფთერია, ტეტანუსი და სხვ.) გადატანის ან ინფექციის საწინააღმდეგო აცრის შედეგად.
ანურია
თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა. გვხვდება თირკმლის მძიმე დაავადებების, საშარდე გზების თირკმლის კენჭით დაცობის, გულის მუშაობის დარღვევებისა და სხვ. დროს.
ანუსი პრეტერნატურალური
არაბუნებრივი ანუსი, რომელიც შექმნილია ხელოვნურად - ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.
ანუსი, უკანა ტანი, ყითა
სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი
აორტა
სისხლის მიმოქცევის დიდი წრის კენტი, სქელკედლიანი, ძირითადად ელასტიური ქსოვილისგან შედგენილი მთავარი არტერია, რომელიც გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან და არტერიული სისხლით კვებავს სხეულის ყველა ორგანოს (ფილტვების გარდა).
აორტალგია
ტკივილი აორტის არეში, აღინიშნება სიფილისის, აორტის სკლეროზისა და სხვ. დროს.
აორტიტი
აორტის კედლების დიფუზიური ანთება, ჩვეულებრივ სიფილისური წარმოშობისა.
აპათია
ემოციების გარეგანი გამოხატულების უქონლობა, როგორც პირადი საქმისადმი, ისე გარშემომყოფებისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა; ფსიქიკური აქტივობა მკვეთრადაა გამოხატული.
აპენდექტომია
დაავადებული ჭიანაწლავის (ბრმა ნაწლავის დანამატის) ამოკვეთა.
აპენდიციტი
ჭიანაწლავის ანთება, ქრონიკული ან მწვავე. ახასიათებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში. თან სდევს გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ტემპერატურის აწევა, ლეიკოციტოზი და სხვ.
აპერტურა
ნახვრეტი, ხვრელი, შესავალი
აპიკოლიზი
ფილტვის მწვერვალის ოპერაციული განთავისუფლება შეხორცებებისგან.
აპიტუიტარიზმი
ტვინის ქვედა დანამატის - ჰიპოფიზის უქონლობა ან მისი ფუნქციის მოშლა.
აპლაზია
განვითარების ანომალიების საერთო სახელწოდება - ამა თუ იმ ორგანოს უქონლობა, ორგანოს ან ქსოვილის თანდაყოლილი არასაკმარისი განვითარება.
აპლასტიკური ანემია
ძვლის ტვინის დაზიანების შედეგად (სხივური დაავადებისას, ზოგიერთი შხამის მიღების შემდეგ) განვითარებული ანემია.აღსანიშნავია სისხლის წითელი ბურთულების, ჰემოგლობინის, თრომბოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება.
აპნოე
სუნთქვის შეჩერება, უსუნთქველობა
აპოდია, უფეხობა
ფეხების თანდაყოლილი უქონლობა.
აპონევროზი
განიერი კუნთების მყესოვანი ფირფიტა; მკვრივი მყესოვანი წარმონაქმნი ხელისგულზე და ფეხისგულზე.
აპოპლექსია
დადამბლავება, დამბლის დაცემა, რაც გამოწვეულია ტვინში სისხლის ჩაქცევით. ზოგადად რომელიმე ორგანოს ქსოვილში სისხლის ყოველგვარი ჩაქცევა.
აპოპლექსია სოლარის
მზის დაკვრა.
აპოსტემური
ჩირქოვანი
აპოფიზი
ძვლის წანაზარდი, ძვლის მორჩი.
აპრაქსია
მოძრაობის მოშლის ისეთი სახე, როდესაც დაკარგულია მიზანდასახული მოქმედების შესრულების უნარი, მიუხედავად იმისა, რომ მოტორული ფუნქცია მოშლილი არ არის. შენარჩუნებულია აგრეთვე კოორდინაცია, მგრძნობელობა და არ არის გამოხატული სენსორული აფაზია.
აპროზოპია, უსახობა
პირისახის უქონლობა
არამართვადი ინფექციები
ინფექციური დაავადებები, რომელთა საწინააღმდეგოდ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები. არამართვადი ინფექციების აღმოცენება-გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა კომპლექსურ ღონისძიებათა მთელი სისტემის (სოციალური, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, ვეტერინარიული, ეპიდემიოლოგიური, სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სხვ.) გატარება
არაქნოიდეა
ტვინის ქსელისებრი გარსი
არაქნოიდიტი
ტვინის ქსელისებრი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს მწვავე ან ქრონიკული ინფექციის, ქრონიკული ინტოქსიკაციის, ქალა-ხერხემლის ტრავმის, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნის და სხვ.შედეგად.
არგირიზმი
ვერცხლით ქრონიკული მოწამვლის შედეგად განვითარებული სიმპტომო-კომპლექსი.
არგიროზი
კანის, ლორწოვანი გარსისა და სხვადასხვა ორგანოს პიგმენტაცია ვერცხლოვანი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.
არენია, უთირკმლობა
ორივე თირკმლის თანდაყოლილი უქონლობა
არეოლიტი
ძუძუს დვრილისირგვლივი არის ანთება.
ართრალგია, ართროდინია
სახსრის ტკივილი
ართრექტომია
სახსრის ამოკვეთა
ართრიტი
სახსრების დაავადება. ვითარდება ინფექციური დაავადების, სახსრის კვების დარღვევის, ინტოქსიკაციის, ტრავმისა და სხვ.შედეგად. ზოგჯერ ართრიტი დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბდება, ზოგჯერ კი სხვა რომელიმე დაავადების გამოვლინებაა. ართრიტს ახასიათებს სახსრის ტკივილი, შესიება, სიწითლე, დეფორმაცია, ფუნქციის დარღვევა, ადგილობრივი ან საერთო ტემპერატურის მომატება და სხვ.
ართრიტიზმი, ართრიტული დიათეზი
ორგანიზმის განსაკუთრებული მიდრეკილება ზოგი დაავადებისადმი, როგორიცაა კენჭოვანი დაავადება, დიაბეტი, სიმსუქნე, ბრონქული ასთმა, ეგზემა, ნიკრისის ქარი და სხვ.
ართრიტული დიათეზი
ორგანიზმის განსაკუთრებული მიდრეკილება ზოგი დაავადებისადმი, როგორიცაა კენჭოვანი დაავადება, დიაბეტი, სიმსუქნე, ბრონქული ასთმა, ეგზემა, ნიკრისის ქარი და სხვ.
ართროდეზი
სახსრის უძრაობაში მოყვანის ოპერაცია, სახსრის ოპერაციული იმობილიზაცია.
ართროდინია
სახსრის ტკივილი
ართროზი
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად სახსრების ქრონიკული დაავადება. მიზეზია სახსრის მკვებავი არტერიების დაზიანება, რაც აფერხებს სახსრების სისხლით მომარაგებას.
ართროპლასტიკა
სახსრის ფუნქციის ოპერაციული აღდგენა ხელოვნური სახსრის შექმნის გზით.
<< Previous  1  2  35  6 Next >>