ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჰიპერსეკრეცია
სეკრეტის (მაგ. კუჭის წვენის) გაძლიერებული გამოყოფა.
ჰიპერტენზია
სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა ან ორგანიზმის ღრუებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება, მაგ. პორტული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია.
ჰიპერტონია
1. არტერიული წნევის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მომატება, არტერიული ჰიპერტონია; 2. კუნთის ან ღრუ ორგანოს კუნთოვანი შრის ტონუსის მომატება.
ჰიპერტონიული ხსნარი
სისხლის ოსმოსურ წნევაზე მაღალი ოსმოსური წნევის მქონე ხსნარი.
ჰიპერტრიქოზი, ჭარბთმიანობა
სხეულის ამა თუ იმ მიდამოს უჩვეულო, ჟარბი თმიანობა.
ჰიპერტროფია
ორგანოს ან ქსოვილის მოცულობითი გადიდება ავადმყოფობის, დიდი დატვირთვის ან სხვა მიზეზის გამო.
ჰიპერფუნქცია
გაძლიერებული ფუნქციონირება, გაძლიერებული მოქმედება.
ჰიპერჰიდროზი
ჭარბი ოფლიანობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის სხვადასხვა დონის დაზიანების დროს.
ჰიპესთეზია
მგრძნობელობის დაქვეითება. მგრძნობელობის პერიფერიული აპარატის, გამტარი გზებისა და მისი ცენტრალური წარმონაქმნების ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესით დაზიანების შედეგი.
ჰიპნოზი
ხელოვნურად (შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების ხელოვნურად რაიმეზე ძლიერი კონცენტრაციით) გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა. ამ დროს ნერვული სისტემა შეკავებულია, შენარჩუნებულია მხოლოდ გარკვეული უბანი, რომლის მეშვეობით ექიმი ამყარებს კონტაქტს ავადმყოფთან. ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახე.
ჰიპოგალაქტია
სარძევე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება.
ჰიპოგევზია
გემოს შეგრძნების დაქვეითება.
ჰიპოგლიკემია
სისხლში შაქრის შემცირება ნორმასთან (4,44მმოლ/ლ) შედარებით.
ჰიპოთირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ამით განპირობებული ავადმყოფური მდგომარეობა (მიქსედემა, კრეტინიზმი).
ჰიპოკაპნია
არტერიულ სისხლში ნახშირორჟანგის ძაბვის შემცირება; გამოწვეულია ფილტვების გაძლიერებული ვენტილაციით.
ჰიპოკრატეს სახე
აგონიის დროს სახის გამომეტყველება; დამახასიათებელია წაწვეტიანებული ცხვირი და ნიკაპი, ჩავარდნილი თვალები, გაცივებული ყურები, ფერმკრთალი სახე მოლურჯო ელფერით, ზოგჯერ ცივი ოფლი.
ჰიპოპლაზია
ორგანიზმის ორგანოს ან ქსოვილის არასაკმარისი განვითარება.
ჰიპოსპადია
მამაკაცის შარდსადენისა და ასოს თანდაყოლილი ანომალია, შარდსადენის გარეთა ხვრელის არსებობა ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში.
ჰიპოტენზია
სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა ან ორგანიზმის ღრუებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითება.
ჰიპოტონია
1. არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა; 2. კუნთის ან ღრუ ორგანოს კუნთოვანი შრის ტონუსის დაქვეითება.
ჰიპოტონიური ხსნარი
ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა უფრო დაბალია, ვიდრე სისხლის ოსმოსური წნევა.
ჰიპოქონდრია
სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ.
ჰიპოქრომული ანემია
იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დეფიციტი წარმოიქმნება ხშირი სისხლის დენის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება, როცა ქრონიკულ სისხლდენასთან ერთად აღინიშნება კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, რამაც შეიძლება შეამციროს საკვები პროდუქტებიდან რკინის შეწოვა. ხშირად უვითარდებათ ერთ წლამდე ბავშვებს, გოგონებს სქესობრივი მომწიფების ხანაში.
ჰიპოქსია
ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება.
ჰირსუტიზმი
ქალში მამაკაცის ტიპის თმიანობა, განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით.
ჰირუდინი
სამკურნალო წურბელის ნერწყის (კისრის ჯირკვლების გამონაყოფი) შემადგენელი ნაწილი; ხელს უშლის სისხლის შედედებას.
ჰისტერექტომია
საშვილოსნოს ამოკვეთა.
ჰისტეროკლეიზისი
საშვილოსნოს ყელის გარეთა და შიგნითა პირის ამოკერვა.
ჰისტერომიომა
საშვილოსნოს მიომა.
ჰისტეროპტოზი
საშვილოსნოს დაწევა.
ჰისტოგენეზი
ორგანიზმის ქსოვილების წარმოქმნა და განვითარება.
ჰისტოლიზი
ქსოვილების დაშლა პროტეოლიზური ფერმენტების ზეგავლენით.
ჰისტოლოგია
მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა განვითარების, აგებულებისა და ცხოველქმედების შესახებ.
ჰომეოპათია
მკურნალობის მეთოდი - ისეთი წამლების ძალიან მცირე დოზებით ხმარება, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს არსებული დაავადების ნიშნებს.
ჰომოციდომანია
მკვლელობის დაუძლეველი სურვილი; ახასიათებს სხვადასხვა ფსიქოზურ ან ფსიქოპათიურ მდგომარეობას.
ჰორმონი
სპეციფიკური ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები; მონაწილეობს ორგანიზმის ფუნქციების რეგულაციაში.
ჰოჯკინის დაავადება
ლიმფური სისტემის დაავადება, ავთვისებიანი გრანულომა. კლინიკურად დამახასიათებელია ლიმფური კვანძების სიმსივნური ზრდა, დასაწყისში ტალღისებრი ტემპერატურა, შემდგომ მუდმივი მაღალი ტემპერატურა, ქავილი და სხვ. კვანძების ჰისტომორფოლოგიურ სურათს, ლიმფოციტების, პლაზმოციტებისა და ეოზინოფილების გარდა, ახასიათებს ბერეზოვსკი-შტერნბერგის გიგანტური უჯრედების არსებობა.
ჰუმორული
ორგანიზმის თხიერ გარემოსთან (სისხლი, ლიმფა) დაკავშირებული.
<< Previous  1  2 3