ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ფსიქიკური აშლილობა
პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს; ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით
ფსიქოზი
ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, ფსიქიკის დაავადების კლინიკური ფორმა.
ფსიქოთერაპია
მკურნალობა ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით; მაგ. ჰიპნოზით.
ფსიქოლოგია
1. მეცნიერება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერების, განვითარებისა და ფორმათა შესახებ; 2. ხასიათის თავისებურება, სულიერი წყობა, ფსიქიკა.
ფსიქოპათია
ხასიათის პათოლოგია. გამოიხატება პიროვნების ინტელექტუალურ-ნებელობითი სფეროს დისჰარმონიულობით, ნორმასა და ფსიქიკურ დაავადებას შორის მოსაზღვრე მდგომარეობად არის მიჩნეული.
ფსიქოპათოლოგია
კლინიკური ფსიქიატრიის ძირითადი დარგი, საერთო მოძღვრება ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ.
ფსიქოტროპული ნივთიერება
ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში
ფსიქოფიზიოლოგია
მოძღვრება ფსიქიკის ფიზიოლოგიური მექანიზმის შესახებ.
ფსიქრომეტრი
ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო.
ფსოიტი
სუკის დიდი კუნთის ანთება.
ფსორიაზი
კანის არაგადამდები ქრონიკული დაავადება, ახასიათებს მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლით დაფარული წითელი ლაქების განვითარება.
ფულგურაცია
მაღალი სიხშირის ელექტრული დენით სიმსივნის მოწვის მეთოდი.
ფუნიკულიტი
სათესლე ბაგირაკის ანთება.
ფურუნკული, ძირმაგარა
თმის ბუდის, ცხიმის ჯირკვლისა და მის ირგვლივ ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ფურუნკული, ძირმაგარა
თმის ბუდის, ცხიმის ჯირკვლისა და მის ირგვლივ ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ფურუნკულოზი
კანის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ფურუნკულების განვითარება. ფურუნკულოზი ხშირად თვეობით გრძელდება, რადგან ერთი ფურუნკულის მორჩენისთანავე ვითარდება მეორე ფურუნკული.
<< Previous  1  2 3