ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
პიელოცისტიტი
თირკმლის მენჯისა და შარდის ბუშტის ანთება.
პიემია
ჩირქი სისხლში - სეფსისის ფორმა, რომლის დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოში მრავალი ჩირქოვანი კერის წარმოქმნა.
პილეფლებიტი
კარის ვენისა და მისი ტოტების ანთება (ჩირქოვანი აპენდიციტის, დიზენტერიის, ღვიძლის აბსცესის დროს).
პილოროსპაზმი
კუჭის გასავლის სპაზმი, მისი დროებითი შევიწროება.
პილოროსტენოზი
კუჭის გასავლის დავიწროება.
პილორუსი
კუჭის პილორული ნაწილი, კუჭის გასავალი თორმეტგოჯა ნაწლავში.
პიოდერმია, პიოდერმიტი
კანის ზედაპირული ან ღრმადმდებარე ანთებითი პროცესი, რომელსაც იწვევს ჩირქმბადი ბაქტერიები.
პიოდერმიტი, პიოდერმია
კანის ზედაპირული ან ღრმადმდებარე ანთებითი პროცესი, რომელსაც იწვევს ჩირქმბადი ბაქტერიები.
პიოთორაქსი
ჩირქის დაგროვება გულმკერდის ღრუში.
პიონეფრიტი
თირკმლის ჩირქოვანი ანთება.
პიონეფროზი
გაგანიერებული თირკმლის ფიალებისა და თირკმლის მენჯის ჩირქით ამოვსება.
პიოპერიკარდიუმი
ჩირქი პერიკარდიუმის ღრუში.
პიოპნევმოთორაქსი
ჩირქისა და ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში.
პიორეა
ჩირქის დენა, უფრო ხშირად ღრძილებიდან.
პიოსალპინქსი
ჩირქის დაგროვება კვერცხსავალში.
პირექსია
ცხელება.
პირველადი სიფილომა, შანკრი მაგარი
სიფილისით დაავადების პირველი ხილული ნიშანი - დასნებოვნების ადგილზე წყლულის განვითარება
პირველადი ჯანმრთელობის დაცვა
ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება, უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას
პიროფობია
ცეცხლის შიში.
პიტირიაზისი
1. აქერცვლა; 2. კანის ქერცლოვანი ქატოსებრი გამონაყარი.
პიურია
შარდში ჩირქის არსებობა.
პლაზმური უჯრედი
B-ლიმფოციტისგან წარმოქმნილი დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც აწარმოებს ანტისხეულების სინთეზს.
პლასტიკური ოპერაცია
ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც აკეთებენ კანისა და კანქვეშა ქსოვილების ნაკლის გამოსასწორებლად, ცალკეული ორგანოს ნორმალური ფორმების აღსადგენად ქსოვილის გადანერგვის გზით.
პლაცებო
ინდიფერენტული ნივთიერება, რომელსაც აძლევენ ავადმყოფს რომელიმე სამკურნალწამლო საშუალების მაგიერ (ფსიქოთერაპიის სახით).
პლაცენტა
მომყოლი, აერთებს ჩანასახს დედის სხეულთან და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და სუნთქვას.
პლევრა
სეროზული გარსი, ფარავს როგორც ფილტვებს, ისე გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირს.
პლევრექტომია
პლევრის ღრუს კედლების ამოკვეთის ოპერაცია.
პლევრიტი
პლევრის ანთება, მეტწილად ის მეორადი გამოვლინებაა ფილტვის ან სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებათა დროს.
პლევრიტი ადჰეზიური
მშრალი პლევრიტის, უმეტესად კი ექსუდაციური პლევრიტის შემდგომი პლევრის ფურცლების შეხორცება.
პლევრიტი ექსუდაციური
პლევრის ფურცლების ანთება, რომელსაც მოჰყვება პლევრის ღრუში ანთებითი სითხის (ექსუდატის) გამოჟონვა.
პლევრიტი ინტერლობური
პლევრიტი, რომელიც ვითარდება ფილტვის წილებს შუა.
პლევრიტი მშრალი
პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება.
პლეთორა
სისხლმეტობა. ორგანიზმში სისხლის საერთო მასის მომატება გულის, ენდოკრინული დაავადებების დროს.
პლეოციტოზი
უჯრედების რაოდენობის მომატება თავ-ზურგტვინის სითხეში.
პლექსიტი
ნერვული წნულის ტრავმული, ინფექციური ან ტოქსიკური დაზიანება. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ კისრის, მხრის, გავა-წელისა და სასირცხო წნულების დაზიანების სინდრომებს.
პნევმოთორაქსი
ნეკნებისა და ფილტვების დაზიანების შედეგად ჰაერის ან სხვა რომელიმე აირის დაგროვება პლევრის ღრუში. პნევმოთორაქსი შეიძლება იყოს ღია, დახურული და სარქვლოვანი.
პნევმოკონიოზი
საწარმოო მტვრის ხშირი ჩასუნთქვის გამო ფილტვის პროფესიული დამტვერიანება და ფიბროზი.
პნევმონია
ფილტვების ანთება - თავისთავადი ინფექციური დაავადება ან სხვა ავადმყოფობის, უმთავრესად ინფექციური დაავადების გართულება.
პნევმოპერიკარდიტი
ჰაერის მოხვედრა გულის პერანგში და მისი თანმხლები ანთებითი მოვლენების განვითარება.
პნევმოპერიტონეუმი
ჰაერის შეყვანა მუცლის ღრუში.
პნევმოსკლეროზი, ფილტვის სკლეროზი
ფილტვში შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება, რასაც თან სდევს ფილტვების დაავადებული მიდამოს გამკვრივება და შეჭმუხნა.
პნევმოცეფალია
ჰაერის დაგროვება ქალას ღრუში, გვხვდება გართულების სახით უფრო ხშირად ტრავმული დაზიანების შედეგად.
პოდაგრა, ნიკრისის ქარი
გამოწვეულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ახასიათებს შარდმჟავა მარილების დალექვა სახსრებსა და ქსოვილებში, რაც იწვევს სამოძრაო აპარატის ფუნქციის პერიოდულ ან მყარ დარღვევას.
პოიკილოციტოზი
სისხლში ერითროციტების ფორმის შეცვლა; მათი ფორმის სხვადასხვაობა. გვხვდება ანემიის დროს.
პოლაკიურია
ხშირი შარდვა - შარდის ბუშტის გაღიზიანების ან მისი ანთების სიმპტომი; გვხვდება ქრონიკული ნეფრიტის დროსაც.
პოლიადენიტი
ლიმფური კვანძების მრავლობითი ანთება.
პოლიართრიტი, მრავლობითი ართრიტი
ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთება.
პოლიგალაქტია
რძის მომეტებული გამოყოფა.
პოლიდაქტილია
თითმეტობა (სიმახინჯე), თანდაყოლილი, უმეტესად მემკვიდრული ანომალია, ზედმეტი (ხუთზე მეტი) თითი ხელსა ან ფეხზე.
პოლიდიფსია
წყურვილის პათოლოგიური გაძლიერება.
<< Previous  1  24 Next >>