ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
კოქსალგია
ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში (უპირატესად ანთებითი პროცესის შედეგად).
კოქსიტი
მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება; კლინიკურად ახასიათებს ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში და მოძრაობის შეზღუდვა.
კოშკისებრი ქალა
ქალას დეფორმაცია, გაწვეტიანებული თავის ქალა.
კრეტინიზმი
გონების სიჩლუნგე, რომელსაც თან სდევს ადამიანის ფიზიკური განვითარების შეფერხება და გარეგნობის დაუშნოება.
კრიოთერაპია
სიცივით (ცივი წყლის გადავლება, კრიოკაუტერით მოწვა, ყინულიანი ბუშტი) მკურნალობა.
კრიპტორქიზმი
ორივე სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუსა ან საზარდულის არეში (განვითარების მანკი).
კრიტიკული მდგომარეობა
ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდუვალია
კრუპი
ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება, თან სდევს შეშუპება, სანათურის შევიწროება და სუნთქვის გაძნელება ხმის ჩახრინწვით.
კუვეზი
დღენაკლული ბავშვების აპარატი.
კუზი, გიბუსი
ზურგის სპეციფიკური გამოდრეკა, წარმოადგენს ხერხემლის დაავადების გამოვლენას. ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზური სპონდილიტის დროს.
კურაბილური
მოსარჩენი, განკურნებადი (მაგ. დაავადება).
<< Previous  1  2 3