ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
აკორია
1. გუგის უქონლობა ფერადი გარსის თანდაყოლილი არარსებობის დროს; 2. მაძღრობის გრძნობის არარსებობა მიღებული საკვების რაოდენობის მიუხედავად.
აკრანია
თავის ქალას თანდაყოლილი უქონლობა
ალერგიული ნივთიერებები და პრეპარატები
საშიში ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ზემგრძნობელობას (ალერგიულ რეაქციას)
ალვეოლური პიორეა
კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება, აზიანებს ყბა-კბილთა სისტემას. ამ დაავადების დროს სრულიად ჯანმრთელი, დაუზიანებელი კბილები კარგავს მდგრადობას, შიშვლდება.
ანგიოგრაფია
სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი
ანგიოლოგია
ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სისხლძარღვთა და ლიმფურ სისტემას.
ანგიომა
ლიმფური ან სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე
ანგიონევროზული შეშუპება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანგიონევროზული, შემოფარგლული შეშუპება (ვაზომოტორული ინერვაციის მოშლის საფუძველზე).
ანგიოსპაზმი
წვრილი არტერიების, არტერიოლებისა და კაპილარების სპაზმი, უმეტესად ნევროგენული წარმოშობის.
ანგიოსტომია
სისხლძარღვის გაკვეთა
ანგიოქოლეცისტიტი
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება
ანგიოქოლიტი
ნაღვლის ბუშტის დახშობის შედეგად ამ ორგანოსა და ნაღვლის გამომყოფი გზების ანთება
ანდროგინია
ინდივიდში საწინააღმდეგო სქესის აგებულება და მეორეული სასქესო ნიშნები, იგივეა, რაც ჰერმაფროდიტიზმი
ანდროლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცის შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებებს
ანდროფობია
მამაკაცისადმი ავადმყოფური შიში
ანევრიზმა
სისხლძარღვის შემოფარგლული გაგანიერება, მისი კედლის გამობერვა. ვითარდება არტერიებში, ვენებში
ანემია B12 ვიტამინდეფიციტური, ადისონ-ბირმერის დაავადება, ავთვისებიანი ანემია, პერციოზული ანემია
იწვევს ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ ანემიის მიზეზია კუჭში გასტრომუკოპროტეინის გამომუშავების დარღვევა, რის გამოც B12 ვიტამინი არ იწოვება ნაწლავებში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინი
ანემია აგასტრული
ავთვისებიანი ანემიის მსგავსი ანემია. აღინიშნება კუჭის ვრცელი რეზექციის ან მთლიანად ამოკვეთის შემდეგ
ანემია აპლასტიკური
ძვლის ტვინის დაზიანების შედეგად (სხივური დაავადებისას, ზოგიერთი შხამის მიღების შემდეგ) განვითარებული ანემია.აღსანიშნავია სისხლის წითელი ბურთულების, ჰემოგლობინის, თრომბოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება.
ანემია აქრესტიული
ჰიპერქრომული ანემია; ძვლის ტვინს დაკარგული აქვს სისხლწარმომქმნელი ფაქტორების, B12 ვიტამინის, ფოლიუმმჟავას გამოყენების უნარი. მიმდინარეობს რემისიების გარეშე
ანემია მიკროსფეროციტული
თანდაყოლილი ოჯახობრივი ჰემოლიზური დაავადება; მიმდინარეობს ქრონიკულად, დამახასიათებელია სიყვითლე, მიკროსფეროციტოზი, შარდში ურობილინოგენის მოჭარბებული გამოყოფა
ანემია პოსტჰემორაგიული
ვითარდება ჭრილობიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან მწვავე სისხლის დენის შემდეგ.ახასიათებს მკვეთრი სიფერმკრთალე, თავბრუ, ყურებში შუილი.
ანემია რკინადეფიციტური
იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დეფიციტი წარმოიქმნება ხშირი სისხლის დენის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება, როცა ქრონიკულ სისხლდენასთან ერთად აღინიშნება კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, რამაც შეიძლება შეამციროს საკვები პროდუქტებიდან რკინის შეწოვა. ხშირად უვითარდებათ ერთ წლამდე ბავშვებს, გოგონებს სქესობრივი მომწიფების ხანაში.
ანემია სიდეროპრივული, ჰიპოქრომული ანემია, რკინადეფიციტური ანემია
იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დეფიციტი წარმოიქმნება ხშირი სისხლის დენის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება, როცა ქრონიკულ სისხლდენასთან ერთად აღინიშნება კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, რამაც შეიძლება შეამციროს საკვები პროდუქტებიდან რკინის შეწოვა. ხშირად უვითარდებათ ერთ წლამდე ბავშვებს, გოგონებს სქესობრივი მომწიფების ხანაში.
ანემია სიმპტომური
პათოლოგიური მდგომარეობის (მოწამვლის, ინფექციის, სისხლის დენის, შიმშილის) შედეგად განვითარებული ანემია
ანემია ჰემოლიზური
ერითროციტების გაძლიერებული დაშლით განპირობებული ანემია. მაგ; მიკროსფეროციტული ანემია, ჰემოლიზური ანემია მალარიის, სისხლის შეცდომით გადასხმის დროს და სხვ.
ანემია, სისხლნაკლებობა
დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება.
ანენცეფალია
თავის ტვინის თანდაყოლილი უქონლობა
ანესთეზია, გაუტკივარება
მგრძნობელობის დაკარგვა, რეცეპტორული ფუნქციების მოშლა ამ თუ იმ არეში. გაღიზიანება არ აღწევს ცნობიერებამდე (არ შეიგრძნობა).
ანესთეზიოლოგია
მეცნიერება გაუტკივარების შესახებ. მისი ამოცანაა გაუტკივარების მეთოდთა შერჩევა და საანესტეზიო საშუალებათა აპრობაცია და პრაქტიკაში დანერგვა.
ანთრაკოზი
ფილტვის ქსოვილის დამტვერიანება ნახშირის ნაწილაკებით
ანთროპოგენეზი
ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის წარმოშობას.
ანთროპოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას, ადამიანის წარმოშობას, რასებს.
ანთროპომეტრია
ანთროპოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდი - ადამიანის სხეულის ნაწილების გაზომვა.
ანთროპოფობია, კაცთმოშიშობა
ადამიანთა საზოგადოებისა და უცხო პირთა მიმართ პათოლოგიური შიში. გვხვდება აკვიატებულ მდგომარეობათა დროს.
ანიზოკორია
გუგების უთანაბრობა; უმთავრესად გამოწვეულია გუგის შემვიწროებელი და გამფართოებელი კუნთების საინერვაციო გზების ცალმხრივი დაზიანებით. აღინიშნება თავისა და ზურგის ტვინის ორგანული დაავადების, ნეიროსიფილისის, თავის ტვინის სიმსივნის, ტრავმის, აგრეთვე თვალის ზოგიერთი დაავადების დროს.
ანიზორეფლექსია
სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს რეფლექსების სხვადასხვაგვარობა.
ანიზოქრომია
ერითროციტების შეფერვის სხვადასხვაობა, რომელიც დამოკიდებულია ჰემოგლობინით მათი გაჯერების დონეზე.
ანიზოციტოზი
ჰიპო- და ჰიპერქრომული ანემიის დროს სისხლში წითელი ბურთულების სიდიდის შეცვლა მაკრო- და მიკროციტებად.
ანირიდია
ფერადი გარსის უქონლობა
ანკილოზი
სახსრის უძრაობა, რომელსაც იწვევს ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდა.
ანკილოსტომიდოზი
ამ სახელწოდებით აერთიანებენ ორი პარაზიტით გამოწვეულ დაავადებას. Ancylostoma duodenale იწვევს ანკილოსტომოზს, ხოლო Necator americanus - ნეკატოროზს. ორივე ინვაზიის კლინიკური მიმდინარეობა ანალოგიურია. დამახასიათებელი გამოვლინებაა ჰიპოქრომული ტიპის ანემია, რომელიც თანდათანობით ვითარდება.
ანოვარია
საკვერცხეების უქონლობა.
ანონიქია
ხელისა და ფეხის თითებზე ფრჩხილების უქონლობა.
ანორექსია
მადის დაკარგვა. იწვევს კვების ცენტრის შეკავება.
ანორქია
სათესლეების თანდაყოლილი უქონლობა.
ანოსმია
ყნოსვის უქონლობა. უმეტესად ვითარდება ცხვირის ღრუში პათოლოგიური ცვლილებების შედეგად.
ანოტია
ყურის ნიჟარების უქონლობა.
ანოფელესი
მალარიის გამავრცელებელი კოღო
ანოფთალმია
ერთი ან ორივე თვალის უქონლობა (თანდაყოლილი ან შეძენილი).
<< Previous  1  24  5  6 Next >>