ნანა ლუზაკინა-კახიანი
 

ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ბემონის" ხელმძღვანელი. 

ნანა ლუზაკინა-კახიანი დაიბადა 1959 წ. 1978-1984 წწ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

1984-1986 წწ მუშაობდა ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმ-ფსიქიატრად. 1986-1990 წწ  - ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1990-1994წწ იგი არის რესპუბლიკური ტოქსიკოლოგიური ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი. 1994 წლიდან-დღემდე - კლინიკა "ბემონის” ხელმძღვანელი.

2006 წლიდან ნანა ლუზაკინა-კახიანი არის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოლოგიის დარგობრივი კომისიის სასერტიფიკაციო ტესტების ჯგუფის ექსპერტი. 2009 წლიდან  - ნარკოლოგთა ასოციაციის წევრი.

იგი ავტორია სახელმძღვანელოსი: "ვისწავლოთ ნარკოტიკების გარემოცვაში ცხოვრება" (1997).