რუსუდან ქარსელაძე



მედ. მეცნ. დოქტორი, თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (სკი) კლინიკური ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციისა (სექა) და მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

 
სამედიცინო პრაქტიკა:
პედიატრია, ალერგოლოგია,
პულმონოლოგია, დერმატოლოგია

საკონტაქტო ინფორმაცია: 

პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
თბილისი, მელიქიშვილის ქ.5
ტელ: 253125,  226566, (877)764511
ელ.ფოსტა:  rusikokar@hotmail.com


რუსუდან ქარსელაძე დაიბადა 1953 წლის 4 აპრილს თბილისში. 1970-1976წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე, 1976-1978 წწ. გაიარა ამავე ფაკულტეტის კლინიკური ორდინატურა. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები: “სამედიცინო  გენეტიკა” (სერთიფიკატი ა-1 146881, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი,  1989 წ.), იმუნოთერაპია და ჰომეოპათიური მკურნალობა ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს (სერთიფიკატი N 857, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ტალინი, ესტონეთი 1991წ.),  ასევე International Science and Technology Center Technology commercialization—Regional Training Centers Program, 2000,  (Certificate ISTC) და The American International Health Allianca Epidemiology & Surveilance Strategies for Health Promotion  Workshop  2002, (Certificate  A.I.H.A)
 
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”HLA სისტემის კლინიკური თავისებურებანი  ბრონქული ასთმის დროს ბავშვთა ასაკში”.
1999 წელს -  სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მრავალგანზომილებიანი ფენოტიპირება ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში”.
 
1976-1980წწ მუშაობდა თბილისის მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკაში უბნის პედიატრის თანამდებობაზე, 1981-1983წწ. - თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (სკი) კლინიკურ ორდინატორად. 1983-1990წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 1990 წლიდან დღემდე პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (სკი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.
 
რუსუდან ქარსელაძე არის პროექტის: “ატოპური დერმატიტის მკურნალობის ადგილობრივი მკურნალობის ახალი მეთოდის კლინიკური კვლევა” (გრანტი – ISTC,