მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც  სამედიცინო  დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული  ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი.
საავადმყოფოს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც ორი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ეს არის ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების) განყოფილება, რომელიც  18  საწოლზეა გაშლილი  და პირველად  საქართველოში  პაციენტებს  სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის" პრინციპით სთავაზობს;  მეორე დონე - კლინიკის სტაციონარული განყოფილებაა, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.
მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური დეპარტამენტია, რომელთა ანალოგი საქართველოში არ არის: ონკოჰემატოლოგიის, ნეიროქირურგიის, ტოქსიკოლოგიის, თორაკალური ქირურგიის, ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარებისა და მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტები.

განყოფილებები/კაბინეტები
სპეციალისტები
ბავშვთა ნევროლოგია და ფსიქიატრია
ნინო ტატიშვილი, ლევან ვადაჭკორია, ქეთევან აბდუშელიშვილი
ბავშვის გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრი
მაია ხერხეულიძე, ეკა კანდელაკი
გენეტიკის ცენტრი
სპირიდონ ჯოლოხავა
ემერჯენსი და კრიტიკული მედიცინა
დავით ციბაძე, ნინო ქიქოძე, დავით ფულარიანი, ქეთევან ხეცურიანი, მარინა ხაინდრავა
თავ-კისრის ქირურგია
ზურაბ ბოკერია, ზურაბ ვადაჭკორია
იმუნიზაცია
ლავრიტა ფაჩუაშვილი-მაღლაკელიძე
კლინიკო-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი
დარეჯან სტურუა, გივი ტუხაშვილი
ნეონატოლოგია
დიმიტრი აბელაშვილი, მარინე ქარუმაშვილი, მერაბ ნიჟარაძე
ონკოლოგია და ჰემატოლოგია
ასმათ შენგელაია, ზაქარია შაქარაშვილი, თამარ ჯავახაძე, ნინო ტოტოღაშვილი
პედიატრია
ოთარ რუსაძე, თეიმურაზ ფურცხვანიძე, ლია გაჩეჩილაძე, დავით მახათაძე, ლია სამხარაძე, თინათინ დავითაია, მაკა იოსელიანი
რაბიოლოგია
აკაკი თავიდაშვილი
უროლოგია
ავთანდილ თურქია
ქირურგია
პაატა გვეტაძე, ზვიად ბულისკერია
კონტაქტი:
თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ.2/6
ტელ.: 2530033
ფაქსი: 2529034
ვებ-გვერდი: cch.ge