ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჰაბიტუსი
გარეგნობა - ადამიანისა და ცხოველის, აგრეთვე მცენარის გარეგნული შესახედაობა. კლინიკურ მედიცინაში აღნიშნავს ადამიანის გარეგან ნიშანთა ერთობლიობას.
ჰაიმორიტი
ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი ანთება
ჰალისტერეზისი
ძვლის განლევა, როდესაც ძვალი კარგავს კალციუმის მარილებს (ოსტეომალაციის, მძიმე რაქიტის და სხვ. დროს)
ჰალუცინაცია
ობიექტის გარეშე მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით. ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.
ჰამარტია
ემბრიონული განვითარების ანომალია
ჰამარტომა
ემბრიონული ქსოვილის სიმსივნის მსგავსი, არასწორად ფორმირებული კომპლექსები.
ჰებეფრენია
შიზოფრენიის ფორმა, გვხდება ჭაბუკობის ასაკში - სქესობრივი მომწიფების პერიოდში. უმეტესად მწვავე შეტევით იწყება და თანდათან ვითარდება. ახასიათებს ფსიქიკის დარღვევა, სულელური მხიარულება, ქარაფშუტობა.
ჰელიოთერაპია
მზის სხივებით მკურნალობა
ჰელიოქსანტოზი
კანის ყავისფერი პიგმენტაცია, რაც მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგია.
ჰელმინთოზები
ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ორგანიზმში მოპარაზიტე ჭიების - ჰელმინთების შეჭრით გამოწვეული დაავადებანი.
ჰელმინთოლოგია
მეცნიერება პარაზიტული ჭიებისა და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ.
ჰემაგლუტინაცია
სითხეში შეწონილი ერითროციტების შეწებება და დალექვა.
ჰემანგიომა
სისხლძარღვებისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ჰემატემეზისი
სისხლიანი პირღებინება. აღინიშნება კუჭის წყლულის დროს, ღვიძლის ციროზის დასაწყის სტადიაში. ამოღებულ სისხლს მუქი ფერი აქვს.
ჰემატოგენი
რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, ხმარობენ სისხლნაკლებობის დროს.
ჰემატოკოლპოსი
საქალწულე აპკის ან საშოს ატრეზიის გამო საშოში თვიურის სისხლის დაგროვება.
ჰემატოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შედგენილობას, თვისებებს, სისხლმბად ორგანოთა აგებულებასა და ფუნქციას ნორმასა და პათოლოგიაში, აგრეთვე სისხლის სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას.
ჰემატომა
სისხლძარღვებისგან გამოდენილი სისხლის დაგროვება ქსოვილებში, რაც სისხლის ჩაქცევის შედეგად ხდება.
ჰემატომიელია
სისხლის ჩაქცევა ზურგის ტვინის ნივთიერებაში. ახასიათებს უეცარი დასაწყისი. კლინიკური სურათი განისაზღვრება სისხლჩაქცევის სიდიდითა და ლოკალიზაციით. ჰემატომიელიის მიზეზი ხშირად ტრავმაა, შედარებით იშვიათად ინფექცია, ინტოქსიკაცია და სხვ.
ჰემატორაქისი
სისხლჩაქცევა ზურგის ტვინის გარსებში. ზოგ შემთხვევაში ერთვის ჰემატომიელიას. ახასიათებს მწვავე დასაწყისი, ზურგის ტვინის გარსებისა და ფესვების გაღიზიანების მოვლენები, მეტ-ნაკლები მოტორული და მგრძნობელობითი მოშლილობა და მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა.
ჰემატოსალპინქსი
სისხლის დაგროვება კვერცხსავალში საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს.
ჰემატოცელე
სისხლიანი თიაქარი, სისხლის დაგროვება განსაზღვრულ სივრცეში: 1. ინკაფსულირებული ჩაქცევა საშვილოსნოს არეში; 2. სათესლე ჯირკვლის საკუთრივ ბუდობრივ გარსში ან მის გარეთ, სათესლე პარკის ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა.
ჰემატოცელია
მუცლის ღრუში სისხლის დაგროვება (სისხლჩაქცევა).
ჰემატურია
სისხლის არსებობა შარდში, ზოგი დაავადების სიმპტომი: თირკმელკენჭოვანი დაავადების, შარდ-სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის, თირკმელებისა და საშარდე გზების სიმსივნეებისა და სხვ. შედეგად.
ჰემერალოპია
მხედველობის მოშლილობა, როდესაც მხედველობა უკეთესია დღისით ან ძლიერი განათების პირობებში და დაქვეითებულია ღამით (ქათმის სიბრმავე).
ჰემიალგია
ტკივილი სხეულის ერთ-ერთ ნახევარში. გვხვდება მხედველობის ბორცვის, თხემის ზედა წილისა და მგრძნობელობის გამტარი გზების ცალმხრივი დაზიანებისას.
ჰემიანესთეზია
მგრძნობელობის მოშლა სხეულის ნახევარში.
ჰემიანოფსია
მხედველობის ამოვარდნა მხედველობის ველის ერთ-ერთ ნახევარში. გვხვდება სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტრავმის, სიმსივნის, ჰიპოფიზის სიმსივნისა და შიგნითა საძილე არტერიების ორმხრივი ანევრიზმის დროს.
ჰემიკრანია, შაკიკი
თავის ძლიერი ტკივილის შეტევა, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში. ხშირად წინ უძღვის ზოგადი აგზნება, ძილიანობა, თავში სიმძიმის შეგრძნება და სხვ. სხვადასხვა სახის გაღიზიანება (ხმაური, მოძრაობა და სხვ.) და ემოციური ფაქტორები იწვევს თავის ტკივილის შეტევას ან მკვეთრად აძლიერებს მას და, პირიქით, სიმშვიდე, ბნელ ოთახში ყოფნა ტკივილს შედარებით ანელებს.
ჰემიპარეზი
მოტორული ფუნქციის ნაწილობრივი მოშლა სხეულის ნახევარში.
ჰემიპლეგია
სხეულის რომელიმე ნახევარში ნებისმიერი მოძრაობის უნარის მოსპობა, ე.ი. სხეულის ნახევრის დამბლა. უმეტესად ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (სისხლის ჩაქცევის, არტერიის ემბოლიის, ვენის თრომბოზის) შედეგია.
ჰემობილია
სისხლის დენა ნაღვლის სადინარებიდან (ღვიძლის ტრავმული დაზიანებისას, ნაღველკენჭოვანი დაავადების და ღვიძლის კიბოს დროს).
ჰემოთორაქსი
პლევრის ღრუში სისხლის ჩაქცევა.
ჰემოკულტურა
სისხლისგან მიღებული მიკრობების კულტურა.
ჰემოლიზი
ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულების) დაშლის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა ჰემოგლობინი. გვხვდება მექანიკური, ქიმიური ან სეროლოგიური (ჰემოლიზინების) ზემოქმედების შედეგად ან ერითროციტების რეზისტენტობის დაქვეითების დროს.
ჰემოლიზური ანემია
ერითროციტების გაძლიერებული დაშლით განპირობებული ანემია. მაგ; მიკროსფეროციტული ანემია, ჰემოლიზური ანემია მალარიის, სისხლის შეცდომით გადასხმის დროს და სხვ.
ჰემოპერიკარდიუმი
გულის პერანგის ღრუში სისხლის ჩაქცევა.
ჰემოპნევმოთორაქსი
ჰაერისა და სისხლის დაგროვება პლევრის ღრუში, პნევმოთორაქსი სისხლჩაქცევით.
ჰემოპოეზი
სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნის, განვითარებისა და მომწიფების პროცესი.
ჰემოპტიზი, ჰემოპტოე
სისხლიანი ხველა ქვედა სასუნთქი გზებიდან ან ფილტვებიდან (ფილტვების ტუბერკულოზის, ფილტვის ინფარქტის, ფილტვის აბსცესის, ბრონქოექტაზიის, კიბოს დროს).
ჰემოპტოე, ჰემოპტიზი
სისხლიანი ხველა ქვედა სასუნთქი გზებიდან ან ფილტვებიდან (ფილტვების ტუბერკულოზის, ფილტვის ინფარქტის, ფილტვის აბსცესის, ბრონქოექტაზიის, კიბოს დროს).
ჰემოსიდეროზი ფილტვების
ფილტვების ქსოვილში რკინის შემცველი მოყვითალო პიგმენტის - ჰემოსიდერინის დაგროვება.
ჰემოსპერმია
თესლში სისხლის შერევა.
ჰემოსტაზი
1. სისხლის დენის შეჩერება; 2: სხეულის ზოგიერთი ნაწილის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შეწყვეტა.
ჰემოტრანსფუზია
სისხლის გადასხმა: სისხლის გადასხმა ერთი ადამიანის (დონორი) ვენიდან მეორე ადამიანის (რეციპიენტი) ვენაში.
ჰემოფთალმი
სისხლჩაქცევა თვალის კაკალში (მინისებრ სხეულში, წინა საკანში და ა. შ.).
ჰემოფილია
მემკვიდრული მიდრეკილება სისხლის დენისადმი, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია თრომბოპლასტინის წარმოქმნაში მონაწილე ანტიჰემოფილური გლობულინის (VIII ფაქტორი) არარსებობის გამო. ჰემოფილია მამაკაცთა დაავადებაა, რომლის გადამცემია ("ავადმყოფობის კონდუქტორი") ქალი. ქალები ავადდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი მამაკაცი დაქორწინდება "ავადმყოფობის კონდუქტორ" ქალზე და შეერთდება ორი პათოლოგიური X ქრომოსომა.
ჰემოქრომატოზი, ბრინჯაოს დიაბეტი, პიგმენტური ციროზი
ორგანიზმში რკინის ცვლის მოშლით განპირობებული დაავადება. ახასიათებს კანის ინტენსიური შეფერვა რკინის შემცველი პიგმენტის ჰემოსიდერინის გაძლიერებული დაგროვების შედეგად. ხშირად გვხვდება ღვიძლის ჰიპერტროფიულ ციროზთან და გლუკოზურიასთან ერთად.
ჰეპატალგია
ღვიძლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით.
ჰეპატარგია
ღვიძლის დაავადების შედეგად მისი გამაუვნებელი ფუნქციის უკმარისობა. მიმდინარეობს ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით, ჰემორაგიული დიათეზით, კრუნჩხვებით, ბოდვითი და კომის მდგომარეობით. განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ღვიძლის მწვავე ატროფიის (დისტროფიის) დროს.
Next >>2  3