ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია
ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება)
ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები
ჯვარედინი დონორობა
ერთი პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად
ჯიბლიბო
ქუთუთოს კიდის ქონის ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება.