ხმელთაშუა ზღვის ანემია, თალასემია, თალასანემია |
თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია, რომელსაც საფუძვლად უდევს ოჯახურ-მემკვიდრეობითი ნიშანი - ერითროციტებში ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე. ავადმყოფს აღენიშნება მცირე სიყვითლე, ერითროციტების მაქსიმალური ოსმოსური რეზისტენტობის მომატება, დამახასიათებელი ცვლილებები სახსრებში, სპლენომეგალია და სხვ. |
|
ხუნაგი, დიფთერია |
მწვავე ინფექციური, უპირატესად ბავშვთა ასაკის დაავადება. ახასიათებს ინფექციის შეჭრის ადგილზე ანთებითი პროცესის განვითარება და მკვრივი ფენოვანი ნადების წარმოქმნა, ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაცია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ხახის დიფთერია, შედარებით ნაკლებად ხორხისა, სხვა ფორმები იშვიათია. დიფთერია გვხვდება სპორადულად ან ეპიდემიურად. |
|