ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჭაობის ციებ-ცხელება
პროტოზოულ დაავადებათა ჯგუფი, რომელთა გამომწვევია Plasmodium-ის ჰემისპორიდთა ოთხი სახე. ახასიათებს ანემია და რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის ორგანოების მნიშვნელოვანი რეაქცია. ციების შეტევების პერიოდს ცვლის ლატენტური მდგომარეობა, რომლის შემდეგ შეტევები ხშირად კვლავ მეორდება. მალარიის გადამტანია კოღო ანოფელესი.
ჭარბთმიანობა, ჰიპერტრიქოზი
სხეულის ამა თუ იმ მიდამოს უჩვეულო, ჟარბი თმიანობა.
ჭვალი, კოლიკა, მუცლის ჭრა
მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ თან სდევს ღებინება, ოფლიანობა და სხვ. იგი სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია, განპირობებულია მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების კრუნჩხვით.
ჭინჭრის ციება, ურტიკარია
კანის თავისებული (უხშირესად ალერგიული) რეაქცია სხვადასხვაგვარ ენდოგენურ და ეგზოგენურ გამღიზიანებელზე. ახასიათებს ფართო, ბრტყელი, ამობურცული, ქავანა გამონაყარი.
ჭიპლარი
ზონრისებრი ორგანო, რომლის საშუალებით ნაყოფი უკავშირდება პლაცენტას და ხორციელდება ე.წ. ნაყოფპლაცენტური სისხლის მიმოქცევა.
ჭკუასუსტობა, დემენცია
ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა (მოხუცებულობის ფსიქოზი, სკლეროზული ფსიქოზი, პროგრესირებადი დამბლა).
ჭორფლი, ეფელიდები
კანზე პატარა, მრგვალი, ყვითელ-მოყავისფრო ლაქები, რომლებიც მუქდება მზის ზეგავლენით.