ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
წამალი (სამკურნალწამლო საშუალება, მედიკამენტი)
ის ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია ფარმაცევტული პრეპარატის სახით, რომელიც გამოიყენება ფიზიოლოგიური სისტემის გამოსაკვლევად, ადამიანისა და ცხოველის რეპროდუქციული ფუნქციის სარეგულირებლად, პათოლოგიური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ან რეციპიენტის სასარგებლოდ შესაცვლელად
წამლის კლინიკური კვლევა (გამოცდა, გამოკვლევა)
ფარმაკოლოგიური საშუალების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლა არასასურველი რეაქციების დადგენის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის შეფასების მიზნით
წამლის მომზადება
აფთიაქში მაგისტრალური ან ოფიცინალური რეცეპტის საფუძველზე სამკურნალო საშუალებისათვის წამლის ფორმის მიცემა
წამლის წარმოება
საწარმოში სათანადო სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით წამლის სერიულად გამოშვება
წამლისმიერი დაავადება
ორგანიზმის მიერ წამლის მიმართ მოჭარბებული მგრძნობელობა (აუტანლობა); გამოიხატება ზოგიერთი წამლის (ბრომის, იოდის, დარიშხანისა და სხვ.) მიღების შემდეგ ტემპერატურის აწევითა და სხეულზე წამლისეული გამონაყარით.
წვრილი ნაწლავის ჯორჯალი
უპირატესად ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს (დუპლიკატურას), რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები, უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური ძარღვები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.
წითელა
ძირითადად ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადება. კლინიკურად ნიშანდობლივია მაღალი სიცხე, კონიუნქტივიტი, სურდო, სასუნთქი ორგანოების კატარული მოვლენები და დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც მესამე-მეოთხე დღეს იწყება სახიდან და ვრცელდება მთელ ტანსა და კიდურებზე. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს. გადადების გზები ჰაერ-წვეთოვანია. წითელათი დაავადებული ინკუბაციის ბოლო დღეებში და დაავადების პირველ 2-3 დღეს გადამდებია გარშემო მყოფთათვის. მოსალოდნელია წითელას მძიმე გართულებები, რომელთაგან განსაკუთრებით საშიშია ფილტვების ანთება.
წითელი ქარი, ერიზიპელასი
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის თავისებური ანთება; გამომწვევია წითელი ქარის სტრეპტოკოკი. ავადმყოფობა იწყება კანის შეწითლებით და სიცხით.
წითურა, რუბეოლა
გადამდები ინფექციური დაავადება. დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. გამონაყარი პირველად წარმოიქმნება ყურებთან, შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე. გამომწვევია დერმოტროპული ვირუსი; იძლევა მყარ იმუნიტეტს.
წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა
მამაკაცის სასქესო ჯირკვალი, წაბლისებრი ფორმის და ზომისაა, მის სისქეში გაივლის შარდსადენის დასაწყისი ნაწილი; ეიაკულაციის დროს ჯირკვლის სეკრეტი შეერევა სპერმას.
წყალმანკი, ჰიდროფსი
სეროზული სითხის (ტრანსუდატის) დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის ღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში.
წყლული, ულკუს
კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი ქსოვილის ნეკროზის გამო; ახასიათებს შეხორცების სუსტი უნარი.