ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ცეკექტომია
ბრმა ნაწლავის ამოკვეთა
ცეკოსტომია
ბრმა ნაწლავის ფისტულა
ცეკოფტოზი
ბრმა ნაწლავის დაწევა
ცელიაკია
ბავშვთა იშვიათი დაავადება, ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა და მუცლის თვალსაჩინო გადიდება საერთო გამოფიტვის ფონზე
ცელულიტი
ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება
ცემენტომა
იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნე. ჩვეულებრივ, მდებარეობს ქვედა ყბის სიბრძნის კბილთან ახლოს.
ცენტრიპეტალური
ცენტრისკენული
ცენტრიფუგა
ხელსაწყო, რომელიც ცენტრიდანული ძალების მოქმედებით მექანიკურად ყოფს ნარევს შემადგენელ ნაწილებად
ცენტროსომა
უჯრედის ცენტრი
ცერვიციტი
საშვილოსნოს ყელის ანთება
ცესტოდოზები
ბრტყელი ჭიების ინვაზიით გამოწვეული ჰელმინთოზი
ცეფალოდინია
თავის ტკივილი
ციანოზი
კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა ზოგი ისეთი დაავადების დროს, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ჟანგბადით სისხლის არასაკმარისი გაჯერების გამო.
ციებ-ცხელება,ცხელება, ციება, ფებრის
ორგანიზმის ზოგადი და რთული რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე. უმთავრესად ახასიათებს თერმორეგულაციის მოშლა და სხეულის ტემპერატურის აწევა. აღინიშნება ნივთიერებათა ცვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სეკრეციული და ექსკრეციული ფუნქციების და სხვ. დარღვევა. ჩვეულებრივ, გამღიზიანებელია სისხლში მოხვედრილი ბაქტერიული ბუნების ცილა (ბაქტერიების დაშლის პროდუქტები ან ტოქსინები), რაც ინფექციურ ცხელებას იწვევს. თუმცა ორგანიზმში მოხვედრილი უცხო, ბაქტერიული ცილა, ანდა ორგანიზმის ცილოვანი ცვლის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებიც იწვევს ცხელებას (ასეპტიკური ცხელება).
ციება, ფებრის

ციკატრიზაცია
დანაწიბურება, შეხორცება ნაწიბურის განვითარებით.
ციკლიტი
თვალის წამწამოვანი სხეულის ანთება
ციკლოპია
სიმახინჯე, როდესაც შუბლის შუა ნაწილში ერთ თვალბუდეში ერთი ან ორი თვალის კაკალია
ციკლოპლეგია
სააკომოდაციო კუნთის დამბლა
ციკლოფრენია
ფაზობრივად მიმდინარე ფსიქიკური დაავადება ნათელი პერიოდებით მანიაკურ და დეპრესიულ გამოვლინებათა შორის
ციმბირის წყლული, ჯილეხი, ავთვისებიანი კარბუნკული
შინაურ ცხოველთა მწვავე ინფექციური დაავადება. ადამიანი ავადდება კანის ფორმით, ავთვისებიანი შეშუპებით, უფრო იშვიათად კი - ფილტვების ან ნაწლავის ფორმით.
ცირზოტომია
ვარიკოზული კვანძის გაკვეთა
ციროზი
რაიმე ორგანოს შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური გამრავლება, რაც ამ ორგანოს ფუნქციას არღვევს.
ციროზი ღვიძლის
ღვიძლის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია, პარენქიმული უჯრედების გადაგვარება და ნეკროზი.
ცისტიტი
შარდის ბუშტის ანთება.
ცისტიცერკი
ღორის სოლიტერის პარენტერული ფორმა, ბუშტისებრი ფინა შიგნით ჩაბრუნებული ჭიის თავითა და სითხით.
ცისტიცერკოზი
ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში სოლიტერის ცისტიცერკის პარაზიტობით გამოწვეული დაავადება.
ცისტორექსისი
შარდის ბუშტის გასკდომა.
ციტოგრამა
პრეპარატი-ანაბეჭდი, რომელსაც იყენებენ ციტოლოგიური სურათის მისაღებად.
ციტოლიზი
უჯრედის სტრუქტურის რღვევის, დაშლისა და გახსნის პროცესი.
ციტოლოგია
მეცნიერება უჯრედების აგებულების, განვითარებისა და ფუნქციათა შესახებ.
ციტოპათოლოგია
1. ზოგად პათოლოგიურ პროცესთა შესწავლა უჯრედოვან დონეზე; 2. ციტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცალკე უჯრედთა პათოლოგიურ ცვლილებებს.