ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ჩანასახი, ემბრიონი
ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახი. ე.ი ორგანიზმი განვითარების ადრეულ პერიოდში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დამოუკიდებელი კვებისა და აქტიური მოძრაობის უნარის შეძენამდე.
ჩვილი
12 თვემდე ასაკის ბავშვი
ჩირქგროვა, აბსცესი
შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება. ვითარდება ორგანიზმში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან რომელიმე დაავადების გართულების შედეგად.
ჩიყვი, სტრუმა
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. არცთუ იშვიათად მიმდინარეობს ორგანიზმის რიგ ფუნქციურ დარღვევასთან ერთად. ენდემური დაავადების სახით უპირატესად აღინიშნება მთიან ადგილებში.
ჩუტყვავილა
ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი. თან სდევს ცხელებითი რეაქცია და მთელი ტანის კანზე დამახასიათებელი ვეზიკულური გამონაყარი. გადადის ჰაერწვეტოვანი და კონტაქტური გზით.