ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
შაკიკი, ჰემიკრანია
თავის ძლიერი ტკივილის შეტევა, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში. ხშირად წინ უძღვის ზოგადი აგზნება, ძილიანობა, თავში სიმძიმის შეგრძნება და სხვ. სხვადასხვა სახის გაღიზიანება (ხმაური, მოძრაობა და სხვ.) და ემოციური ფაქტორები იწვევს თავის ტკივილის შეტევას ან მკვეთრად აძლიერებს მას და, პირიქით, სიმშვიდე, ბნელ ოთახში ყოფნა ტკივილს შედარებით ანელებს.
შანკრი
წყლული სასქესო ორგანოზე
შანკრი მაგარი, პირველადი სიფილომა
სიფილისით დაავადების პირველი ხილული ნიშანი - დასნებოვნების ადგილზე წყლულის განვითარება
შაქრიანი დიაბეტი
ნეირო-ენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის (ცხიმოვანი, ცილოვანი, წყლის, განსაკუთრებით კი ნახშირწყლების ცვლის) მოშლა. იწვევს ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივ ან სრულ უკმარისობას. ინსულინის უკმარისობის გამო ღვიძლი და კუნთები ვეღარ გარდაქმნის შაქარს გლიკოგენად. ქსოვილი კარგავს შაქრის ჟანგვის უნარს და ვეღარ იყენებს მას ენერგიის წყაროდ. ვითარდება ნეოგლიკოგენეზი (შაქრის წარმოქმნა ცილებისა და ცხიმებისაგან), რის გამოც შაქარი გროვდება სისხლში (ჰიპერგლიკემია). შაქრის ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (გლოკოზურია). ჯერ სისხლში, შემდეგ კი შარდში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აცეტონური სხეულაკები, ირღვევა ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობა, ვითარდება აციდოზი. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია, დიდი რაოდენობით და ხშირად შარდავს (პოლიურია), აღინიშნება პირისა და კანის სიმშრალე, გაძლიერებული მადა (პოლიფაგია), წონაში დაკლება (თუმცა ხშირად ავადმყოფებს ჭარბი წონაც აქვთ), საერთო სისუსტე და სხვ.
შედედება
კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი.
შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება
საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ- ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი)
შვანოგლიომა
პერიფერიული ნერვების ავთვისებიანი სიმსივნე, ვითარდება შვანის უჯრედებისგან
შვარტები
სეროზული გარსის ორი მოპირდაპირე ფურცლის ერთმანეთთან შეზრდა სხვადასხვა ფორმის ზონრებით
შთაგონება, სუგესტია
მკურნალობის მეთოდი, ექიმის გარკვეული ფსიქიკური ზემოქმედება ავადმყოფსა ან ავადმყოფთა ჯგუფზე.
შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით "შიდსი" აღინიშნება აივ ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების კლინიკური ნიშნები. აივ ინფექცია /შიდსი თავისი გავრცელების ხასიათით, მიმდინარეობით და შედეგებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვს განეკუთვნება.
შიზოგონია
უმარტივესთა უსქესო გამრავლების ფორმა, რომლის დროსაც ინდივიდი იყოფა მრავალ შვილეულ ორგანიზმად
შისტოსომოზები
Schistosomatidae-ს გვარის ტრემატოდებით განპირობებული ჰელმინთოზები
შისტოცელია
განვითარების მანკი - ხვრელის არსებობა მუცლის კედელში
შისტოცისტია
განვითარების მანკი - ხვრელის არსებობა შარდის ბუშტში
შოკი
დაკვრა, დარტყმა - სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომოკომპლექსი. ორგანიზმის თავისებული რეაქცია ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხოდ. ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და სასიცოცხლო ფუნქციების მკვეთრი დათრგუნვა.
შრატისმიერი ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.