ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ქალაზიონი
მეიბომის ჯირკვლის ერთ-ერთი ნაწილაკის ქრონიკული პროლიფერაციული ანთების შედეგად ქუთუთოს ხტილში მცირე ზომის მკვრივი სიმსივნის განვითარება
ქალიკოზი
პნევმოკონიოზის ერთ-ერთი სახეობა. ვითარდება ქვისა და კირქვის მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად.
ქეილიტი
ტუჩების ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება
ქეილოანგიოსკოპია
ტუჩის სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაციაზე დაკვირვება
ქეილობლასტომა
ტუჩის სიმსივნე
ქეილოგნათოპალატოშიზისი
თანდაყოლილი სიმახინჯე: ტუჩის, ყბისა და სასის გახლეჩა
ქეილოზი
პათოლოგიური პროცესი ტუჩის არეში
ქეილოპლასტიკა
ტუჩზე პლასტიკური ოპერაცია
ქეილორაფია
ტუჩის გაკერვა
ქეირალგია
ხელის ტკივილი.
ქეირართრიტი
ხელის სახსართა ანთება.
ქეიროლოგია
აზრების გადაცემა, კონტაქტის დამყარება სპეციალური ჟესტ-მიმიკური მოძრაობით (იყენებენ ყრუ-მუნჯები და ლოგოპედები).
ქეიროპლასტიკა
პლასტიკური ოპერაცია ხელზე. დეფექტის ოპერაციული აღდგენა ხელზე.
ქეიროფობია
წერის აკვიატებული შიში.
ქემოზი
კონიუნქტივის შემოფარგლული შეშუპება, რომელიც მორგვისებრ გარემოიცავს რქოვანა გარსს. იგი ლორწოვანი გარსის დამოუკიდებელი დაავადება კი არ არის, არამედ თან სდევს ქუთუთოების, კონიუნქტივისა და თვალის კაკლის დაავადებებს.
ქეროფობია
მხიარულებისა და ბედნიერების ავადმყოფური შიში.
ქილანგიომა
მღვიმოვანი ანგიომა ლიმფური ძარღვების ცისტური გაფართოების შედეგად (ცრუ სიმსივნე), ქილუსოვანი ლიმფანგიომა.
ქილემია
ქილუსი სისხლში.
ქილოთორაქსი
გულმკერდის ლიმფური სადინარის დაზიანების შედეგად ლიმფის (ქილუსის) დაგროვება პლევრის ღრუში (ქილოზური პლევრიტი).
ქილოცელე
სათესლის საერთო ბუდობრივ გარსში ლიმფის დაგროვება.
ქილურია
შარდში ქილუსის გამოყოფა.
ქილუსი
რძისებრი ცხიმოვანი ლიმფა; ნაწლავების ლიმფური ძარღვების შიგთავსი.
ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა
ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი
ქიმოზინი
ფერმენტი, რომელიც კაზეინს გარდაქმნის ხსნადი ფორმიდან უხსნადად, რაც იწვევს რძის დახაჭოებას, შედედებას.
ქლოაზმა
სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ლაქების წარმოქმნა უპირატესად სახის კანზე (ორსულობის, კახექსიის, ღვიძლის დაავადებების და სხვ. დროს).
ქლოროზი, სიმწვანის სენი
მიკროციტული ანემიის ფორმა, უმთავრესად გვხვდება გოგონებში (სქეოსობრივი მომწიფების პერიოდში), ახასიათებს სისხლის წითელ ბურთულებში ჰემოგლობინის საგრძნობი შემცირება.
ქლოროფორმი
ქლორის შემცველი უფერული, გამჭვირვალე სითხე. იყენებენ სანარკოზე საშუალებად.
ქმედობაუნარიანობა
თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი
ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა
ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით
ქოანები
ცხვირის ღრუს უკანა ძაბრისებრი გასავალი, ცხვირის ძგიდით გაყოფილია ორ ხვრელად.
ქოლანგიექტაზია
ღვიძლის სანაღვლე გზების გაფართოება.
ქოლანგიოგასტროსტომია
ნაღვლის საერთო სადინარსა და კუჭს შორის შერთულის შექმნა.
ქოლანგიომა
ღვიძლშიგა ნაღვლის სადინარებში განვითარებული ეპითელიუმური სიმსივნე.
ქოლედოქოსტომია
ნაღვლის საერთო სადინარის ფისტულის შექმნა ოპერაციით.
ქოლელითიაზი
ნაღველკენჭოვანი დაავადება, ახასიათებს ნაღვლის ბუშტში, იშვიათად სანაღვლე გზებში, განსაკუთრებული წარმონაქმნების - ნაღვლის ქვების არსებობა.
ქოლერა (აზიური)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ინფექციური დაავადება. გამომწვევია ქოლერის ვიბრიონი. ახასიათებს დიარეა, ბრინჯის ნახარშისებრი განავალი, ღებინება, ორგანიზმის მძიმე საერთო ინტოქსიკაცია და ძლიერ გამოხატული დეჰიდრატაცია. დაავადების გადადება ხდება ინფიცირებული საჭმელ-სასმელით.
ქოლესტეატომა
სადაფისებურად მბრწყინავი, კეთილთვისებიანი ბრტყელეპითელიუმური წარმონაქმნი, შეიცავს რქოვან მასას და ქოლესტერინის კრისტალებს. ვითარდება კანში, ძვალსა და ტვინის რბილ გარსებში.
ქოლესტერინი
ცხოველურ ორგანიზმში თავისუფალ მდგომარეობაში ან უმაღლესი ცხიმების მჟავათა ეთერის სახით არსებული ლიპოიდი. დიდი რაოდენობითაა თავის ტვინში, სისხლში, საკვერცხეში, თირკმელზედა ჯირკვალსა და ნაღველში. ქოლესტერინი ნაღვლის ქვის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ქოლეცისტიტი
ნაღვლის ბუშტის ანთება, იწვევს ინფექცია ან ნაღვლის ბუშტის კენჭი. ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ ან ქრონიკულად. ავადმყოფი უჩივის მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილს, რომელიც გადაეცემა უკან მარჯვენა ბეჭის არეში ან მარჯვნივ მხრის ზედა ნაწილში, ანდა გულის კოვზთან. დაავადებას ახასიათებს სუბფებრილური ან უფრო მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, ზოგჯერ სიყვითლე და სხვ.
ქონდრექტომია
ხრტილის ამოკვეთა.
ქონდრინი
ხრტილის ძირითადი ცილოვანი ნივთიერება.
ქონდრიტი
ხრტილოვანი ქსოვილის ანთება.
ქონდრობლასტომა
ხრტილოვანი უჯრედების ან ხრტილის შემქმნელი შემაერთებელი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ქონდრომა
კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ემსგავსება ხრტილს.
ქონდრომალაცია
ხრტილის დარბილება.
ქონდროსარკომა
ხრტილოვანი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე.
ქონდროფიბრომა
ხრტილოვანი ელემენტები ფიბრომაში.
ქორდომა
ძლიერ იშვიათი, გამჭვირვალე, ჩვეულებრივ პატარა კეთილთვისებიანი სიმსივნე. ვითარდება ზურგის სიმის ნაშთისგან, ლოკალიზდება უმთავრესად თავის ქალას ფუძეში. იგი ზოგჯერ შეიძლება ავთვისებიანად მიმდინარეობდეს.
ქორეა
ტვინის ან ექსტრაპირამიდული სისტემის ორგანული დაზიანებით განპირობებული ნერვული მოშლილობა. ახასიათებს სწრაფი, უწესრიგო, ურიტმო, დიდი ამპლიტუდის უნებლიე მოძრაობა; ემოციასთან დაკავშირებით ძლიერდება, მშვიდ მდგომარეობაში ნაკლებად ინტენსიურია, ხოლო ძილში ქრება.
ქორიოდიტი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.
Next >>2