ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ფაგედენიზმი
რბილი ქსოვილების დესტრუქციული დაწყლულება, მაგ. ნომის, სიფილისის და სხვ. დროს.
ფაგოციტი
ბაქტერიების, უცხო სხეულაკებისა და სხვა უჯრედების შთანმთქმელი და გამაუვნებელი უჯრედები (ლეიკოციტები), რომელთაგან მიკროფაგები შთანთქავენ უმთავრესად ბაქტერიებს, მაკროფაგები კი - ქსოვილთა მკვდარ ნაწილაკებსა და დეგენერირებულ უჯრედებს.
ფავუსი
ქრონიკული დერმატომიკოზი, ძირითადად თავის თმიანი ნაწილის დაავადება. დაავადებულ ადგილებზე ვითარდება პატარ-პატარა სოკოვან კულტურათა თაფლისფერქერქიანი მცირე კუნძულები.
ფაკიტი
ბროლის ანთება.
ფალანგა
ძვლოვანი სეგმენტი ხელის ან ფეხის თითის ორ სახსარს შორის.
ფალანგია, ფალოდინია
მამაკაცის ასოს ტკივილი.
ფალიტი
მამაკაცის ასოს ანთება.
ფალოდინია, ფალანგია
მამაკაცის ასოს ტკივილი.
ფალოექტომია
მამაკაცის ასოს ამპუტაცია.
ფალოპის მილი (ლულა), კვერცხსავალი
14-20სმ სიგრძის ცილინდრული ფორმის კუნთოვანი მილი, ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით, ატარებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს საკვერცხიდან საშვილოსნოსკენ.
ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალება
იდენტურობასთან ან/და წარმოშობასთან დაკავშირებით განზრახ არასწორად მარკირებული ფარმაცევტული პროდუქტი
ფანტომური შეგრძნება
მოკვეთილი კიდურის ან კიდურის მოცილებული ნაწილის შეგრძნება.
ფარინგიზმი
ხახის კრუნჩხვითი შეკუმშვა.
ფარინგიტი
ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
ფარინგომიკოზი
ხახის ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაზიანება.
ფარმაკოგნოზია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო თვისებათა მქონე მცენარეული (აგრეთვე ცხოველური) წარმოშობის ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპია
დაავადების მკურნალობა წამლით.
ფარმაკოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ცოცხალ ორგანიზმზე.
ფარმაკოლოგიური საშუალება
დადგენილი ფარმაკოლოგიური აქტივობისა და უსაფრთხოობის ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც კლინიკური კვლევის ობიექტია
ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი კვლევა
ფარმაკოლოგიური საშუალების ფარმაკოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის სამეცნიერო შესწავლა მისი სპეციფიკური აქტივობის და ფიზიოლოგიურ სისტემაზე ზემოქმედების დადგენის მიზნით
ფარმაკოპეა
სამკურნალო საშუალების ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებისა და დებულებების კრებული
ფარმაკოპეა
ფარმაცევტების სახელმძღვანელო ოფიციალური კრებული, რომელშიც მოცემულია წამლების დამზადების, შემოწმების, შენახვის და სხვ. სავალდებულო წესები, აგრეთვე იმ სამკურნალო ნივთიერებათა სია, რომლებიც უნდა იყოს აფთიაქში.
ფარმაკოპეის სტანდარტი (სტატია, მონოგრაფია, დროებითი ფარმაკოპეის სტატია,
სამკურნალო საშუალების ხარისხის მახასიათებლების და მათი განმსაზღვრელი ანალიზის მეთოდების ამსახველი იურიდიული დოკუმენტი
ფარმაცევტული დაწესებულება
ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი, დადგენილი წესით ლიცენზირებული იურიდიული პირი
ფარმაცევტული პრეპარატი (წამლის ფორმა)
გარკვეული ფორმის სახით არსებული (მათ შორის, აბი, კაფსულა, ტაბლეტი, ამპულა, სანთელი, კაპლეტი, დრაჟე) კონკრეტული, დოზირებული მზა წამალი
ფარმაცევტული პროდუქტი, სამკურნალო საშუალება
წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული სამკურნალო ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის
ფარმაცევტული საქმიანობა
სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა
ფარმაცევტული საქმიანობა
სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა
ფარმაცევტული სუბსტანცია
ნებისმიერი წარმოშობის, შესაბამისი ხარისხისა და ფარმაკოლოგიური აქტივობის ნივთიერება, რომელიც გამოიყენება წამლის მომზადებისათვის ან/და წარმოებისათვის
ფარმაცია
კომპლექსი დისციპლინებისა, რომლებიც სწავლობს სამკურნალო საშუალებათა მოპოვების, დამუშავების, დამზადების, შემოწმების, შენახვისა და გაცემის წესებს.
ფასცია
შემაერთებელქსოვილოვანი თხელი გარსი, რომელიც ფარავს ცალკეულ კუნთებს ან კუნთების ჯგუფს, აგრეთვე ზოგიერთ ორგანოს.
ფასციოდეზი
სახსრის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით სახსრის ფასციით დამაგრების ოპერაცია.
ფასციოლოზი
ადამიანისა და სხვა ძუძუმწოვართა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica).
ფებრილური
ციებ-ცხელებიანი.
ფებრის, ციებ-ცხელება, ცხელება, ციება
ორგანიზმის ზოგადი და რთული რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე. უმთავრესად ახასიათებს თერმორეგულაციის მოშლა და სხეულის ტემპერატურის აწევა. აღინიშნება ნივთიერებათა ცვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სეკრეციული და ექსკრეციული ფუნქციების და სხვ. დარღვევა. ჩვეულებრივ, გამღიზიანებელია სისხლში მოხვედრილი ბაქტერიული ბუნების ცილა (ბაქტერიების დაშლის პროდუქტები ან ტოქსინები), რაც ინფექციურ ცხელებას იწვევს. თუმცა ორგანიზმში მოხვედრილი უცხო, ბაქტერიული ცილა, ანდა ორგანიზმის ცილოვანი ცვლის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებიც იწვევს ცხელებას (ასეპტიკური ცხელება).
ფეკუნდაცია, განაყოფიერება
სპერმატოზოიდების შეერთება კვერცხუჯრედთან.
ფემინიზაცია
მამაკაცში ქალის მეორეული ნიშნები.
ფენაცეტინი
სამკურნალო პრეპარატი, სიცხის დასაწევი და ტკივილის გამაყუჩებელი საშუალება.
ფენომენი აშნერის
თვალის კაკალზე ხელის დაჭერას 2-5 წამის შემდეგ მოსდევს მაჯის გაიშვიათება და არტერიული წნევის დაქვეითება. ნორმაში მაჯა იშვიათდება 4-6 დარტყმით წუთში. რეფლექსი დადებითია, თუ მაჯა გაიშვიათდა 12 და მეტი დარტყმით წუთში. დადებითი რეფლექსი მიუთითებს ცდომილი ნერვის ტონუსის მომატებაზე. ბავშვებისთვის ეს რეფლექსი ფიზიოლოგიურია.
ფენოტიპი
ერთობლიობა ორგანიზმის ყველა გარეგანი და შინაგანი ნიშნისა, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში.
ფეოქრომოციტომა
სიმსივნე, ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის მედულური ნაწილის ქრომაფინული უჯრედებისგან. იწვევს შეტევებს სისხლის წნევის უეცარი მატებით.
ფერადი გარსი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა დისკოსებრი ნაწილი; მრგვალი ფირფიტა, რომლის ცენტრში გუგა მდებარეობს.
ფერმენტი, ენზიმი
ცილოვანი ბუნების ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების აჩქარებას.
ფთიზიატრია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებს, განვითარების მექანიზმს, კლინიკურ-მორფოლოგიურ გამოვლინებას, მკურნალობას, ეპიდემიოლოგიასა და პროფილაქტიკას.
ფიბრილაცია
კუნთის ცალკეული ბოჭკოს ძლიერ სწრაფი, მოუწესრიგებელი შეკუმშვა; არ ერწყმის მთელი კუნთის შეკუმშვას.
ფიბრილაცია გულის
გულის თრთოლა, გულის ციმციმი.
ფიბრინი
უხსნადი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას სისხლის პლაზმაში გახსნილ ფიბრინოგენზე ფერმენტ თრომბინის მოქმედებით.
ფიბრინოგენი
სისხლის პლაზმის გლობულინი, რომელიც სისხლის შედედებისას გადადის ფიბრინში ფერმენტ თრომბინის ურთიერთქმედებით.
ფიბრინოლიზი
1. ფერმენტული რეაქციების შედეგად ფიბრინის კოლტის გახსნა; 2. ფიბრინის ჰიდროლიზი.
ფიბრინფერმენტი
პროტეოლიზური ფერმენტი, რომლის ზემოქმედებით ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინად. სისხლის პლაზმაში მისი ინაქტიური ფორმაა პროთრომბინი.
Next >>2  3