ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
უვეიტი
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.
უზურა
ძვლოვანი ან ხრტილოვანი ქსოვილის ადგილობრივი შემოფარგლული დაზიანება ხანგრძლივი (ძლიერი) მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
უთირკმლობა
ორივე თირკმლის თანდაყოლილი უქონლობა.
უკანა ტანი
სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი
ულკუს დურუმ
მაგარი წყლული (მაგარი შანკრი, სიფილისის პირველადი გამოვლინება).
ულკუს მოლე
რბილი წყლული (რბილი შანკრი).
ულკუს პერფორანს
მაპერფორირებელი წყლული - წყლული, რომელიც ვრცელდება ორგანოს მთელ კედელში.
ულკუს, წყლული
კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი ქსოვილის ნეკროზის გამო; ახასიათებს შეხორცების სუსტი უნარი.
უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება
უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება
უმცროსი ექიმი
თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით
უპგ ქულების ტიპები
ქულების ტიპებად კლასიფიცირება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობის მიხედვით
ურატები
შარდმჟავას მარილები.
ურატურია
შარდში ნალექის სახით შარდმჟავასა და მისი მარილების (ურატების) გამოყოფა.
ურაქუსი
ჩანასახის პირველადი საშარდე გზა.
ურეთრიტი
შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთება. ავადმყოფს აწუხებს წვა და ტკივილი შარდსადენ მილში შარდის გამოყოფისას (გონორეის დამახასიათებელია).
ურეთრორეა
1. ლორწოვანი გამონაყოფი შარდსადენიდან სქესობრივი აგზნების დროს; 2. გამონაყოფი შარდსადენიდან მისი სპეციფიკური (გონორეული) ან არასპეციფიკური ანთების შედეგად.
ურეთროსკოპია
ოპტიკური ხელსაწყო ურეთროსკოპით შარდსადენის შიგნითა კედლის გამოკვლევის მეთოდი.
ურემია
თირკმელების დაავადების დროს ორგანიზმის თვითმოწამვლა თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. არჩევენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამპსიურ ფორმას.
ურეტეროლითოტომია
შარდსაწვეთიდან ქვს ოპერაციული მოცილება.
ურეტეროპიელონეფრიტი
შარდსაწვეთის, თირკმლისა და თირკმლის მენჯის ანთება.
ურეტეროსტენოზი
შარდსაწვეთის შევიწროება.
ურიკემია
სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატება; აღინიშნება ნიკრისის ქარის, ლეიკოზის, მძიმე ინფექციური დაავადებების, თირკმლის დაავადებების და სხვ. დროს. თირკმლის უკმარისობის ადრეული ნიშანია.
ურინა, შარდი
შარდი - ნორმალურ პირობებში მჟავე რეაქციისაა, ხვედრითი წონაა საშუალოდ 1020; შეიცავს წყალს, ლორწოს, პიგმენტებს, ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილ და ორგანიზმის მიერ გამოუყენებელ ორგანულ ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს.
ურობილინი
პიგმენტ ბილირუბინის აღდგენის პროცესში წარმოქმნილი პიგმენტი, რომელიც გამოიყოფა შარდში.
ურობილინურია
შარდში ურობილინის შემცველობის მომატება. შარდში ურობილინი დიდი რაოდენობით აღინიშნება ღვიძლის პარენქიმის დაზიანებისას (ეპიდემიური ჰეპატიტის, ციროზის, ავთვისებიანი ანემიის, ჰემოლიზური სიყვითლის, სეფსისისა და სხვ. დროს).
უროგრაფია
საშარდე გზების რენტგენოგრაფია ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდგომ.
უროდინია
ტკივილი მოშარდვისას.
უროლითიაზი
ქვების (კონკრემენტების) წარმოქმნა თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში.
უროლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შარდ-სასქესო ორგანოთა არავენერულ დაავადებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ურომეტრი
შარდის კუთრი წონის გასაზომი ხელსაწყო.
უროპეპსინი
პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც მცირე რაოდენობით მუდამ არის ნორმალურ შარდში.
უროსეფსისი
შარდის ბუშტსა ან თირკმლის მენჯში შარდის ბაქტერიული გახრწნით განპირობებული უროგენული სეფსისი.
ურტიკარია, ჭინჭრის ციება
კანის თავისებული (უხშირესად ალერგიული) რეაქცია სხვადასხვაგვარ ენდოგენურ და ეგზოგენურ გამღიზიანებელზე. ახასიათებს ფართო, ბრტყელი, ამობურცული, ქავანა გამონაყარი.
ურჰიდროზი
ოფლთან ერთად შარდოვანას და შარდმჟავას ძლიერი გამოყოფა, აღინიშნება ურემიის დროს.
უტერუსი
საშვილოსნო.
უშაქრო დიაბეტი
ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლში ჰორმონ ვაზოპრესინის შემცირებასთან: ახასიათებს ძლიერი წყურვილი და უშაქრო შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა. იწვევს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის უკანა ნაწილის დაზიანება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ინფექცია, ანთება, სიმსივნე, ტრავმა და სხვ. მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობითობაც.
უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა
უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას და ფასდება სათანადო მახასიათებლებით (პაციენტების რაოდენობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა)
უწყვეტი პროფესიული განვითარება
უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა
უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა (უპგ ქულა)
უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის შესაფასებელი ერთეული
უწყვეტი სამედიცინო განათლება
უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა)
უხელობა
ხელების თანდაყოლილი უქონლობა