ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
საგიტალური
წინა-უკანა (ვენტრო-დორსალური) მიმართულებით მდებარე.
სადიზმი
სხვისი წვალებით, ტანჯვით სიამოვნების მიღება.
საექიმო (სამედიცინო) საიდუმლო
ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს.
საექიმო საქმიანობა
მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანისჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება
საექიმო სპეციალობის მაძიებელი
პირი, რომელიც ეუფლება საექიმო სპეციალობას კანონით დადგენილი წესით, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით)
საექიმო სუბსპეციალობა
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტის დამატებითი კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს პროფილაქტიკური, სადიაგნოზო, სამკურნალო ან სარეაბილიტაციო ტექნოლოგიის ან მეთოდის ფლობას, ან რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების მართვას და რომლის დასაუფლებლად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით
სავნებო
ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ნაწილი: შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისაგან.
საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი
ფილტრში გამავალი ვირუსით გამოწვეული მლიმფადენიტი. ხშირად ვრცელდება სქესობრივი გზით. დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება და დარბილება საზარდულის არეში ერთ ან ორივე მხარეზე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური
საქართველოს შჯსდ სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური
სათესლე ჯირკვალი, ტესტის
მამაკაცის სასქესო ჯირკვალი, სადაც წარმოიშობა მამაკაცის სასქესო უჯრედი - სპერმატოზოიდი.
საკარანტინო (კონვენციური) დაავადებები
განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები (ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი). საკარანტინო დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში ხორციელდება საერთაშორისო კონვენციის შესაბამისი ღონისძიებათა სისტემა და შესაძლებელია გამოცხადდეს კარანტინი ამ დაავადებათა ეპიდემიური ან ეპიზოოტიური კერიდან გამოტანისა და გავრცელების აღსაკვეთად
საკარანტინო ღონისძიებები
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში
საკეისრო გაკვეთა
მუცლის კედლისა და ორსული საშვილოსნოს გაკვეთა ბავშვის ამოსაყვანად, როდესაც შეუძლებელია ნორმალური მშობიარობა
საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია
საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის
საკრალიზაცია
ხერხემლის განვითარების ანომალია, წელის მეხუთე მალის შეზრდა გავის პირველ მალასთან.
საკროდინია
ტკივილი გავის მიდამოში, ხშირია გინეკოლოგიური დაავადებების დროს.
სალივაცია, სიალორეა
ხანგრძლივი, ჭარბი ნერწყვის დენა.
სალმონელა
ბაქტერიათა ჯგუფი, იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს.
სალმონელოზი
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სალმონელას გვარის ბაქტერიებით ინფიცირებული საკვების მიღება.
სალპინგექტომია
საშვილოსნოს მილის ოპერაციული ამოკვეთა ანთებითი ან სიმსივნური პროცესით მისი დაზიანების გამო.
სალპინგიტი
საშვილოსნოს მილის (ფალოპის მილის) ანთება.
სამდღიანი ციებ-ცხელება
ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მწვავე ვირუსული დაავადება. ადამიანზე გადადის მოსკიტის კბენით. კლინიკურად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (39,5-41,0) ძლიერი თავის ტკივილი, თვალების წვა, თვალის კაკლების ტკივილი, წელის, ქვედა კიდურების კუნთების ტკივილი და სხვ.
სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო
ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს.
სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება - ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად
სამედიცინო დანიშნულების საქონელი
სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სხვა
სამედიცინო დახმარების უწყვეტობა
პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება
სამედიცინო მომსახურება
დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა
სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი
სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს
სამედიცინო მომსახურების გამწევი
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია
სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება
უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ექიმის კლინიკური საქმიანობის ხარისხისა და გამოსავლის/შედეგების პერიოდულ შეფასებას და შესაბამისი ინდიკატორების ეტაპობრივ გაუმჯობესებას
სამედიცინო პერსონალი
სამედიცინო და არასამედიცინო განათლების მქონე პირები, რომლებიც ეწევიან სამედიცინო საქმიანობას
სამედიცინო საქმიანობა
საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს
სამედიცინო საქმიანობა
საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასთან,პალიატიურ მზრუნველობასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს
სამედიცინო ტექნოლოგიები
სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურ- ტექნოლოგიური მოწყობის წესი
სამედიცინო ჩანაწერები
სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით
სამედიცინო ჩარევა
ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით
სამედიცინო ხარისხის აუდიტი
სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს
სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა
ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია ცოდნის გაღრმავება მედიცინის სფეროში
სამკურნალო საშუალება (ფარმაცევტული პროდუქტი)
წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული სამკურნალო ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის
სამკურნალო საშუალებების მიმოქცევა
საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების მომზადებას, წარმოებას, სტანდარტიზაციას, ხარისხის კონტროლს, შეფუთვას, შესყიდვას, გადაგზავნა-გადაზიდვას, შენახვას, გაცემას, მოსახლეობისა და სპეციალისტების ინფორმირებას, რეკლამას, მარკეტინგს, ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, გამოყენებას, განადგურებას და სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებებს
სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაცია (საბითუმო დისტრიბუცია)
სამკურნალო საშუალებების შესყიდვასთან, შენახვასთან, მომარაგებასთან და ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა მოსახლეობაზე გაცემისა
სამკურნალო საშუალებების წვრილ-საბითუმო რეალიზაცია
სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაცია, გარდა ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტისა
სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი
სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულებისათვის ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების ერთობლიობა
სამკურნალო საშუალების ეფექტიანობა
დაავადების მიმდინარეობაზე სამკურნალო საშუალების დადებითი ზემოქმედების მეცნიერული მეთოდებით დადგენილი ხარისხის მახასიათებელი
სამკურნალო საშუალების ნედლეული
ნებისმიერი წარმოშობის ნედლეული, რომელიც უშუალოდ ან გადამუშავების შემდეგ გამოიყენება წამლის მოსამზადებლად
სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია
საქართველოში წარმოებული და საზღვარგარეთიდან შემოტანილი სამკურნალო საშუალების სახელმწიფო ექსპერტიზის პროცედურა, რომლის საფუძველზედაც გაიცემა საქართველოში მისი მიმოქცევის ნებართვა
სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი
სამკურნალო საშუალება, რომლის შეფუთვა და ეტიკეტი წარმოადგენს სხვა მწარმოებლის იმიტაციას
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოობა
სამკურნალო საშუალების ეფექტიანობის და მის მიერ ჯანმრთელობის ზიანის გამოწვევის რისკის შეფასების შედარებით ანალიზზე დამყარებული მახასიათებელი
Next >>2  3  4  5