ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
რაბდომიომა
განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან განვითარებული იშვიათი სიმსივნე.
რადიაქტიური დიაგნოსტიკური სამკურნალო საშუალება
მაიონიზებელი გამოსხივების თვისების მქონე, სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებული საშუალება
რადიკალური ოპერაცია
ავადმყოფური კერის ან ზოგჯერ ორგანოს მოცილების ოპერაცია, რასაც შედეგად მოჰყვება დაავადების განკურნება.
რადიკულიტი
ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება.
რადიობიოლოგია
მოძღვრება ცოცხალ ორგანიზმებზე მაიონიზებელი დასხივების მოქმედების შესახებ.
რაქიალგია
ხერხემლის ნევრალგიური ტკივილი.
რაქიოტომია
ხერხემლის ოპერაციული გაკვეთა.
რაქიტი
ორგანიზმის საერთო დააავადება, გამოწვეული D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები 1-3 წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში), ზოგჯერ კი სქესობრივი მომწიფების დროს. რაქიტით დაავადებულ ბავშვს შეფერხებული აქვს ყიფლიბანდების შეზრდა ქალაზე და კბილების ამოსვლა, ფეხების ძვლები ურბილდება, სხეულის სიმძიმის გამო ქვედა კიდურები ასო O-ს ან X-ის ფორმისაა. აღინიშნება ნეკნების გასქელება.
რეანიმაცია
1. სამოქმედო მდგომარეობაში დაბრუნება; 2. ავადმყოფობის კვლავ გაძლიერება, გამწვავება.
რეაქცია ვაინბერგის
კომპლემენტის შებოჭვის სეროლოგიური რეაქცია, რომლითაც ადგენენ ექინოკოკის არსებობას.
რეაქცია ვასერმანის
სიფილისის გამოსავლენი სეროლოგიური რეაქცია. ეს რეაქცია შეიძლება დადებითი იყოს აგრეთვე მალარიის, ქუნთრუშის, შებრუნებითი ტიფის, კიბოს და სხვ. დროს.
რეაქცია მანტუსი
მანტუს ტესტი ანუ რეაქცია - ტუბერკულოზური დაავადების სადიაგნოზო კანშიგა რეაქცია.
რეგენერაცია
დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ქსოვილების, უჯრედების) აღდგენა ორგანიზმის მიერ.
რეგურგიტაცია
ორგანული ან ფუნქციური მიზეზებით სისხლის, ხსნარების ან აირების უკუდინება ღრუ ორგანოებსა და სისტემებში.
რევაქცინაცია
განმეორებითი აცრა.
რევმატიზმი
ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის (უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის) აუტოიმუნური დაზიანებით მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული დაავადება.
რევმატოიდი
არარევმატული ეტიოლოგიის ინფექციური ართრიტი. აღინიშნება თითქმის ყველა მძიმე სეფსისური პროცესისა და ინფექციური დაავადების დროს.
რეზიდენტი
პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში
რეზიდენტურა
უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება) პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში
რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმა, რომელიც წარიმართება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს გარეთ და გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის კანონით განსაზღვრულ ვადებში გავლას
რეზუს-ფაქტორი
ჰემაგლუტინოგენი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს მაიმუნის (Macacus rhesus) სისხლში. დადგენილია, რომ რეზუს-ფაქტორს შეიცავს ადამიანთა 87-85%-ის სისხლი - ისინი რეზუს-დადებითი (Rh+) ადამინები არიან, ხოლო 13-15% არ შეიცავს - რეზუს-უარყოფითი (Rh-)ადამიანები. რეზუს-ფაქტორს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თუ რეზუს-უარყოფით ადამიანებს განმეორებით შევუყვანთ რეზუს-დადებითი ადამიანის სიხლს, ჰემოლიზი მოხდება.
რეზუს-შეუთავსებლობა
სისხლის ჯგუფის შეუთავსებლობა ერითროციტული რეზუს-ანტიგენის მიხედვით, რომელიც შეიძლება აღინიშნოს დედასა და ნაყოფს, დონორსა და რეციპიენტს შორის.
რეინფექცია
განმეორებითი დასენიანება - გამოჯანსაღების შემდეგ იმავე მიკროორგანიზმებით ხელმეორედ დასნებოვნება.
რეიოდირება
იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.
რეკონვალესცენტი
გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი ავადმყოფი.
რეკრუდესცენცია, რეციდივი
გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობის შექცევა.
რეკურენტული
შებრუნებითი.
რელაქსანტები
ფარმაკოლოგიური საშუალებანი, რომლებიც იწვევენ ქსოვილების (ვიწრო მნიშვნელობით ჩონჩხის კუნთების) მოდუნებას.
რელაქსაცია
დაძაბულობის შენელება ან შეწყვეტა.
რემისია
ავადმყოფობის გამოვლინებათა დროეიბითი შენელება ან შეწყვეტა.
რენტგენოგრამა
რენტგენის სხივების საშუალებით სპეციალურ ფირზე მიღებული გამოსახულება.
რენული დიაბეტი, თირკმლის დიაბეტი, თირკმლის გლიკოზურია
შარდში შაქრის გამოყოფა სისხლში მისი ნორმალური კონცენტრაციით არსებობის დროს
რეპარაცია
ქსოვილის ან ორგანოს დეფექტის შევსება ან აღდგენა ახალწარმოქმნილი ქსოვილით.
რეპოზიცია, ჩასმა, ჩაყენება
თავის ადგილას ჩასწორება, მაგ. თიაქრის, ძვლის მოტეხილობის, ნაღრძობისა და ა.შ.
რესპირაციული
სუნთქვითი.
რესტიტუცია, აღდგენა
აღდგენა, რეგენერაციის ერთ-ერთი სახე.
რეტიკულოციტები
ახალგაზრდა ერითროციტები, რომლებშიც არსებული ბაზოფილური კომპონენტი სუპრავიტალური შეღებვისას ბადის, ანუ რეტიკულუმის სახით გამოვლინდება. მოზრდილი ადამიანის სისხლში რეტიკულოციტების შემცველობა 5-10%-ია. მათი მომატება აღინიშნება სისხლის რეგენერაციის პროცესების გაძლიერების დროს.
რეტინიტი
თვალის ბადურის ანთება. დამახასიათებელია ბადურაში თეთრი კერების წარმოქმნა, სისხლის ჩაქცევები და სხვ.
რეტრანსფუზია
საკუთარი სტრილური შეუდედებელი სისხლის (ექსტრავაზატის) უკან შეყვანა, დაბრუნება სისხლძარღვებში.
რეფლექსი
გარე სამყაროს და შინაგანი გარემოს ცვლილებაზე ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია, რომელიც ხორციელდება რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხოდ ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით.
რეფლექსი აქილევსის
აქილევსის მყესზე ჩაქუჩის დარტყმის საპასუხოდ წვივის სამთავა კუნთის შეკუმშვა და ტერფის ტერფისძირისმხრივი მოხრა.
რეფლექსი ბაბინსკის
ტერფის გარეთა კიდის შტრიხული გაღიზიანებისას ცერის ტერფის ძირისკენ მოხრა და დანარჩენი თითების მარაოსებრი გაშლა; პირამიდული გზების დაზიანების ძირითადი და უტყუარი ნიშანია.
რეფლექსი გუგის
გუგის შევიწროება სინათლის მოქმედებით.
რეფლექსი რქოვანის
თვალის დახუჭვა რქოვანაზე შეხების გამო.
რეფლუქსი
უკუდენა, სითხის არაბუნებრივი მიმართულებით დენა.
რეფრაქტერული
გამძლე, მაგ. დაავადება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.
რეცეპტი
ფარმაცევტისადმი ექიმის წერილობითი მიმართვა წამლის მომზადების, გაცემისა და მიღების წესების შესახებ. იგი წარმოადგენს იურიდიული, სამედიცინო,სამეურნეო-საფინანსო და ტექნოლოგიური მნიშვნელობის საბუთს
რეცეპტორი
ცენტრისკენული ნერვების დაბოლოება, რომელიც იღებს გაღიზიანებას.
რეციდივი
ავადმყოფობის გამეორება.
რეციდივი, რეკრუდესცენცია
გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობის შექცევა.
Next >>2