ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
პათოგენეზი
ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების თანმიმდევრობა.
პათოგენური ბიოლოგიური აგენტი
მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა
პათოლოგანატომიური გაკვეთა
გვამის გაკვეთა სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის და/ან დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით
პათოლოგია
მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე ავადმყოფურ პროცესებს.
პალიატიური მზრუნველობა
აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
პალიატიური მკურნალობა
სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება
პალიატიური ოპერაცია
ოპერაცია, რომელიც ავადმყოფს მხოლოდ დროებით შეღავათს აძლევს, მაგ. ნაწლავთა სიმსივნური გაუვალობის დროს ხელოვნური ანუსის დადება.
პალილალია
სიტყვის, წინადადების მრავალჯერ გამეორება. ექსტრაპირამიდული სინდრომის სიმპტომი.
პალპაცია
ავადმყოფის (ორგანოთა, პულსის, სიმსივნეთა და სხვ.) გასინჯვა ხელით.
პანართრიტი
1. სახსრის ინფექციური ანთება (მისი ყველა ანატომიური წარმონაქმნის დაზიანებით); 2. სხეულის ყველა სახსრის ანთება.
პანარიციუმი, საწერელი
თითის ჩირქოვანი ანთება.
პანაცეა
უნივერსალური სამკურნალო საშუალება, რომელიც თითქოს ყველა დაავადებას შველის.
პანდემია
გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს
პანდემია
ეპიდემია, რომელიც მოედება მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში.
პანზოოტია
დიდ გეოგრაფიულ არეალზე ცხოველთა ავადმყოფობის გავრცელება.
პანკარდიტი
გულის ყველა შრის (პერი-, მიო- და ენდოკარდიუმის) ანტება.
პანკრეატიტი
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.
პანნევრიტი
მრავლობითი ნევრიტი.
პანოტიტი
შიგნითა და შუა ყურის ანთება.
პანოფთალმიტი
თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთება (ზიანდება მინისებრი სხეული, ბროლი და თვალის წინა საკანი).
პანუსი
რქოვანას ზედაპირული სისხლძარღვოვანი ანთება. იწყება რქოვანას ზედა ნაპირიდან, სადაც ვითარდება ცალკეული წერტილოვანი ინფილტრატები. შემდეგ ინფილტრატები თანდათან ერთდება და ქმნის რქოვანას მთლიან შემღვრევას, რომელიც თანდათან ვრცელდება ქვევითკენ. პანუსი ტრაქომის ხშირი გართულებაა.
პანფლებიტი
ვენის ყველა გარსის ანთება.
პანფობია
დაუსაბუთებელი შიში ყოველგვარი მოვლენისა. ახასიათებს შიზოფრენიას.
პაპატაჩის ციებ-ცხელება, მოსკიტური ციებ-ცხელება, სამდღიანი ციებ-ცხელება
ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მწვავე ვირუსული დაავადება. ადამიანზე გადადის მოსკიტის კბენით. კლინიკურად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (39,5-41,0) ძლიერი თავის ტკივილი, თვალების წვა, თვალის კაკლების ტკივილი, წელის, ქვედა კიდურების კუნთების ტკივილი და სხვ.
პაპილიტი
მხედველობის ნერვის დვრილის ანთება.
პაპილომა
კანისა და ლორწოვანი გარსების (მაგ. პირის ღრუს, შარდის ბუშტის) საფარი ეპითელიუმისგან განვითარებული დვრილისებრი ფორმის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პაპულა
მშრალი მუწუკი, კვანძი (ეგზემის, ფსორიაზის, სიფილისის დროს).
პარაბიოზი
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მოსაზღვრე მდგომარეობა - ძლიერი გამღიზიანებლის (შხამების, ელექტროდენის, მექანიკური გამღიზიანებლების და სხვ.) მოქმედების შედეგად აგზნებადი ქსოვილის განსაკუთრებული მდგომარეობა; ახასიათებს გამტარებლობისა და აგზნებადობის დაკარგვა და მათი აღდგენა მავნე აგენტის მოშორების შემდეგ.
პარაზიტი
მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმზე (ორგანიზმში) ბინადრობს და მის ხარჯზე საზრდოობს.
პარაზიტიზმი
სხვადასხვა სახეობის ორ ორგანიზმს შორის დამოკიდებულების ფორმა, როდესაც ერთი მათგანი (პარაზიტი) იყენებს მეორეს, როგორც კვების წყაროს.
პარაზიტოლოგია
მეცნიერება პარაზიტებისა და პარაზიტიზმის შესახებ.
პარალალია
მეტყველების დარღვევა, ერთი ბგერის შეცვლა მეორეთი.
პარამეტრიუმი
საშვილოსნოს სეროზული გარსის ქვეშ მდებარე ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
პარამნეზია
მეხსიერების გაუკუღმართება, ცრუ მოგონებები. პათოლოგიური სიცრუისგან განსხვავდება იმით, რომ ავადმყოფს სწამს საკუთარი სიცრუე.
პარანეფრიტი
თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარანოია
ფსიქიკური დაავადება, ახასიათებს აფექტური ბოდვითი იდეები, რომლებიც მოიცავენ მხოლოდ გარკვეულ წარმოდგენებს, მაგ. დევნის, განდიდების მანია. მიმდინარეობს ქრონიკულად.
პარაპრაქსია
გარკვეული გააზრებული მოქმედების უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.
პარაპროქტიტი
სწორი ნაწლავისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარასამკურნალო საშუალება
გარკვეული თერაპიული ეფექტის მქონე, მცენარეული, ცხოველური ან მინერალური წარმოშობის საშუალება, რომელიც შეიცავს წამლის სპეციფიკურ სუბსტანციას ისეთი სახითა და რაოდენობით, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს წამლის ფორმად
პარაფაზია
მეტყველების მოშლა, ავადმყოფი ტოვებს, იმეორებს ან ცვლის ცალკეულ ბგერებსა და სიტყვებს.
პარაფონია
ხმის სიმაღლისა და ტემბრის მკვეთრი ცვალებადობა (მაგ. ჭაბუკურ პერიოდში გასასვლისას).
პარაფრენია
ფსიქიკის მოშლის ერთ-ერთი ფორმა, ახასიათებს ქრონიკული ბოდვა და ჰალუცინაციები.
პარაცენტეზი
ზოგადად სხეულის ღრუს პუნქცია.
პარაცისტიტი
შარდის ბუშტთან ახლომდებარე უჯრედისის ანთება.
პარეზი
რაიმე ორგანოს მოძრაობითი ფუნქციის შესუსტება; არასრული, ნაწილობრივი დამბლა.
პარენტერული
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე (მაგ. წამლის შეყვანა კანქვეშ).
პარენქიმა
ორგანოს სპეციფიკური ქსოვილოვანი ნაწილი, განსხვავდება სტრომისგან.
პარენქიმული ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
პარესთეზია
სხვადასხვა ცრუ შეგრძნება: დაბუჟება, ჩხვლეტა, სიმხურვალის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება; წვა, ქავილი, ელდენის გავლა და სხვ.
პარიესული
კედლისმიერი, კედლის ამყოლი.
Next >>2  3  4