ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ობეზიტასი, სიმსუქნე
კანქვეშა ქსოვილსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ცხიმის ჭარბი დაგროვება. განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
ობლიტერაცია
სხეულის სხვადასხვა ღრუს, მილის ან სისხლძარღვის შეზრდა, დახშობა
ობსტიპაცია, კონსტიპაცია, ყაბზობა
შეკრულობა
ობსტრუქცია
დახშობა, დაბრკოლება-გაუვალობა
ობტურაცია
ორგანიზმში რაიმე მილისებრი წარმონაქმნის (ნაწლავის, ღრუს და სხვ.) დაცობა
ოდინაკუზისი
სმენის ორგანოს მომატებული მგრძნობელობა, რომლის დროსაც ხმაური და ცალკეული ბგერაც იწვევს ტკივილის შეგრძნებას
ოდინოფაგია
ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს
ოდინოფობია
ტკივილის ძლიერი შიში
ოდონტალგია
კბილის ტკივილი
ოდონტიაზი
კბილების ამოჭრით განპირობებული შეუძლოდ ყოფნა
ოდონტიტი
კბილის ანთება
ოდონტობლასტი
დენტინის წარმომშობი უჯრედი
ოდონტოლითი
კბილის ქვა
ოდონტოლოგია
სტომატოლოგიის ნაწილი - მეცნიერება კბილების, მათი დაავადებებისა და მკურნალობის შესახებ
ოდონტომა
კბილის რბილი და მაგარი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე
ოდონტორაგია
კბილის ამოღების შემდეგ სისხლის დენა
ოვარიალგია
საკვერცხის ტკივილი.
ოვარიექტომია
ცალი ან ორივე საკვერცხის ოპერაციული ამოკვეთა.
ოვარიოცელე
საკვერცხის სიმსივნე.
ოვოგენეზი, ოოგენეზი
ქალის სასქესო უჯრედის (კვერცხუჯრედის) წარმოქმნისა და განვითარების პროცესი საკვერცხეში.
ოვულაცია
მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოსვლა. ქალებში სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნორმალურ პირობებში ოვულაცია ხდება ყოველ 28 დღეში, დაახლოებით ციკლის, ე.ი. ორი მომდევნო მენსტრუაციის შუალედში.
ოზენა, მყრალი სურდო, ქრონიკული ატროფიული მყრალი სურდო
ცუდსუნიანი სურდო, ცხვირის ქრონიკული დაავადება. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანას და ნიჟარების მკვეთრი ატროფია. მთელი ცხვირის ღრუ დაფარულია მომწვანო ფერის ქერქებით, რომლებიც იხრწნება და გამოსცემს ცუდ სუნს. ყნოსვის დაკარგვის გამო ავადმყოფები ხშირად ცუდ სუნს ვერ გრძნობენ.
ოლიგემია
სისხლის საერთო რაოდენობის შემცირება.
ოლიგოდაქტილია, თითნაკლებობა
ხელსა და ფეხზე ხუთზე ნაკლები თითი.
ოლიგოფრენია
თანდაყოლილი ჭკუასუსტობა, ფსიქიკური ფუნქციების (განსაკუთრებით ინტელექტის) განუვითარებლობა. ოლიგოფრენიის მიზეზი შეიძლება იყოს მავნე ფაქტორების ზემოქმედება ნაყოფზე, მექანიკური დაზიანება მშობიარობის დროს ან რაიმე ინფექციურ-ინტოქსიკაციური დაავადება ადრეული ბავშვობის ასაკში. არჩევენ სამი სახის ოლიგოფრენიას: იდიოტიას, იმბეცილობასა და დებილობას.
ოლიგურია
თირკმელებში შარდის გამოყოფის შემცირება.
ომენტიტი
ბადექონის ანთება.
ომფალიტი
ჭიპისირგვლივი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანთება.
ომფალომა
ჭიპის სიმსივნე.
ომფალოპაგუსი
ჭიპით შეზრდილი ტყუპები.
ონანიზმი
სქესობრივი მოთხოვნილების არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილება სასქესო ორგანოების გარეგანი მექანიკური გაღიზიანებით (სქესობრივი აქტის გარეშე),
ონიქექტომია
ფრჩხილის მოცილება.
ონიქია
ფრჩხილის ბუდის ანთება - ფრჩხილის ეგზემური ცვლილება და დეფორმაცია.
ონიქოკრიპტოზი
ფრჩხილების ჩაზრდა.
ონიქოფაგია
ნერვული და ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანების ფრჩხილების კვნეტის ჩვეულება.
ონკოლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სიმსივნეებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს.
ონტოგენეზი
ცოცხალი ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება მისი ჩასახვიდან სიცოცხლის დასასრულამდე.
ოოგენეზი, ოვოგენეზი
ქალის სასქესო უჯრედის (კვერცხუჯრედის) წარმოქმნისა და განვითარების პროცესი საკვერცხეში.
ოოფორიტი
საკვერცხის მწვავე ან ქრონიკული ანთება.
ოპერაცია პალიატიური
ოპერაცია, რომელიც ავადმყოფს მხოლოდ დროებით შეღავათს აძლევს, მაგ. ნაწლავთა სიმსივნური გაუვალობის დროს ხელოვნური ანუსის დადება.
ოპერაცია პლასტიკური
ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც აკეთებენ კანისა და კანქვეშა ქსოვილების ნაკლის გამოსასწორებლად, ცალკეული ორგანოს ნორმალური ფორმების აღსადგენად ქსოვილის გადანერგვის გზით.
ოპერაცია რადიკალური
ავადმყოფური კერის ან ზოგჯერ ორგანოს მოცილების ოპერაცია, რასაც შედეგად მოჰყვება დაავადების განკურნება.
ორგაზმი
სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, გამოიხატება სქესობრივი აქტის დამთავრების მომენტში მამაკაცის მიერ თესლის ეიაკულაციით, ქალის მხრივ - მოშვებითა და ბართოლინის ჯირკვლების სეკრეტის გამოყოფით.
ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია
ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად
ორთოდონტია
ორთოდონტია შეისწავლის კბილების სწორ განლაგებას პირის ღრუში.
ორთოპედია
მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ხერხემლისა და კიდურების თანდაყოლილი და შეძენლი დეფორმაციების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
ორთოპნოე
გაძლიერებული ქოშინი (ავადმყოფი ვეღარ წევს, იძულებულია იჯდეს).
ორნითოზები
ზოონოზების ჯგუფის ვირუსული დაავადებანი, რომლებიც უვითარდებათ ფრინველებთან კონტაქტის მქონე პირებს.
ორსულთა ნეფროპათია
ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში თირკმლის გორგლებისა და მილაკების ტოქსიკური გადაგვარების შედეგად; მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ალბუმინურიით, შეშუპებით, ჰიპერტონიითა და სხვ.
ორქიალგია
სათესლე ჯირკვლის ტკივილი, ტესტიკულური ნევრალგია.
Next >>2