ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ნაზოფარინგიტი, რინოფარინგიტი
ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
ნაკროლეფსია
ხანმოკლე (უმეტესად 1-5-10 წუთიანი) ძილის მდგომარეობაში გადასვლა.
ნანიზმი
არანორმალურად პატარა სიმაღლე, რაც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. ჰიპიფიზური ნანიზმის დროს სხეულის ყველა ნაწილი განვითარებულია, მაგრამ პატარაა; გონებრივი განვითარება ნორმალურია. ინფანტილური ნანიზმის დროს ყველა ორგანო და ფუნქცია ბავშვის განვითარების დონეზე რჩება.
ნარკომანია
დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო
ნარკომანიით დაავადებული პირი
პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს დიაგნოზი "ნარკომანია"
ნარკოტიკული საშუალება
ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალი
ნარკოტიკული საშუალების ანალოგი
ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომელიც შეტანილი არ არის სიებში, მაგრამ თავისი ფსიქოაქტიური მოქმედებით ნარკოტიკული საშუალების მსგავსია
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა
უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი ფასით
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადება
სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის წამლის ფორმის მიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქში, რეცეპტის საფუძველზე, სათანადო ტექნოლოგიით
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია
უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასხვისება იურიდიულ პირზე
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სახელმწიფო კვოტა
საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ლიმიტი
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ფარმაცევტული წარმოება
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სერიული მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი
პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება
ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ბრუნვა
ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა, წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადამუშავება
პრეპარატის რაფინირება (უცხო მინარევებისაგან გაწმენდა), მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა, ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გამოყენება
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალური ბრუნვა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით
ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ნივთიერების შემუშავება
ნაწოლი, დეკუბიტუსი
კანის ან ლორწოვანი გარსის დისტროფიულ-ნეკროზული წყლული. უვითარდება მწოლიარე დასუსტებულ ავადმყოფს იმ ადგილებში, რომელიც ხანგრძლივად განიცდის მექანიკურ ზეწოლას (მაგ. ზეწრის ნაკეცის ან ძვლის წარზიდული ნაწილისას).
ნევრალგია
შეტევითი, მწვავე ტკივილი ნერვის მიმართულებით მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე.
ნევრასთენია
ნევროზის ერთ-ერთი ფორმა, ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა მეტისმეტი გადაღლის, დაუძლურების ან ნერვული სისტემის ხანგრძლივი და ძლიერი დაძაბვის შედეგად. დამახასიათებელია სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, უფრო ხშირად სიმძიმის, შემოჭერის (ე.წ. ნევრასთენიით შეპყრობილთა მუზარადი) შეგრძნება თავში, ცუდი ძილი და სხვ.
ნევრინომა
რბილი, კვანძოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება შვანის გარსის უჯრედებისგან.
ნევროდერმატოზი
ნერვული ხასიათის გამონაყარი კანზე.
ნევროდერმია, ნევროდერმიტი
კანის ნევროზი, ხშირად მიაკუთვნებენ ალერგიულ დაავადებათა ჯგუფს, ახასიათებს ძლიერი ქავილი და სხვადასხვა ხასიათის გამონაყარი კანზე.
ნევროდერმიტი, ნევროდერმია
კანის ნევროზი, ხშირად მიაკუთვნებენ ალერგიულ დაავადებათა ჯგუფს, ახასიათებს ძლიერი ქავილი და სხვადასხვა ხასიათის გამონაყარი კანზე.
ნევროზი
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა და სხვ.
ნევროლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნერვულ სისტემას და მის დაავადებებს.
ნევრომა
სიმსივნე, რომელიც შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან ან ნერვული ბოჭკოებისა და ნერვული უჯრედებისაგან.
ნევროპათია
ვეგეტატიური ნერვული სისტემის (უპირატესად მისი სიმპათიკური ნაწილის) ფუნქციის მოშლით განპირობებული ავადმყოფური მდგომარეობა. ხშირია ბავშვთა ასაკში.
ნევუსი, ხალი
კანის განვითარების ანომალია კანში კერობრივად მელანინის სიჭარბის შედეგად; აქვს სადა, ხან უსწორო-დვრილოვანი, ხან თმით დაფარული ზედაპირი.
ნეიტროფილი
ნეიტროფილური ლეიკოციტი, იღებება ნეიტრალური საღებავებით, ციტოპლაზმა შეიცავს ნეიტროფილურ მარცვლებს.
ნეკროზი
ადგილობრივი სიკვდილი, უჯრედთა ჯგუფის, მთელი ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა ცოცხალ ორგანიზმში.
ნემატოდები
მრგვალი ჭიები, რომელთა უმრავლესობა ადამიანისა და ცხოველთა პარაზიტია. აქვს ძაფისებრი ან დაგრძელებული ცილინდრის ფორმა ოდნავ წვეტიანი ბოლოებით. ყველაზე ხშირად გვხვდება: ასკარიდა, ტრიქინა, ანკილოსტომა.
ნეოართროზი
უჩვეულო ადგილას ახალი სახსრის წარმოქმნა, ხელოვნურად წარმოქმნილი ახალი სახსარი, მაგ. სახსრის რეზექციის შემდეგ.
ნეოგენეზი
ქსოვილთა ახალწარმოქმნა.
ნეოპლაზია
ახალი ქსოვილის ან სიმსივნის წარმოქმნა.
ნეოპლაზმა
ახალწარმონაქმნი, სიმსივნე
ნერვული კვანძები, განგლიონები
სხვადასხვა სიდიდის განცალკევებულ ნერვულ უჯრედთა გროვები, რომლებიც განლაგებულნი არიან ნერვული ღეროების გზაზე.
ნეფრალგია
თირკმლის ტკივილი.
ნეფრექტომია
თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია.
ნეფრიტი
თირკმლის ანთება. არჩევენ: 1. დიფუზიურ გლომერულონეფრიტს, რომლის მწვავე ფორმა მიმდინარეობს ჰიპერტონიით, შეშუპებით, ჰემატურიით და სუსტად გამოხატული ალბუმინურიით, ქრონიკული ფორმა კი თირკმელების პროგრესირებადი ანთებაა, რასაც მოჰყვება თირკმელების უკმარისობა; 2. კეროვანი ნეფრიტი, როდესაც ანთებითი პროცესი შემოფარგლულია; ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ჰემატურია და მცირეოდენი ალბუმინურია შეშუპებისა და ჰიპერტონიის გარეშე.
ნეფროზი
თირკმლის მილაკების დეგენერაციული დაავადება, მიმდინარეობს შეშუპებით, მკაფიოდ გამოხატული ალბუმინურიით, ჰიპერტონიის, ჰემატურიისა და ურემიის გარეშე.
ნეფროლითიაზი, თირკმელკენჭოვანი დაავადება
თირკმლის მენჯსა და შარდის ბუშტში, უფრო იშვიათად კი შარდსაწვეთსა და თირკმლის მილაკებში კენჭების წარმოქმნა.
ნეფროლითოტომია
კენჭოვანი დაავადების დროს თირკმლის ოპერაცია კენჭების ამოსაღებად.
ნეფრომა
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე.
ნეფროპათია
თირკმლის დაავადებათა საერთო სახელწოდება. ტერმინი, რომლითაც სხვადასხვა წარმოშობის თირკმლის არაანთებით დაავადებას აერთიანებენ.
ნეფროპათია ორსულთა
ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში თირკმლის გორგლებისა და მილაკების ტოქსიკური გადაგვარების შედეგად; მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ალბუმინურიით, შეშუპებით, ჰიპერტონიითა და სხვ.
Next >>2