ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
მაგისტრალური რეცეპტით მომზადებული წამალი
ინდივიდუალური პაციენტისათვის განკუთვნილი, აფთიაქში მომზადებული წამალი
მადეფორმირებელი სპონდილოართრიტი, სპონდილოართროზი
დეგენერაციული პროცესი ხერხემალში მალთაშუა სახსრების დაზიანებით.
მაზოხიზმი
სექსუალური აგზნება და დაკმაყოფილება ხორციელდება ფიზიკური ტკივილის მიყენებით. მაზოხიზმის დროს სიამოვნებას განიცდის წამებული, სადიზმის დროს კი - მტანჯველი. გვხვდება ფსიქოპათიის შემთხვევაში.
მაკროკეფალია
თავის მოცულობის ყველა მიმართულებით გადიდება. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს დაბადების შემდეგ. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ზოგჯერ თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა.
მაკროფაგი
უჯრედი, რომელიც აქტიურად აწარმოებს ფაგოციტოზს.
მაკულა
კანსა ან ლორწოვან გარსზე განსხვავებული სიდიდის, ფორმისა და ფერის ლაქები.
მალარია, ჭაობის ციებ-ცხელება
პროტოზოულ დაავადებათა ჯგუფი, რომელთა გამომწვევია Plasmodium-ის ჰემისპორიდთა ოთხი სახე. ახასიათებს ანემია და რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის ორგანოების მნიშვნელოვანი რეაქცია. ციების შეტევების პერიოდს ცვლის ლატენტური მდგომარეობა, რომლის შემდეგ შეტევები ხშირად კვლავ მეორდება. მალარიის გადამტანია კოღო ანოფელესი.
მანია
1. ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მთელი მისი გრძნობა და გონება რაიმე ერთი იდეისკენ არის მიმართული; 2. ძლიერი მიდრეკილება რაიმესადმი.
მანტუს რეაქცია
მანტუს ტესტი ანუ რეაქცია - ტუბერკულოზური დაავადების სადიაგნოზო კანშიგა რეაქცია.
მარაზმი
ადამიანის ორგანიზმის მწვავე განლევა ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის ან მოხუცებულობის შედეგად.
მასკულინიზაცია
გამამრება, ქალში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების გაჩენა (წვერ-ულვაშის ამოსვლა და სხვ.).
მასტიტი
სარძევე ჯირკვლის ანთება.
მასტოდინია
ძუძუს ტკივილი.
მასტოპათია
ძუძუს ყოველგვარი დაავადება.
მეანობა
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ორსულობას, მშობიარობის აქტს და მშობიარობის დროს რაციონალური დახმარების მეთოდებს.
მეგალობლასტები
გაუკუღმართებული ერითროპოეზის დედა უჯრედები. წარმოიქმნება ადისონ-ბირმერის დაავადებისა და ერითრომიელოზის დროს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არ გვხვდება.
მეზენტერიუმი, წვრილი ნაწლავის ჯორჯალი
უპირატესად ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს (დუპლიკატურას), რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები, უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური ძარღვები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.
მეზენქიმა
ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილი.
მეკონიუმი
ახალშობილის განავალი.
მელანომა
მელანინის წარმომქმნელი პიგმენტური ქსოვილისგან განვითარებული სიმსივნე (კანის მელანოსარკომა და მელანოკარცინომა).
მელანქოლია
1. ფსიქიკური აშლილობა, რომლის დამახასიათებელია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა; 2. ნაღვლიანი განწყობილება, სევდა, კაეშანი.
მელენა
შავი ფერის განავლის გამოყოფა.ვითარდება საჭმლის მომნელებელ მილში სისხლჩაქცევის შედეგად.
მენინგიზმი
მენინგიტის დამახასიათებელი სიმპტომები თავისა და ზურგის ტვინის ანთებითი დაზიანების გარეშე - თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, კისრის კუნთების რიგიდობა. გვხვდება ქალასშიდა წნევის მომატების, ქალას უკანა ფოსოს არაქნოიდიტის ან სიმსივნის, პარკუჭთა სისხლძარღვოვანი წნულების ანთებითი პროცესების, თავის ტვინის შეშუპების, პუნქციის შემდგომი მდგომარეობის და სხვ. დროს.
მენინგიტი
თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ახასიათებს შემაწუხებელი თავის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურის მომატება, კისრის კუნთების რიგიდობა, კიდურთა კონტრაქტურა, კრუნჩხვა, პარეზი და სხვ.
მენინგომიელიტი
ზურგის ტვინისა და მისი გარსების ერთდროული ანთება.
მენისკი
მუხლის სახსრის სახსარშიგა ნახევარმთვარისებრი წყვილი ხრტილოვანი ფირფიტა.
მენოპაუზა
მენსტრუაციის ფიზიოლოგიური შეწყვეტა 40-50 წლის ასაკში, ცნობილია კლიმაქსის სახელწოდებით.
მენსტრუაცია
ყოველთვიური სისხლის დენა საშვილოსნოდან; იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და შეწყდება 40-50 წლის ასაკში.
მეტასტაზი
1. სისხლის ან ლიმფის ნაკადით დაავადების პირველადი კერის (მაგ. სიმსივნის უჯრედების) გადატანა, რაც იწვევს დაავადების კერების წარმოქმნას ახალ ადგილებში; 2. ასეთი გადატანის შედეგად განვითარებული დაავადების მეორეული კერა.
მეტეორიზმი
მუცლის გაბერვა აირების დაგროვების შედეგად, რაც ხშირად საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვადასხვა დაავადების სიმპტომია.
მეტრიტი
საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ანთება.
მეტრორაგია
საშვილოსნოდან არამენსტრუალური სისხლის დენა.
მეტჰემოგლობინი
ჰემოგლობინის ჟანგბადთან მყარი ნაერთი.
მთვარეულობა
ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს მექანიკურად (მაგ. დადის); ამ დროს ცნობიერება დაბინდულია. გამოღვიძებისას ადამიანს ან არაფერი ახსოვს, ან რჩება მოგონება ცუდად გატარებული ღამის შესახებ. უფრო ხშირად ასაკთან დაკავშირებით ქრება. წინათ ეგონათ, რომ მთვარის შუქი იწვევდა ასეთ მდგომარეობას.
მიალგია
სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის, უფრო ხშირად, კუნთების შეტევითი ტკივილი. ვითარდება სიმძიმის აწევის, მძიმე ფიზიკური მუშაობის, მოუხერხებელი მოძრაობის ან გაციების შედეგად.
მიასთენია
კუნთთა ძლიერი სისუსტე; ეკუთვნის კუნთოვანი და ნერვულ-კუნთოვანი აპარატის დაავადებათა ჯგუფს.
მიდრიაზი
გუგის გაფართოება.
მიელინი
სხვადასხვა ლიპოიდისა და ცილისგან შედგენილი ნივთიერება, ნერვული ბოჭკოს მიელინის გარსის მთავარი ნაწილი.
მიელიტი
1.ზურგის ტვინის ინფექციური, ტოქსიკური ან ტრავმული ეტიოლოგიის ანთება; 2.ძვლის ტვინის ანთება.
მიელობლასტი
მარცვლოვანი ლეიკოციტების დედა უჯრედი, რომელიც საწყისს იღებს მიელოპოეზის წინამორბედი უჯრედისგან.
მიელოციტი
ძვლის ტვინში წარმოქმნილი მარცვლოვანი ლეიკოციტების წინა სტადია (მიელოციტი - მეტამიელოციტი - ჩხირბირთვიანი ლეიკოციტი - სეგმენტბირთვიანი ლეიკოციტი).
მიკოზი
საერთო დაავადება ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა დაავადებისა, რომელთაც პარაზიტი სოკოები იწვევს.
მიკროსფეროციტული ანემია
თანდაყოლილი ოჯახობრივი ჰემოლიზური დაავადება; მიმდინარეობს ქრონიკულად, დამახასიათებელია სიყვითლე, მიკროსფეროციტოზი, შარდში ურობილინოგენის მოჭარბებული გამოყოფა
მილიარიზაცია
ორგანოებსა და ქსოვილებში მრავლობითი ფეტვისებრი პათოლოგიური კერების წარმოქმნა (მაგ. ტუბერკულოზის დროს).
მიმიკა
სახის კუნთთა კოორდინირებული კომპლექსური მოძრაობა, რომელიც გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და განცდებს, განწყობილებას.
მიოზინი
კუნთის ძირითადი ცილა, განსაზღვრავს კუნთოვანი ბოჭკოს კუმშვადობას, ელასტიურობას და ორმაგ სხივტეხას. მისი კოაგულაცია იწვევს გვამის გაშეშებას.
მიოზიტი
ჩონჩხის კუნთების ანთება.
მიოკარდი, მიოკარდიუმი
გულის კუნთოვანი ქსოვილი.
მიოკარდიოდისტროფია
მიოკარდიუმის ქიმიური და ქიმიურ-კოლოიდური სტრუქტურის, აგრეთვე გულის მოქმედების დროს მასში მიმდინარე ქიმიური და ბიოენერგეტიკული პროცესების პათოლოგიური შეცვლა. ვლინდება ყველა შემთხვევაში, როცა ირღვევა გულის კუნთის კვება.
მიოკარდიტი
გულის კუნთის (უმეტესად ინფექციურ-ტოქსიკური) ანთება.
Next >>2