ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ლაბირინთი
საფეთქლის ძვალში მდებარე შიგნითა ყური
ლაბირინთიტი
შიგნითა ყურის ანთება
ლალოპათია
გაძნელებული მეტყველება
ლალოფობია
ლაპარაკის ან ენაბორძიკობის ავადმყოფური შიში
ლამბლიოზი
წვრილი ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დასნებოვნება ლამბლიებით - მსხლისებრი ფორმის შოლტოსანი პარაზიტებით
ლამინექტომია
ხერხემლის არხის გახსნის მიზნით ერთი ან რამდენიმე მალის რკალისა და წვეტიანი მორჩის ანმოკვეთის ოპერაცია
ლანუგო, ღინღლი
1.ჩანასახის სხეულის პირველადი თმიანი საფარი პირველი 6 თვის განმავლობაში; 2.ნაზი ბეწვი ადამიანის სხეულზე.
ლაპაროსკოპია
მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერება ლაპაროსკოპით
ლაპაროტომია
მუცლის კედლის გაკვეთა მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერების ან ოპერაციის მიზნით
ლარინგექტომია
ხორხის მთლიანი ამოკვეთის ოპერაცია
ლარინგიტი
ხორხის ანთება
ლარინგოლოგია
მოძღვრება ხორხის აგებულების, ფუნქციისა და დაავადებათა შესახებ
ლარინგორაგია
ხორხიდან სისხლის დენა
ლარინგორეა
ხორხიდან ლორწოს უმტკივნეულო გამოყოფა
ლარინგოსკოპი
ხორხის შიგნითა ზედაპირის დასათვალიერებელი ხელსაწყო
ლარინგოსკოპია
ლარინგოსკოპით ხორხის გამოკვლევის მეთოდი
ლარინგოსპაზმი
ხორხის მუსკულატურის სპაზმი, გვხვდება უმთავრესად ბავშვთა ასაკში
ლარინგოსტენოზი
ხორხის შევიწროება
ლარინგოსტომია
ხორხის გაკვეთა, ხორხის სტენოზის შემთხვევაში მუდმივი ხვრელის შექმნა
ლარინგოტომია
ხორხის გაკვეთა
ლარინგოტრაქეიტი
ხორხისა და სასულის ერთდროული ანთება
ლატერალური
გვერდითი, შუა ხაზიდან მოშორებით მდებარე.
ლაქტაცია
სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, ძუძუს წოვება.
ლაქტოზა
რძის შაქარი.
ლეთარგია
ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებელზე რეაქციის უქონლობა, შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს.
ლეიკემია, ლეიკოზი
ჰემობლასტოზი, რომელიც წარმოიშობა სისხლმბადი უჯრედებისგან და, როგორც წესი, აზიანებს ძვლის ტვინს. ლეიკოზის ავთვისებიანობა დამოკიდებულია სიმსივნური, ანუ ბლასტური უჯრედების ბუნებაზე. ავადმყოფობის მიმდინარეობისა და მორფოლოგიური და ციტოქიმიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ლეიკოზის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
ლეიკოდერმა
კანის თეთრი ლაქები, დაკავშირებულია კანში პიგმენტის შემცირებასა ან სრულ გაქრობასთან.
ლეიკომა, ლიბრი
თეთრი არაგამჭვირვალე ლაქა რქოვანაზე, თეთრი ნაწიბური რქოვანაზე (კერატიტის, ტრავმის, ტრაქომისა და სხვ. შედეგად).
ლეიკომიელიტი
ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების ანთება.
ლეიკოპენია
სისხლის თეთრი სხეულაკების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში.
ლეიკოპლაკია
ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების კერა, რომელსაც თან სდევს ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება (მოთეთრო-მორუხო ფერის ლაქებისა და ბალთების წარმოქმნით); უპირატესად გვხვდება ენის, ლოყების, სასქესო ასოს თავის, ქალებში გარეთა სასქესო ნაწილების ლორწოვან გარსზე.
ლეიკოპოეზი
სისხლის თეთრი სხეულაკების - ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესი.
ლეიკოციტი
სისხლის თეთრი სხეულაკი. ლეიკოციტების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა სისხლსა და ქსოვილებში შეჭრილი მიკროორგანიზმებისაგან.
ლეიკოციტოზი
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში.
ლეიომიომა
გლუვი კუნთოვანი ბოჭკოებისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლეიშმანიოზი
ადამიანისა და ცხოველების პროტოზოული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ლეიშმანიები. არჩევენ კანის ლეიშმანიოზს, რომელიც ვითარდება მოსკიტის მიერ ნაკბენ ადგილზე და ვისცერულ ლეიშმანიოზს - კალა-აზარს.
ლენტიგო, ოსპისებრი ლაქა, ტალი
ბრტყელი ან ოდნავ შემაღლებული, მუქი მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომლის სიდიდე არ აღემატება ოსპის მარცვალს. უფრო ხშირად აღინიშნება სახეზე, კისერსა და ზედა კიდურებზე.
ლეპრა, კეთრი
მძიმე ქრონიკული დაავადება, ცნობილია უძველესი დროიდან. კეთრის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 3-5 წელია, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც - 10 წლამდე. არჩევენ კეთრის ორ ძირითად ფორმას: ხორკლისებრს ანუ კვანძოვანს (კანის) და ანესთეზიურ-ლაქისებრს (ნერვული); კვანძოვანი ფორმის დამახასიათებელია სახესა და კიდურებზე ხორკლები ან კვანძები. კეთრის ნერვული ფორმის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება.
ლეპროზორიუმი
კეთროვანთა სამკურნალო დაწესებულება ან კოლონია.
ლეტალური
სასიკვდილო, სიკვდილის გამომწვევი.
ლიბიდო
სქესობრივი ლტოლვა.
ლიბრი
თეთრი არაგამჭვირვალე ლაქა რქოვანაზე, თეთრი ნაწიბური რქოვანაზე (კერატიტის, ტრავმის, ტრაქომისა და სხვ. შედეგად).
ლიგატურა
სისხლძარღვების გადასკვნა სისხლის დენის შეწყვეტის მიზნით.
ლიზინები
ანტისხეულები, რომლებიც კომპლემენტთან შეერთებით შლიან იმ ბაქტერიებსა და უჯრედებს, რომელთა ორგანიზმში შეყვანის გამო წარმოიქმნენ თვითონ.
ლითოპედიონი
გაქვავებული, ჩაკირული ნაყოფი - საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს მუცელში ხანგრძლივად დარჩენილი და გაკირული ჩანასახი.
ლითოტომია
კენჭოვანი დაავადების დროს შარდის ბუშტიდან ქვების ამოღების ოპერაცია.
ლითოტრიფსია
ქვების მტვრევა (მაგ. შარდის ბუშტში ქვების წვრილად დამტვრევა).
ლიკორექსია
მგლის მადა, იგივეა, რაც ბულიმია.
ლიმფა
ხერხემლიანთა ლიმფური ძარღვებისა და კაპილარების შიგთავსი, რომელიც შიმშილობის ან უცხიმო საკვების მიღებისას უფერო, თითქმის გამჭვირვალე სითხეა.
ლიმფადენიტი
ლიმფური კვანძის ანთება.
Next >>2