ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
კავერნა
ღრუ, რომელიც წარმოიქმნება რაიმე ორგანოში ქსოვილის დაშლის შედეგად
კავერნიტი
სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების ანთება.
კალკულოზი
კენჭების წარმოქმნა (თირკმლის მენჯში, ნაღვლის ან შარდის ბუშტში და სხვ.).
კალოზური წყლული
ქრონიკული კეთილთვისებიანი წყლული გარქოვანებული კიდეებით.
კალცინოზი
ჩაკირვა. 1. კალციუმის მარილების დაგროვება ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის ადგილობრივი მოშლის ანდა მასში ნეკროზის განვითარების შედეგად (დისტროფიული ჩაკირვა); 2.ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლის შედეგად კალციუმის მარილების გამოყოფა (კიროვანი მეტასტაზები).
კალციფიკაცია
ქსოვილში კალციუმის მარილების დაგროვება, მათი გაკირვა.
კანდიდამიკოზი
დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო Candida albicans-ი. დამახასიათებელია კანის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსების, შინაგანი ორგანოების დაზიანება და მოთეთრო-რძისფერი ნადების წარმოქმნა.
კანთოპლასტიკა
თვალის ნაპრალის კუთხის პლასტიკა.
კანცერი, კარცინომა
ავთვისებიანი ეპითელიუმური სიმსივნე, კიბო. არჩევენ ორ ძირითად ფორმას: ბრტყელუჯრედოვან და ცილინდრულუჯრედოვან კარცინომას. კარცინომას ახასიათებს სწრაფი ზრდა, დაშლითი პროცესები, მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარება და ავადმყოფის სიკვდილი.
კანცეროგენული ნივთიერებები და პრეპარატები
საშიში ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სიმსივნური დაავადების განვითარებას
კაპილარები
უწვრილესი სისხლძარღვები, სისხლძარღვების (არტერიების, ვენების, ლიმფური ძარღვების) უწვრილესი დატოტიანება.
კაპილარექტაზია
კაპილარების გაფართოება.
კაპილაროტოქსიკოზი
კაპილარების ტოქსიკურ-ჰემორაგიული დაზიანება.
კარანტინი
გადამდები სნეულებით დაავადებულთა და მათთან ახლო მყოფ პირთა დროებითი იზოლაცია გადამდები დაავადების კერიდან ადამიანთა და ცხოველთა მოძრაობის შეწყვეტით ეპიდემიური დაავადების ასაცილებლად.
კარბუნკული, ძირდიდა
კანის შიგნითა ფენებისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება; ვითარდება რამდენიმე ფურუნკულის შეერთების შემდეგ.
კარდიოლოგია
მედიცინის დარგი, შეისწავლის გულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
კარდიოპათია
გულის დაავადებები საერთოდ.
კარდიოპლასტიკა
გულზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება.
კარდიოსკლეროზი
გულის კუნთის სკლეროზი, მასში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად.
კარდიოსპაზმი
კუჭის შესავლის სპაზმი. განპირობებულია ინერვაციის მოშლით, თან სდევს საყლაპავი მილის ზედა ნაწილის გაგანიერება.
კარდიოცენტეზი
გულის ჩხვლეტა, პუნქცია.
კარიესი
ძვლის ან კბილის მკვრივ ქსოვილში მიმდინარე ანთებითი პროცესი, რასაც თან სდევს ლპობა.
კარიოკინეზი, მიტოზი
უჯრედის ბირთვის არაპირდაპირი დაყოფა, ცხოველთა და მცენარეთა უჯრედების გამრავლების ერთ-ერთი ხერხი.
კარიოლოგია
მოძღვრება უჯრედის ბირთვის შესახებ.
კარის ვენა
მდებარეობს ღვიძლის კარში, აგროვებს სისხლს მუცლის ღრუს ყველა ორგანოდან შარდ-სასქესო ორგანოების გამოკლებით.
კაროტიდული
საძილე არტერიისა.
კაროტინი
ნარინჯისფერ-ყვითელი პიგმენტი. წვრილ ნაწლავებში ჰიდროლიზური დაშლის შედეგად ერთი A პროვიტამინის მოლეკულისგან წარმოიქმნება A ვიტამინის ორი მოლეკულა.
კარცინოიდი
სიმსივნე, რომელიც თავის აგებულებით ემსგავსება კიბოს, მაგრამ მისგან განსხვავდება უჯრედების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებებით, კლინიკური გამოვლინებითა და განვითარებით. ლოკალიზდება კუჭ-ნაწლავში, ბრონქებში და სხვ.
კასტრაცია
სასქესო ჯირკვლების ამოკვეთა ან ამ ჯირკვლების ფუნქციის გამოთიშვა სხვა მეთოდებით.
კატაბოლიზმი
ორგანიზმში მიმდინარე რთული ორგანული ნივთიერებების დაშლის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა.
კატალეფსია
სხეულისა და მისი ცალკეული ნაწილების სრული ან ნაწილობრივი გაშეშება ნებისმიერ მოძრაობათა უნარის დაკარგვით. აღინიშნება შიზოფრენიის, ისტერიის, ჰიპნოზის დროს.
კატაპლექსია
კუნთთა ტონუსის უეცარი სისუსტე, "მუხლების მოკვეთა", რომელიც ვითარდება შეტევის სახით აფექტთან ან ძლიერ გაღიზიანებასთან დაკავშირებით, გასტანს 2-3 წუთს. ამ დროს ცნობიერება არ არის გამოთიშული, მაგრამ მეტყველების მამორავებელი აპარატის სისუსტის გამო ავადმყოფი ვერ ლაპარაკობს.
კატარაქტა
თვალის ბროლის შემღვრევა, რაც იწვევს მხედველობის შესუსტებასა და დაკარგვას.
კატარი
რაიმე ორგანოს (ცხვირის, ყელის, კუჭის და სხვ.) ლორწოვანი გარსის ანთება ექსუდატის წარმოქმნით, მაგ. ზედა სასუნთქი გზების კატარი.
კატატონია
ერთგვარი ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, ვლინდება ერთი და იმავე პოზის შენარჩუნებით, განეკუთვნება ექსტრაპირამიდულ მოშლილობას.
კაუზალგია
პერიფერიულ ნერვთა ტრავმული დაზიანების (დაჭრის, დაწვის) გამო წვის ხასიათის მწვავე ტკივილი.
კაცთმოშიშობა, ანთროპოფობია
ადამიანთა საზოგადოებისა და უცხო პირთა მიმართ პათოლოგიური შიში. გვხვდება აკვიატებულ მდგომარეობათა დროს.
კახექსია
ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება.
კეთრი
მძიმე ქრონიკული დაავადება, ცნობილია უძველესი დროიდან. კეთრის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 3-5 წელია, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც - 10 წლამდე. არჩევენ კეთრის ორ ძირითად ფორმას: ხორკლისებრს ანუ კვანძოვანს (კანის) და ანესთეზიურ-ლაქისებრს (ნერვული); კვანძოვანი ფორმის დამახასიათებელია სახესა და კიდურებზე ხორკლები ან კვანძები. კეთრის ნერვული ფორმის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება.
კელოდი
კანის მკვრივი კვანძოვანი სიმსივნე, ვითარდება დამწვრობის, წყლულის, ტრავმის, ფერისმჭამელის ადგილზე ან ზოგჯერ ოპერაციის შემდგომ ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად.
კერატიტი
თვალის რქოვანი გარსის ანთება.
კერატოზი
1. რქოვანი ქსოვილის ზრდა; 2. გარქოვანებით მიმდინარე კანის დაავადება.
კერატომა, კოჟრიანობა
უმთავრესად კანის რქოვანა შრის შემოფარგლული არის გამკვრივება.
კერატოპლასტიკა
ავადმყოფური პროცესით დაშლილი რქოვანას აღდგენის ოპერაცია.
კესონური დაავადება
დაავადება, რომელიც ემართებათ კესონში მომუშავეებს ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებისას სწრაფი დეკომპრესიის შედეგად.
კეტგუტი
წვრილფეხა რქიანი საქონლის ნაწლავებისგან დამზადებული ძაფი; იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს შიგნითა ნაკერების დასადებად.
კეტოზი, კეტოზისი
ორგანიზმში კეტონურ სხეულთა მატება შაქრიანი დიაბეტის დროს.
კეტოზისი
ორგანიზმში კეტონურ სხეულთა მატება შაქრიანი დიაბეტის დროს.
კეტონურია
შარდში კეტონურ სხეულთა გამოყოფა.
კვადრიპლეგია
ოთხივე კიდურის დამბლა.
Next >>2  3