ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
იატროგენია
ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ ავადმყოფის გასინჯვისას დაუკვირვებლად გამოთქმული აზრის შედეგად განვითარებული ფსიქოგენური რეაქცია. ვითარდება ჰიპოქონდრიული მდგომარეობა, შიში მოურჩენელი ავადმყოფობის მიმართ.
იდიოსინკრაზია
ორგანიზმის მეტისმეტი ავადმყოფური მგრძნობიარობა ზოგიერთი ნივთიერებისადმი (რაიმე საჭმლისადმი, გემოსადმი, სუნისადმი და სხვ.)
იდიოტია, იდიოტიზმი
თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში განვითარებული ჭკუასუსტობა. ფსიქიკის განუვითარებლობის ყველაზე მძიმე სახეობა.
იეიუნოსტომია
მლივი ნაწლავის ფისტულა; უკეთებენ კვებისთვის ავადმყოფს, რომელსაც გასტროენტეროსტომია ვერ გაუკეთდა.
იზოკორია
ორივე გუგის სიდიდისა და ფორმის ერთნაირობა
იზოლაცია
ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას
იზომეტროპია
ერთნაირი შუქგარდატეხა ორივე თვალში
ილეიტი
წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის, თეძოს ნაწლავის ანთება
ილეუსი
ნაწლავთა გაუვალობა, დამბლა. მძიმე დაავადება, რომლის განკურნებაში გადამწყვეტია დროული დიაგნოზი და ქირურგიული ჩარევა. ძირითადი სიმპტომებია: განავლისა და აირების გამოყოფის შეჩერება, მუცელში ძლიერი მოვლითი ტკივილი, მეტეორიზმი, ღებინება.
ილუზია
რეალურად არსებული საგნების არასწორი, დამახასიათებელი აღქმა
იმბეცილობა
თანდაყოლილი ან რაიმე პათოლოგიური პროცესის შედეგად ადრეულ ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა - იდიოტიასა და დებილობას შორის მდგომარეობა.
იმობილიზაცია
სხეულის დაშავებული ან დაავადებული ნაწილის ისე დაფიქსირება, რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდეს
იმპეტიგო
კანის გადამდები დაავადება ბუშტუკოვანი გამონაყარით, ვითარდება სტრეპტო- და სტაფილოკოკების შეჭრის შედეგად
იმპოტენცია
სქესობრივი უძლურება
იმუნიზაცია
ხელოვნური იმუნიტეტის შექმნა ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით: ა) აქტიური იმუნიზაცია - ანტისხეულების წარმოქმნა თვით ორგანიზმის მიერ მასში ანტიგენის შეყვანის შედეგად; ბ) პასიური იმუნიზაცია - დამცველი ნივთიერებების შეყვანა ორგანიზმში იმუნიზებულ ცხოველთა შრატის შეყვანის გზით; გ) შერეული იმუნიზაცია - იმუნური შრატის შეყვანის შემდეგ ანტიგენის შეყვანა.
იმუნიტეტი
ორგანიზმის შეუვალობა გადამდებ დაავადებათა და მათ აღმძვრელთა (ბაქტერიების, ტოქსინების) მიმართ.
იმუნოდეფიციტი
მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება იმუნური სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი ნაკლოვანება.
იმუნოთერაპია
დაავადების მკურნალობა იმუნოლოგიური მეთოდებით: ბიოლოგიური პრაპარატებით (ვაქცინებით), იმუნური შრატებითა და გამა-გლობულინით.
იმუნოლოგია
მოძღვრება ორგანიზმის თავდაცვით, უპირატესად სპეციფიკურ რეაქციათა შესახებ.
ინვაგინაცია
სანათურის შიგნიდან დახშობა ნაწლავის სეგმენტის მოსაზღვრე ნაწილის სანათურში ჩაჭედვის გამო.
ინვაზია
1. ადამიანის, ცხოველის ან მცენარის დასნებოვნება ცხოველური პარაზიტებით (ჭიებით, მწერებით და მისთ.); 2. დაავადების აღმძვრელის შეჭრა ორგანიზმში; ინფექციური დაავადების დასაწყისი.
ინკუბაციური პერიოდი
1. ჩანასახის კვერცხში განვითარებისთვის საჭირო დრო; 2. ავადმყოფობის ფარული პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლინებამდე; 3. ბაქტერიული კულტურის გაჩერება ინკუბატორში მაქსიმალური ზრდის მისაღწევად.
ინოპერაბელური
არასაოპერაციო
ინსპირაცია
სუნთქვის პირველი ფაზა, ჰაერის ნაკადის შესვლა ფილტვებში.
ინსულინი
კუჭქვეშა ჯირკვლის ლანგერჰანსის კუნძულების მიერ გამოყოფილი ჰორმონი. აწესრიგებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას; იყენებენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
ინსულომა
პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედებისგან განვითარებული სიმსივნე.
ინსულტი
ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა. უფრო იშვიათად აღინიშნება რომელიმე შინაგანი ორგანოს (თირკმელზედა ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების, გულის) ფუნქციის უეცარი "ელვისებრი" შეწყვეტა.
ინტერკურენტული
შემთხვევით თანდართული, დამატებითი.
ინტერლობური პლევრიტი
პლევრიტი, რომელიც ვითარდება ფილტვის წილებს შუა.
ინტერსექსუალობა, ჰერმაფროდიტიზმი
მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ნიშნები.
ინტერფერონი
დაბალი მოლეკულური მასის მქონე პროტეინი, ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არასპეციფიკური დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ინტიმა
სისხლძარღვისა და ლიმფური ძარღვის კედლის შიგნითა გარსი.
ინტოქსიკაცია
ორგანიზმის მოწამვლა შხამიანი ნივთიერებებით (ტოქსინებით).
ინფანტილიზმი
ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.
ინფარქტი
სისხლის მომარაგების შეწყვეტის შედეგად ორგანოსა ან ქსოვილში მკვდარი (ნეკროზული) კერის წარმოქმნა. უშუალო მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია ან მკვებავი არტერიის სპაზმი; გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰიპოქსიას.
ინფარქტი მიოკარდიუმის, გულის კუნთის ინფარქტი
გვირგვინოვანი არტერიის სისხლის მიმოქცევის მოშლისას (კორონარული თრომბოზის, ათეროსკლეროზისა და სპაზმის შედეგად) გულის კუნთში განვითარებული ნეკროზის კერა.
ინფექცია
დასენიანება. 1. ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმის ან ვირუსის შეჭრა ორგანიზმში; 2. დაავადების ერთი სუბიექტიდან მეორეზე ან სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გავრცელება.
ინფექციური დაავადების გამომწვევი კულტურა
სპეციალურ საკვებ ნიადაგზე გამრავლებული მიკროორგანიზმები
ინფექციური ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
ინფორმირებული თანხმობა
პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა სამედიცინო დახმარების მიღებაზე, მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდების შემდეგ
ინფუზია
ხსნარების დიდი რაოდენობის შეყვანა ქსოვილებში, ორგანოებსა და ღრუებში წვეთობრივად.
ინცესტი, სისხლის აღრევა
ახლო ნათესავთა სქესობრივი კავშირი.
ინჰალაცია
ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა აირად, ორთქლადქცეულ სამკურნალო ნივთიერებათა შესუნთქვით.
ინჰიბიტორი
1. ქიმიური რეაქციის ან ფიზიოლოგიური მოქმედების შემაჩერებელი ნივთიერება; 2. ნივთიერება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციის ან ავადმყოფური პროცესის შეკავებას ან დათრგუნვას.
იოდირებული მარილი
იოდით გამდიდრებული მარილი
იონოთერაპია
სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანა ორგანიზმში (საღ კანსა და ლორწოვან გარსებში) გალვანური დენების საშუალებით.
ირიგაცია
ჭრილობათა ან ღრუ ორგანოთა (პირის, ცხვირის, სწორი ნაწლავის, საშოს) ზედაპირის მორწყვა-მობანა წყლით ან სამკურნალო ხსნარებით.
ირიდექტომია
თვალის ფერადი გარსის ნაწილის ამოკვეთა.
ირიდოპლეგია, გუგის უძრაობა
გუგის შემვიწროებელი კუნთის დამბლა.
ირიდოქორიოიდიტი
ფერადი გარსისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.
Next >>2