ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
თავის ტვინის სიკვდილი
სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა
თალასემია, თალასანემია, ხმელთაშუა ზღვის ანემია
თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია, რომელსაც საფუძვლად უდევს ოჯახურ-მემკვიდრეობითი ნიშანი - ერითროციტებში ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე. ავადმყოფს აღენიშნება მცირე სიყვითლე, ერითროციტების მაქსიმალური ოსმოსური რეზისტენტობის მომატება, დამახასიათებელი ცვლილებები სახსრებში, სპლენომეგალია და სხვ.
თალასოთერაპია
ზღვის ჰავითა და ზღვაში ბანაობით მკურნალობა
თალასოფობია
ზღვის ავადმყოფური შიში
თანატოლოგია
მოძღვრება სიკვდილზე - შეისწავლის ტერმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სიკვდილის უშუალო მიზეზს, სიკვდილის პროცესის დინამიკას, კლინიკურ, ბიოქიმიურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც თან სდევს ორგანიზმის სიკვდილს.
თანატოფობია
სიკვდილის აკვიატებული შიში
თეზაურიზმი
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცვლის ზოგიერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით დაგროვება ორგანიზმის სითხეებში, სხვადასხვა ორგანოსა ან ქსოვილში (მაგ., ამილოიდური თეზაურიზმი, ლიპოიდური თეზაურიზმი, ბილირუბინული თეზაურიზმი და სხვ.)
თეკომა
საკვერცხის სიმსივნე, ვითარდება სტრომის თითისტარისებრი უჯრედებისგან
თელიტი
ძუძუს თავის ანთება
თერმოკაუსტიკა
მკურნალობის მიზნით ორგანიზმზე ადგილობრივი ზემოქმედება მეტად მაღალი ტემპერატურით
თერმორეგულაცია
ერთობლიობა ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სხეულის ტემპერატურის დაცვას გარკვეულ დონეზე
თერმოსტატი
ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად ინარჩუნებს განსაზღვრულ ტემპერატურას
თიაქარი, ჰერნია
მუცლის ღრუს ორგანოების გამოსვლა მუცლის ღრუს გარეთ, კანქვეშ ან სხვა ქსოვილებსა და ღრუებში.
თიმოზინი
თიმუსის პოლიპეპტიდური შენების ჰორმონი
თიმომა
თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) სიმსივნე.
თიმუსი, მკერდუკანა ჯირკვალი
იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფოიდური ორგანო, რომელიც აკონტროლებს Т-ლიმფოციტების განვითარებას
თირეოიდინი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატი.
თირეოიდიტი
ფარისებრი ჯირკვლის ანთება.
თირეოტოქსიკოზი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ფუნქციის გაძლიერებით განპირობებული პათოლოგიური პროცესი. ჰორმონების პროდუქციის სიჭარბის გამო სისხლში მათი შემცველობა იზრდება ისეთ კონცენტრაციამდე, რომელიც ტოქსიკურ ეფექტს იწვევს.
თირკმელკენჭოვანი დაავადება, ნეფროლითიაზი
თირკმლის მენჯსა და შარდის ბუშტში, უფრო იშვიათად კი შარდსაწვეთსა და თირკმლის მილაკებში კენჭების წარმოქმნა.
თიროქსინი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი.
თორაკოაბდომინალური დაზიანებანი
გულმკერდისა და მუცლის ღრუს ჭრილობები ან დახურული დაზიანებანი.
თორაკოპაგუსი
გულმკერდებით შეერთებული სიმეტრიული ტყუპის სიმახინჯე.
თორაკოცენტეზი
პლევრის ღრუს ფუნქცია.
თრომბარტერიიტი
თრომბოზი შემდგომი არტერიიტით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიის დახშობა.
თრომბასთენია
მემკვიდრული ჰემორაგიული დიათეზი, გამოწვეულია თრომბოციტების ფუნქციური უკმარისობით.
თრომბი
სისხლის შენადედი სისხლძარღვის სანათურში, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ახშობს მას.
თრომბინი, ფიბრინფერმენტი
პროტეოლიზური ფერმენტი, რომლის ზემოქმედებით ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინად. სისხლის პლაზმაში მისი ინაქტიური ფორმაა პროთრომბინი.
თრომბოემბოლია
თრომბის ნაწილის ჩაჭედვის შედეგად სისხლძარღვის დახშობა.
თრომბოვასკულიტი
წვრილი სისხლძარღვების ანთება, რომელსაც დაერთვის თრომბოზი.
თრომბოზი
სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომელმაც შეიძლება სრულიად დაახშოს ან ნაწილობრივ შეავიწროვოს სანათური.
თრომბოკინაზა, თრომბოპლასტინი
ნივთიერება, რომლის ზემოქმედებითაც არააქტიური პროთრომბინიდან წარმოიქმნება თრომბინი. თრომბოკინაზა ქსოვილოვან სითხესა და სისხლის უჯრედოვან ელემენტებშია და გადადის სისხლის პლაზმაში.
თრომბოპენია, თრომბოციტოპენია
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში; ახასიათებს სისხლის დენა (ცხვირიდან, ღრძილებიდან, ჯუჭ-ნაწლავიდან და სხვ.), აგრეთვე სისხლჩაქცევები კანქვეშ და ლორწოვან გარსში.
თრომბოპლასტინი
ნივთიერება, რომლის ზემოქმედებითაც არააქტიური პროთრომბინიდან წარმოიქმნება თრომბინი. თრომბოკინაზა ქსოვილოვან სითხესა და სისხლის უჯრედოვან ელემენტებშია და გადადის სისხლის პლაზმაში.
თრომბოფლებიტი
ვენების კედლის ანთება, რასაც თან სდევს თრომბების წარმოქმნა.
თრომბოციტები, სისხლის ფირფიტები
სისხლის ფორმიანი ელემენტები. მათი დაშლისას გამოიყოფა აქტიური ნივთიერება - თრომბოკინაზა, რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისათვის.
თრომბოციტემია
პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მომატება.
თრომბოციტოზი, თრომბოციტემია
პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მომატება.
თრომბოციტოპენია
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში; ახასიათებს სისხლის დენა (ცხვირიდან, ღრძილებიდან, ჯუჭ-ნაწლავიდან და სხვ.), აგრეთვე სისხლჩაქცევები კანქვეშ და ლორწოვან გარსში.
თრომბოციტოპოეზი
სისხლის ფირფიტების - თრომბოციტების წარმოქმნის პროცესი.